ჯანსაღი რაციონი
მთავარი
https://media-cdn.oriflame.com/productImage?externalMediaId=product-management-media%2fProducts%2f47269%2f47269_1.png&id=18229991&version=2
https://media-cdn.oriflame.com/productImage?externalMediaId=product-management-media%2fProducts%2f47269%2f47269_1.png&id=18229991&version=2
https://media-cdn.oriflame.com/productImage?externalMediaId=product-management-media%2fProducts%2f47269%2f47269_2.png&id=18229990&version=2
https://media-cdn.oriflame.com/productImage?externalMediaId=product-management-media%2fProducts%2f47269%2f47269_3.png&id=18355071&version=1
გააზიარეთ პროდუქტი და მიიღეთ 31,57 GEL
47269
Wellosophy
ნაკრები «წონის კონტროლი, ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა»
(0)
ნახე ყველა 0 გამოხმაურება
516,00 GEL
77,40 GEL ქეშბექი
244BP
შეიძინეთ და მიიღეთ 77,40 GEL ქეშბექი
ეს პროდუქტი ხელმისაწვდომია მხოლოდ გამოწერით

შესვლა ან დარეგისტრირდი, რომ გამოწერო პროდუქტი

ვრცლად
წონის დაკლების კომფორტული და უსაფრთხო გზა გემრიელი და დაბალკალორიული კვების მეშვეობით, პლუს ორგანიზმის ყოველდღიური მხარდაჭერა შიგნიდან ომეგა-3 მჟავებისა და ანტიოქსიდანტების წყალობით.
მკვებავი კოქტეილი წონის კონტროლისთვის: სწრაფი საუზმე, სადილი ან ვახშამი 202-239 კილოკალორიით
«ომეგა-3» მჟავები, ეპმ და დჰმ და ნატურალური ასტაქსანტინი
ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ნაკრებში შემავალი კოქტეილის გემო
https://media-cis-cdn.oriflame.com/contentImage?externalMediaId=381d9971-60e5-446c-b50c-49e526d2f0b5&name=wellness-tooling-banner&inputFormat=jpg
Wellness დიაგნისტიკა
მიიღეთ უფასო კონსულტაცია

აღწერა

პროდუქტების მზა ნაკრები, რომელიც დაგეხმარებათ დაიწყოთ ჯანსაღი წონისკენ მიმავალი გზა და შეავსოთ შესაძლო ხარვეზები

კვებაში.


მკვებავი კოქტეილი წონის კონტროლისთვის

ნუტრიციოლოგების მიერ შემუშავებული სრულფასოვანი კვება, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეამციროთ და შეინარჩუნოთ წონა. უბრალოდ შეურიეთ ძროხის რძეს ან სოიოს რძეს და მიიღეთ საუზმის, სადილის ან ვახშმის გემრიელი და სწრაფი ვარიანტი.


კოქტეილი ნაკლებად კალორიულია, ვიდრე ჩვეულებრივი სადილი ან ვახშამი, მაგრამ შეიცავს საკვები ნივთიერებების და ვიტამინების საჭირო რაოდენობას, რომ შეინარჩუნოთ დანაყრების შეგრძნება და ენერგია. დაბალანსებულ კვებასთან, სასმელი რეჟიმის დაცვასთან, ფიზიკურ აქტიურობასთან და საკმარის დასვენებასთან ერთად, ეს პროდუქტი დაგეხმარებათ უსაფრთხოდ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს წონასთან მიმართებაში და შეინარჩუნოთ მიღწეული შედეგი.


ჩაანაცვლე ამ პროდუქტით 1 ან 2 კვება, იმისდა მიხედვით, გსურთ შეინარჩუნოთ თუ დაიკლოთ წონა*.


  • 202-239 კილოკალორია თითო პორციაში, გემოსა და არჩეული რძის ტიპის მიხედვით**
  • მდიდარია ბარდის და ლობიოს ცილით
  • შეიცავს ლობიოს, მალტოდექსტრინის და ვარდკაჭაჭას ფესვის უჯრედისს
  • 23 ვიტამინი და მინერალი
  • მზესუმზირის ზეთი, რომელიც მდიდარია სასარგებლო ცხიმოვანი მჟავებით
  • შემუშავებულია შვედეთში ხელოვნური საღებავების, კონსერვანტებისა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარეშე
  • ვეგანური საზოგადოების სერტიფიკატი

1 ულუფა კოქტეილის (25 გრ) კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება 1,5% ცხიმიანობის 250 მლ ძროხის რძესთან შერევისას: 202-204 კკალ; ცხიმი 6,2-6,3 გრ (აქედან ნაჯერი – 2,8-2,9 გრ); ნახშირწყლები 13,9-14,2 გრ (აქედან შაქრები – 12,6 გრ); ცილა 20,2-20,3 გრ; საკვები ბოჭკოები 4,5-4,8 გრ; მარილი 0,80-0,94 გრ.


