საუცხოო ცვლილებები

მსახიობი ირინა გორბაჩოვა — კეთილი საქმეების ესტაფეტის, მისი ჩატარების და იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ქველმოქმედებაზე საუბარი.

როგორ ფიქრობთ, საჭიროათუ არა ვისაუბროთ ჩვენს მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეებზე, ქველმოქმედებაზე, სხვა ადამიანებისადმი აღმოჩენილ დახმარებაზე?
აუცილებლად! მაგრამ არა იმისთვის, რომ იტრაბახო, თუ როგორი ყოჩაღი ხარ. მთავარი ჩანაფიქრია: რისი მიღწევა გსურს. როდესაც თქვენ ქველმოქმედებაზე საუბრობთ, არავის არ ავალდებულებთ რაღაცის გაკეთებას თითქოს ესტაფეტას გადასცემ: სწორედ ასე იკრიბებიან ადამიანები, გამოყოფენ ფონდებს და ა.შ. ადამიანები, რაც უფრო მეტს საუბრობენ თავიანთი გაკეთებული საქმეების შესახებ, მით უკეთესია: როდესაც ქველმოქმედება, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ახლა იდგავს ფეხს, ამაზე საუბარი ღირს და ეს, ბუნებრივია. 

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მათზე არაფერია დამოკიდებული, რომ ერთი ადამიანი ვერ შეცვლის სამყაროს უკეთესობისკენ. 
Доეთილი საქმეები — ეს პატარა თანმიმდევრული ქმედებებია, რომლებიც დროთა განმავლობაში გადაიქევა გლობალურად. მაგალითს მოგიყვანთ: გოგონამ, რომელსაც რესტორნის ბიზნესი ჰქონდა შეიტყო, რომ ახლო მეგობრის ბავშვი სერიოზულად იყო ავად და რომ სამკურნალოდ სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დიდი რაოდენობის თანხა. მან გადაწყვიტა დახმარებოდა. ის არ ფიქრობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს კოლოსალური თანხა იყო და მას არავინ დაუჯერებდა. თავისი იმპულსურობის და გულწრფელობის დამსახურებით, რომლითაც ის ადამიანებს მიმართავდა — შეუძლებელი იყო მხარში არ დადგომოდნენ. შედეგად მან მოაგროვა საჭირო თანხა მოკლე დროში და ბავშვი გაემგზავრა საოპერაციოდ. მაგრამ, ეს დასასრული არ არის! ამ ისტორიამ ყველაფერი შეცვალა მის ცხოვრებაში. მან დატოვა რესტორნის ბიზნესი და გადაწყვიტა საკუთარი ფონდი შეექმნა. ყოველი დიდი ქველმოქმედების მიღმა არსებობს ისტორია, თუ როგორ მოხდა ადამიანის შეხედულებების შეცვლა ისე, რომ მას ამ საქმის გარდა არაფრის კეთება აღარ სურდა.

დღეს ბევრი საქველმოქმედო ფონდი არსებობს და შემოწირულობის გაკეთება მომენტალურადაა შესაძლებელი. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია პირადი ჩართულობა კეთილ საქმეებში?
მე ძალიან მომწონს ფრაზა «ქველმოქმედება ეს სულის ჰიგიენაა». მე ვფიქრობ, ეს სწორია. თუ გაქვს შესაძლებლობა და მოთხოვილება უნდა დაეხმარო. და არ არის საჭირო იმაზე ფიქრი პირადად შენ აკეთებ ამას თუ არა. არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ კეთილი საქმეების პირდაპირ კეთება
მათი მთავარი ამოცანაა იპოვონ ისეთი ადამიანები, რომელთაც არ შეუძლიათ ცხოველთა თავშესაფარში ან ბავშვთა სახლში სიარული, მაგრამ ამავე დროს დახმარების სურვილი გააჩნიათ. რუსეთში ეს ჯერ-ჯერობით სიახლეა, მაგრამ თუ სხვა ქვეყნებს შევხედავთ, იქ უკვე სკოლებში საუბრობენ ამაზე და ბავშვებისთვისაც უჩვეულო არაფერია იმაში, რომ საჭიროა დახმარება, მოხალისედ მუშაობა — ეს ჩვეულებრივი ცხოვრებაა.

თქვენ საუბრობთ პატარა მოძრაობებზე,  რომელთაგანაც იქმნება დიდი საქმე — ეს ძალიან ახლოს არის ჩვენთან, ჩვენ ვცდილობთ შევაგროვოთ ბევრი ასეთი ისტორია, რათა ვაჩვენოთ, რომ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა არც ისე რთულია…
ეს ისევეა, როგორც მეზობელთან ურთიერთობა: მე დაგეხმარე შენ, შენ დამეხმარები მე. ნამდვილად არ მიყვარს სიტყვა «შემოწირულობა». მე ვამბობ «დახმარება», იმიტომ, რომ ეს ნამდვილად მეზობლის დახმარებაა. და ვინ იცის, როდის დაგიბრუნდება უკან. ამაში გარკვეული კანონზომიერებაა. თანაგრძნობა ჩვენთვის უცხო არ არის, ჩვენ გვიყვარს ადამიანების დახმარება, მაგრამ საჭიროა ამის გააზრებული, პროდუქტიული და სისტემური კეთება. ქველმოქმედება სისტემური უნდა იყოს, მაშინ ის გაცილებით ბევრ ადამიანს დაეხმარება

ტექსტი: ფოტო: Oriflame