ფრანგული დახვეწილობა — რა არის ეს? როგორ აღწერდით ამას?
ძნელია ამ უჩინარი შეგრძნების სიტყვებით გადმოცემა, მე ხომ მთელი ჩემი ცხოვრება პარიზში გავატარე: ჩვენ უნებლიედ ჩვენი დედებისგან, ბებიებისგან, მეგობრებისგან ვსწავლობთ... ეს არის მთელი ფილოსოფია «art de vivre», რომელიც ფრანგულიდან ითარგმნება, როგორც «ცხოვრების ხელოვნება». მისდიო art de vivre-ს, ნიშნავს იპოვო ჰარმონია და ბედნიერება აქ და ახლა, გქონდეს კარგი გემოვნება და პრიორიტეტები დააწყო ისე, რომ მაქსიმალური სიამოვნება მიიღო თითოეული წუთისგან. Аrt de vivre ყოველდღიური დეტალებისგან შედგება, დაწყებული საუზმით საყვარელ კაფეში, დამთავრებული არომატით, რომელიც დროს არ ექვემდებარება.
რატომ გახდა ECLAT MON PARFUM-ის შექმნა თქვენთვის განსაკუთრეული გამოცდილება?
ეს პროექტი უბრალოდ ოცნებაა! პარფიუმერიც და პარიზელი ქალბატონიც ხარობენ ჩემში. მინდოდა აღმებეჭდა ელეგანტური, დახვეწილი ქალის სახე — პარიზული პეწის ხორცშესხმა, art de vivre-ს გასახიერება სუფთა სახით. ამასთანავე, პატივი მერგო წილად მემუშავა თანამედროვე პარფიუმერიის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას და ძვირადღირებულ ინგრედიენტებთან — ეს არის DeLaire აკორდი და სამეფო თეთრი ზამბახი.
რატომ არიან ეს ინგრედიენტები ესოდენ ფასეული და ძვირფასი?
DeLaire აკორდთან მუშაობა — ეს არის პრივილეგია. უბრალოდ ოცნებაა! პარფიუმერული სახლი DeLaire თანამედროვე პარფიუმერიის სათავეებთან დგას და 140 წელზე მეტია განსაკუთრებულ პარფიუმერულ ბაზებს ან აკორდებს ქმნის. უკანასკნელ დრომდე ისინი დაჯავშნილი იყო ისეთი სახელმოხვეჭილი პრემიალური ბრენდების მიერ, როგორიცაა Chanel და Guerlain.
დღესდღეობით სამეფო თეთრი ზამბახი ყველაზე ძვირფას და ძვირადღირებულ ნატურალურ კომპონენტად ითვლება მსოფლიოს პარფიუმერიაში — მან ამბრას, მუშკს და უდსაც კი აუარა გვერდი. ზამბახის ზეთი ხელით და თანაც მხოლოდ შეკვეთით მზადდება, დამამზადებელი პროცესის შრომატევადობის და ხანგრძლივობის გამო. თავდაპირველად ზამბახი მინდვრებში იზრდება სამი წლის განმავლობაში, შემდეგ მის ფესვებს მზეზე აშრობენ და კიდევ სამი წლით შესანახად აგზავნიან, და მხოლოდ ამის შემდგომ, ექსტრაქციის ან ორთქლის გამოხდის მეთოდით იღებენ სურნელოვან სუბსტანციას, რომელიც ნაღების კარაქს ჰგავს. ერთი კილოგრამი ასეთი სუბსტანციის დასამზადებლად რვა ტონა ფესურა არის საჭირო — ეს დაახლოებით 40 000 ყვავილია.
კმაყოფილი ხართ ჩატარეული მუშაობის შედეგით?
ვეთაყვანები, ვაღმერთებ მას და უსაზღვროდ ვამაყობ. Eclat Mon Parfum — ეს არის პრემიუმ დონის არომატი, უდავოდ დახვეწილი, როგორც ყველაზე ელეგანტური პარიზელი ქალბატონი. ვგონებ, შევძელი რაღაც განსაკუთრებული შემექმნა: აქტუალური და ამავდროულად მუდმივი კომპოზიცია, რომელიც დროის ფაქტორს არ ემორჩილება. სამეფო თეთრი ზამბახის საუკეთესო თვისებების ხაზგასმა და ამით ლეგენდარული DeLaire აკორდისთვის თანამედროვე ჟღერადობის მინიჭება. ჩემთვის Eclat Mon Parfum — ეს არის კოხტა ფლაკონში მოთავსებული პარიზი.