ქალთა შეხედულებები მამაკაცების არომატებზე

ნატალი ლორსონი, ცნობილი პარფიუმერი და რამდენმე შედევრის ავტორი, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სუნამოს Giordani Man Notte გვიზიარებს საიდუმლოს, როგორ შევურჩიოთ მამაკაცებს არომატი.

რამ შთააგონა პარფიუმერი Giordani Gold Notte არომატის შექმნისას?
ამ არომატში თანამედროვე მამაკაცის სწრაფვაა მიიღოს ცხოვრებისგნ ყველაფერი საუკეთესო. ეს კარგად გამოსდით იტალიელ მამაკაცებს. ამიტომ ამ არომატის შექმნისას ნატალის მუზა –  გახდა იტალიელი მამაკაცი.

Giordani Gold Notte – ნათელი, ცოცხალი და საუცხოო არომატი ქარიზმატული მამაკაცის ხასიათის გამოხატულება, რომლისთვისაც ცხოვრება – დღესასწაულია. იტალიური ციტრუსების გამამხნევებელი ნოტები ერწყმის შავი ვეტივერის იდუმალ ჟღერადობას. კომპოზიცია, რომლის სახელია – დახვეწილობა, გამბედაობა და შემოქმედებითი სრულყოფილება.

რომელი ნოტები იგრძნობა არომატში?
Giordani Gold Notte – იდეალურად დაბალანსებული, მამაკაცური, დახვეწილი არომატია. ვეტივერი თავისი ლეგენდარული ხის-მცენარეული ჟღერადობით ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი ნოტია მამაკაცის პრემიუმ-კლასის პარფიუმში, რომელიც არომატში ბურბონის ვეტივერის უმაღლესი ხარისხის ზეთი, მოყვანილი ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულზე რეიუნიონზე, ჰარმონიულად ერწყმის ინგრედიენტების კარგად შერჩეულ ჟღერადობას და ქმნის თბილ აკორდებს ხის-ყვავილოვან-მცენარეულ თავბრუდამხვევ ნოტებთან ერთად. 

როგორია იყო ქალი – და შექმნა მამაკაცის არომატი?
შემოქმედება – ეს გამოწვევაა. ქალის არომატი განსხვავდება მამაკაცის არომატისაგან. ამიტომ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ არომატის ინგრედიენტების სწორად შერჩევას. მასალების ხარისხს, თითოეული ნოტი უნდა გამოხატავდეს მამაკაცის ხასიათს. Giordani Gold Note არჩეული იქნა დახვეწილი, მამაკაცური და იტალიური სულის მატარებელი ინგრედიენტები. 

რას ურჩევთ ქალბატონებს, რომლებსაც სურთ მამაკაცის არომატის შეძენა?
1. არომატის შერჩევისას გამოსცადე მისი სურნელი საკუთარ კანზე, რამდენიმე წუთი, საათი ან თუნდაც მთელი დღე.
2. აირჩიე იმ არომატის ტიპი,ვრომელიც თქვენს მამაკაცს მოუხდება: ელეგენტური, სპორტული, მგრძნობიარე ან მაცდუნებელი.
3. კითხეთ რჩევა სპეციალისტს – კონსულტანტს, რომელიც დეტალურად აგიხსნით ან სხვა არომატს შემოგთავაზებთ.  

რა დაგვეხმარება სწორის არჩევნის გაკეთებაში?
1. ხშირად არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარება პიროვნების წარმოდგენა ვისთვისაც გინდა საჩუქარი. 
2. შეარჩიე ბრენდი, რომელიც მას მოუხდება. 
3. და ბოლოს, შეარჩიე არომატი: დახვეწილი, სპორტული, ქარიზმატული მამაკაცისთვის. ნუ შეშინდები!









ტექსტი: