იდეალური საჩუქარი მამაკაცისთვის

სამსახურში, კურორტზე, სოციალურ ქსელებში შენ გარშემორტყმული ხარ უამრავი ადამიანით. ზოგიერთი მათგანი შეუმჩნევლად ისეთი ახლობელი ხდება შენთვის, რომ გიჩნდება სურვილი რაიმე სასიამოვნო გაუკეთო მათ. შობა და ახალი წელი მშვენიერი საბაბია საუკეთესო გრძნობების გამოსავლენად. ჩვენ კი რამოდენიმე იდეას შემოგთავაზებთ განსასჯელად.

სპორტული კვებისთვის 
თქვენ სამჯერ კვირაში ხვდებით ერთმანეთს ვარჯიშზე და ერთხელ ფეხბურთზეც იყავით ერთად (თუმცა შენ ჰოკეი გირჩევნია) ის შენი მრჩეველია სპორტში. იგი მზადაა დაგაზღვიოს როდესაც შენ "გამაგრების" გარეშე ვარჯიშობ და გირჩევს კარგ ფიზიოთერაპიას ტრავმის შემდეგ.მას სახლში უეჭველად აქვს სპორტული კვების მთელი ასორტიმენტი, მაგრამ «ველნეს პეკი – ოქროს კოლექცია» ექსკლიუზიური შეფუთვით არა მხოლოდ სასარგებლო კომპლექტია, არამედ გამოიყურება საჩუქარივით, საზეიმოდ და ოპტიმისტურად.


კოლეგისთვის

თქვენ ერთად უამრავი საღამო გაატარეთ. უკანასკნელად გუშინ ათ საათამდე პრეზენტაციას აკეთებდით მნიშვნელოვანი კლიენტისთვის. იგი ყოველთვის დაგეხმარება ზუსტი ფორმულირებებით, ხოლო შენ მშვენივრად ხედავ სუსტ ადგილებს მის ბიზნეს გეგმაში. დღის საუკეთესო დროს-9-დან  6-სთ-მდე თქვენ ერთად ატარებთ და თქვენი კავშირი მეტად ნაყოფიერია. ყოველკვარტალური აღრიცხვა აჩვენებს ფინანსურ ზრდას კრიზისზე საუბრის მიუხედავად.ცოტა მზრუნველობა არავის ვნებს, ნაკრები «ნორდი», რომელშიც შედის  მამაკაცის კრემი კანის სიბერის წინააღმდეგ და ბალზამი ღაწვებისათვის. იგი საუკეთესო საშუალებაა მზრუნველობის გამოსახატავად.


  
განსაკუთრებული ბიჭისთვის
თქვენ ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცანით. ცოტა ხანს გქონდათ მიმოწერა. მალე აღმოაჩინეთ, რომ თქვენ არცთუ ცოტა ნაცნობი გყავთ რამაც გაგაოცათ რომ აქამდე არ შეხვედრიხართ ერთმანეთს. შემდეგ გადაწყვიტეთ ყავის ერთად დალევა. შენ არ ხარ დარწმუნებული ეს პაემანი იყო თუ არა, მაგრამ მოგეწონა და კვლავ მოგინდა შეხვედრა. ერთადერთი რაც გაცბუნებს ისაა რომ შენი ახალი ნაცნობი ცოტათი გაუბედავია. თუ საქმე მეორე შეხვედრამდე მივა (ვიყოთ ოპტიმისტები) გამოხატე შენი სიმპატიები. ამისათვის იდეალური ვარიანტია – ახალი სუნამო მამაკაცებისთვის Possess, დაფნისა და გრეიფრუტის არომატით,რომელიც უბიძგებს მას მოქმედებისაკენ.

ნამდვილი მეგობრისთვის
მან იცის შენს შესახებ ისეთი რამ, რისი დავიწყებაც გინდა.ისინი ვინც კარგად არ გიცნობენ ამბობენ, რომ თქვენ საქორწილო წყვილს გავხართ, რომლებმაც ერთად უკვე მრავალი წელი იცხოვრეს, იმდენად კარგად გესმით ერთმანეთის, მაგრამ რაც თქვენ ერთმანეთთან გაკავშირებთ ყველა რომანტიულ ისტორიაზე მაღლა დგას, ვინაიდან მეგობარი ბიჭები მოდიან და მიდიან, ხოლო ის ყველაზე საიმედო ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რჩება თქვენს გვერდით.  თბილი, მიმზიდევლი არომატი იშვიათი ნოტების შემადგენლობით – იდეალური საშუალება, რომელიც გამოხატავს ღრმა მეგობრულ გრძნობებს.

მსოფლიოში საუკეთესო ბოსისთვის 
ზოგჯერ კარგია გაიხსენო, რომ შენს ცხოვრებაში ამ ადამიანზე ბევრია დამოკიდებული. მას სძულს როდესაც ათი წუთითაც აგვიანებენ, მაგრამ ესმის, რომ შემდეგი პროექტის ბედი ბევრადაა შენზე დამოკიდებული და შეუძლია თვალი დახუჭოს დისციპლინის მცირე დარღვევებზე. შენი მზრუნველი და მომთხოვნი ბოსისთვის გირჩევთ ხის ქერქის არომატს Architect Limited Edition

ერთადერთისთვის
თქვენ იცხოვრეთ ერთად მრავალი წელი, მაგრამ ის დღემდე გაოცებს თავისი პიროვნული თვისებებით და ყოველ ჯერზე დიდხანს ფიქრობ, როდესაც მოდის მისთვის საჩუქრის შერჩევის დრო. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ვარიანტი, არომატი წყვილისათვის So Fever მამაკაცებისთვის და ქალბატონებისთვის. მგრზნობიარე, მაცდუნებელი, მიმზიდველი. ეს საუკეთესო საჩუქარია რაც თქვენ მას შეგიძლიათ გაუკეთოთ. 

ტექსტი: ფოტო: Oriflame Editorial Team