შვებულების დღეები: მოვამზადოთ კოსმეტიკის ჩანთა დასასვენებლად გამგზავრებისთვის

მოგზაურობა — ეს მაგარია. მაგრამ კანის მოვლა მუდმივი გადაადგილებების დროს შეიძლება იყოს რთული. რამოდენიმე რჩევა იმისათვის, რომ თქვენი დასვენება არ მხოლოდ საინტერესო, არამედ ლამაზიც იყოს. წავედით!

1.  მოუარე კანს ყოველთვის და ყველგან
მაშინაც კი, თუ თქვენ მოემზადეთ დასასვენებლად, ეს სულ არ არის მიზეზი იმისათვის, რომ უარი თქვათ კარგ ჩვევებზე. დიახ, სრული ზომის ქილებმა და ტუბებმა შეიძლება გაგირთულონ ცხოვრება (განსაკუთრებით, თუ თქვენ მხოლოდ ხელბარგი გაქვთ). მაგრამ არის უკეთესი გადაწყვეტილება! გამოიყენეთ 10 მლ. სინჯები, მინიატურები ან საშე კრემით ან შრატით. მათი მოცულობა საკმარისი იქნება მთელი დასვენების პერიოდში და არ გაზრდის თქვენი ბარგის წონას. რაც შეეხება კანის გაწმენდას, — აქაც ყველაფერი მარტივია. გადაასხით თქვენი გამწმენდი საშუალებები (გელი, ტონიკი ან რძე) travel-ფორმატის (50 მლ.) პლასტიკის ბოთლებში.

2.  წაიღე თან საყვარელი უნივერსალური საშუალება
ტუჩების, ხელების, სხეულის მშრალი კანი — გამოყენების ხერხი უამრავია, ხოლო პასუხი ერთია: მულტიბალზამი. მაგალითად, ლეგენდარული საშუალება «ნაზი ზრუნვა». ეს ცეროდენა (15 მლ.) დაგეხმარებათ მშრალი კანის დატენიანებაში, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ — თვითმფრინავში, პლაჟზე ან ნომერში. 

3. გაინებივრე თავი
დაგვეთანხმეთ, რომ კანი თვითმფრინავით ფრენის შემდეგ მაინდამაინც კარგად არ გამოიყურება. იმისათვის, რომ სიცოცხლე დაუბრუნოთ დაღლილ კანს, ჩამოფრენისთანავე გაიკეთეთ ნიღაბი (მაგალითად, ქსოვილის), ის დაატენიანებს დაღლილ კანს 10 წუთში. იდეალურია!  

4. გაწითლებული თვალების გარეშე
შეუძლებელია გამოძინება ღამის გადაფრენების დროს. პირიქით, — კანიც და თვალებით არც თუ კარგად გამოიყურება: მიმიკური ნაოჭების ბადე, სევდიანი შესივებული თვალები და აგრეთვე გამსკდარი კაპილარები. იმისათვის, რომ სწრაფად მივანიჭოთ მზერას სინორჩე, ერთი დღეღამით ადრე გადაფრენამდე შედგი შენი საყვარელი კრემი (ან მისი ნიმუში) მთელი ღამით მაცივარში, ხოლო შემდეგ დაიტანე სახეზე კრემი პირდაპირ თვითმფრინავში. სიცივე მიანიჭებს სინორჩეს თქვენს მზერას და დაამშვიდებს დაღლილ გაწითლებულ თვალებს.

ტექსტი: ფოტო: Getty Images