1 ულუფა კოქტეილის (25 გრ) კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება 310 მლ სოიოს რძესთან შერევისას: 238-239 კკალ; ცხიმი 7,8 გრ (აქედან ნაჯერი – 3,1-3,2 გრ); ნახშირწყლები 17,9-18,2 გრ (აქედან შაქრები – 14,2 გრ); ცილა 20,6-20,7 გრ; საკვები ბოჭკოები 6,7-7 გრ; მარილი 1,94-1,04 გრ.


* შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს. წონის დასაკლებად საჭიროა დაბალანსებული კვება, რეგულარული მინიმალური ფიზიკური დატვირთვა, სასმელი რეჟიმის და ძილის რეჟიმის დაცვა.

** ძროხის რძე 1,5% ცხიმიანობით ან სოიოს რძე. ძროხის რძის ალტერნატივის სახით მნიშვნელოვანია სწორედ სოიოს რძის გამოყენება. სოიო სრულფასოვანი ცილაა, რომელიც შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, რომელიც ორგანიზმს სჭირდება ზრდისა და აღდგენისთვის. მცენარეული რძის სხვა ვარიანტები (ნუშის, ქოქოსის, ბრინჯის, შვრიის) არ შეესაბამება კვების შემცვლელების კრიტერიუმებს კვებითი შემადგენლობის გამო: ცილის შემცველობა მათში უფრო დაბალია, ვიდრე ძროხის ან სოიოს რძეში.

«ომეგა-3»

«ომეგა-3» კომპლექსი შეიცავს დეკოზაჰექსაენის მჟავას (DHA - დჰმ) და ეიკოზაპენტაენის მჟავას (EPA - ეპმ) სადღეღამისო დოზას 250 მგ, რომელიც რეკომენდებულია EFSA-ს (ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს) მიერ გულის*, ტვინის** და მხედველობის ორგანოების** ნორმალური მუშაობისთვის.


*ეპმ და დჰმ ხელს უწყობს გულის ნორმალური მუშაობის შენარჩუნებას. დადებითი ეფექტი მიიღწევა 250 მგ ეპმ-ის და დჰმ-ის ყოველდღიური მიღებისას.

**დჰმ ხელს უწყობს თავის ტვინის და მხედველობის ორგანოების ნორმალური მუშაობის შენარჩუნებას. დადებითი ეფექტი მიიღწევა ყოველდღიურად 250 მგ დჰმ-ის მიღებისას.



«ასტაქსანტინი და მოცვი ექსტრაქტი»

ძლიერი ანტიოქსიდანტების კომბინაცია: ნატურალური ასტაქსანტინი, მოცვის ექსტრაქტი და С და Е ვიტამინები – ორგანიზმის დასაცავად ჟანგვითი სტრესისგან, კანისა და მხედველობის ორგანოების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და იმუნიტეტის შესანარჩუნებლად (პისოსკი და პოპი, 2015


საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვების შესაცვლელად. ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ სადღეღამისო ნორმას. თითოეული პროდუქტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ მათ გვერდებს: «ომეგა-3» (38556), «ასტაქსანტინი და შავი მოცვი» (38557), მკვებავი კოქტეილი წონის კონტროლისთვის (45306, 45307).
მკვებავი კოქტეილი წონის კონტროლისთვის

წონის დასაკლებად* შეცვალეთ 2 კვება პროდუქტით. არ დაგავიწყდეთ, რომ მე-3 კვება უნდა იყოს დაბალანსებული.

ამჟამინდელი წონის შესანარჩუნებლად და დაბალანსებული კვებისთვის შეცვალეთ პროდუქტით 1 კვება.

მომზადების წესი:
  • შეურიეთ ერთი პორცია (25 გრ) ფხვნილი 1,5% ცხიმიანობის 300 მლ ძროხის რძეს ან 310 მლ სოიოს რძეს **
  • დაამატეთ მშრალი ნარევი რძეში, და არა პირიქით
  • გამოიყენეთ ბლენდერი ან შეიკერი ერთგვაროვანი სითხის მისაღებად
  • მაშინევ დალიეთ

საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ ეს პროდუქტი დაბალანსებულ კვებასთან ერთად. თვალი ადევნეთ, რომ თქვენი დანარჩენი კვება არ გასცდეს კალორიების დღიურ ნორმას და შეიცავდეს საკმარისი რაოდენობის მთელმარცვლოვან პროდუქტებს, ხილს, ბოსტნეულს, ცილის უცხიმო წყაროებს და ჯანსაღ ცხიმებს. არ დაგავიწყდეთ წყლის რეჟიმის დაცვა.


* შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს. წონის დასაკლებად საჭიროა დაბალანსებული კვება, რეგულარული მინიმალური ფიზიკური დატვირთვა, სასმელი რეჟიმის და ძილის რეჟიმის დაცვა.

** ძროხის რძის ალტერნატივის სახით მნიშვნელოვანია სწორედ სოიოს რძის გამოყენება. სოიო სრულფასოვანი ცილაა, რომელიც შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, რომელიც ორგანიზმს სჭირდება ზრდისა და აღდგენისთვის. მცენარეული რძის სხვა ვარიანტები (ნუშის, ქოქოსის, ბრინჯის, შვრიის) არ შეესაბამება კვების შემცვლელების კრიტერიუმებს კვებითი შემადგენლობის გამო: ცილის შემცველობა მათში უფრო დაბალია, ვიდრე ძროხის ან სოიოს რძეში.

«ომეგა-3»

მიიღეთ 2 კაფსულა ყოველდღიურად საკვების მიღების დროს.


«ასტაქსანტინი და მოცვის ექსტრაქტი»

მიიღეთ 1 კაფსულა ყოველდღიურად საკვების მიღების დროს.


ოპტიმალური შეთვისებისთვის დანამატებს დააყოლეთ წყალი და არა ცხელი სასმელები.


საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვების შესაცვლელად. ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ სადღეღამისო ნორმას. თითოეული პროდუქტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ მათ გვერდებს: «ომეგა-3» (38556), «ასტაქსანტინი და შავი მოცვი» (38557), მკვებავი კოქტეილი წონის კონტროლისთვის (45306, 45307).
მკვებავი კოქტეილი წონის კონტროლისთვის

ბარდის და ლობიოს ცილა

ცილა ხელს უწყობს დანაყრებას (პადონ-ჯონსი და სხვ., 2008 წ.) და სხეულის კუნთოვანი მასის შენარჩუნებას. ცილით მდიდარი რაციონი, ფიზიკურ აქტიურობასთან ერთად, ხელს უწყობს კუნთების სინთეზს და წონის შემცირებას (ვაინხაიმერი და სხვ., 2010 წ.).


ლობიოს, მალტოდექსტრინის და ვარდკაჭაჭას ფესვის უჯრედისი

უჯრედისი (საკვები ბოჭკოები) აუცილებელია საჭმლის მონელებისთვის, კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის და დანაყრების ხანგრძლივი შეგრძნებისთვის (სლავინი და გრინი, 2007 წ.). გარდა ამისა, მაღალი შემცველობის უჯრედისით მდიდარი კვება ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და II ტიპის დიაბეტის რისკის შემცირებას (რეინოლდსი და სხვ., 2019 წ).


23 ვიტამინი და მინერალი

ეს მიკროელემენტები მხარს უჭერენ ენერგიას და ნივთიერებათა ცვლას (B და С ვიტამინები, კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, თუთია, სპილენძი, რკინა, იოდი); იცავენ უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან (C და E ვიტამინები, სპილენძი, თუთია); მხარს უჭერენ იმუნიტეტს (A, C, D ვიტამინები, სელენი, რკინა, თუთია); ამცირებენ დაღლილობას და დაქანცულობას (B, C ვიტამინები, რკინა, მაგნიუმი).


მზესუმზირის ზეთი

უზრუნველყოფს ორგანიზმს შეუცვლელი ლინოლეინის მჟავით.


შემადგენლობა (ვანილის გემო): ბარდის ცილა, ბაღის ცერცვის ცილის კონცენტრატი, რეზისტენტული დექსტრინი (სიმინდიდან), ინულინი (ვარდკაჭაჭას ფესვიდან), ორთოფოსფორის მჟავის კალიუმის მარილები, ბუნებრივი არომატიზატორები (შეიცავს სტაბილიზატორს სახამებლის ეთერს და ოქტენილქარვის მჟავას ნატრიუმის მარილს), მზესუმზირის ზეთი, ანტიმჟანგავი (ლეციტინი), კალციუმის კარბონატი, შემასქელებლები (გუარის გუმფისი, ქსანტანის გუმფისი), მალტოდექსტრინი, მაგნიუმის ოქსიდი, ორთოფოსფორის მჟავის კალციუმის მარილები, L-ასკორბინის მჟავა (С ვიტამინი), დამატკბობელი (სტევიოლგლიკოზიდები), რკინის ფუმარატი, DL-ალფა-ტოკოფეროლ აცეტატი (Е ვიტამინი), თუთიის სულფატი, ნიკოტინამიდი (ვიტამინი В3), რეტინოლის აცეტატი (А ვიტამინი), მანგანუმის სულფატი, ფილოქინონი (ვიტამინი К1), D-კალციუმის პანტოტენატი (ვიტამინი В5), ნატრიუმის სელენატი, D-ბიოტინი, სპილენძის სულფატი, ციანოკობალამინი (ვიტამინი В12), კალიუმის იოდიდი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა (ფოლიუმის მჟავა), ერგოკალციფეროლი (D ვიტამინი), პიროდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი В6), რიბოფლავინი (ვიტამინი В2), თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი В1).

შემადგენლობა (შოკოლადის გემო): ბარდის ცილა, ბაღის ცერცვის ცილის კონცენტრატი, კაკაოს ფხვნილი ცხიმის დაბალი შემცველობით, ინულინი (ვარდკაჭაჭას ფესვიდან), ორთოფოსფორის მჟავას კალიუმის მარილები, რეზისტენტული დექსტრინი (სიმინდიდან), კაკაოს უჯრედისი, მზესუმზირის ზეთი, კალციუმის კარბონატი, ბუნებრივი არომატიზატორები (შეიცავს სტაბილიზატორს სახამებლის ეთერს და ოქტენილქარვის მჟავას ნატრიუმის მარილს), ანტიმჟანგავი (ლეციტინი), შემასქელებლები (გუარის გუმფისი, ქსანტანის გუმფისი), მალტოდექსტრინი, მაგნიუმის ოქსიდი, ორთოფოსფორის მჟავის კალციუმის მარილები, L-ასკორბინის მჟავა (С ვიტამინი), მარილი, დამატკბობელი (სტევიოლგლიკოზიდები), რკინის ფუმარატი, DL-ალფა-ტოკოფეროლ აცეტატი (Е ვიტამინი), თუთიის სულფატი, ნიკოტინამიდი (ვიტამინი В3), რეტინოლის აცეტატი (А ვიტამინი), მანგანუმის სულფატი, ფილოქინონი (ვიტამინი К1), D-კალციუმის პანტოტენატი (ვიტამინი В5), ნატრიუმის სელენატი, D-ბიოტინი, სპილენძის სულფატი, ციანოკობალამინი (ვიტამინი В12), კალიუმის იოდიდი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა (ფოლიუმის მჟავა), ერგოკალციფეროლი (D ვიტამინი), პიროდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი В6), რიბოფლავინი (ვიტამინი В2), თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი В1).

«ომეგა-3»
  • თევზის ქონი განახლებადი რესურსებისგან – Friend of the Sea სერტიფიკატი
  • 2 კაფსულა შეიცავს 150 მგ ეპმ-ს (ეიკოზაპენტაენის მჟავას) და 100 მგ დჰმ-ს (დოკოზაჰექსაენის მჟავას)
  • ადვილად ყლაპვადი კაფსულა

შემადგენლობა: თევზის ქონი (72 %), კაფსულის გარსი (თევზის ჟელატინი, ტენშემაკავებელი აგენტი (გლიცერინი)). შეამოწმეთ, არიან თუ არა გამოყოფილი ინგრედიენტები ალერგენები.

«ასტაქსანტინი და მოცვის ექსტრაქტი»
  • ასტაქსანტინი – კაროტინოიდი, რომელსაც ვიღებთ სტოკჰოლმის არქიპელაგის სანაპიროსთან არსებული მიკროწყალმცენარეებისგან, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი (ნისიდა და სხვ., 2007 წ.)
  • მოცვის ექსტრაქტი – კენკრისგან, რომელიც გვხვდება შვედეთის ტყეებში და მდიდარია ანთოციანინებით (ბორნსეკი და სხვ., 2012 წ.)
  • ვიტამინი C - წყალში ხსნადი მიკროელემენტი
  • ვიტამინი E - ცხიმში ხსნადი მიკროელემენტი
  • ადვილად ყლაპვადი კაფსულა

შემადგენლობა: მზესუმზირის ზეთი, კაფსულის გარსი (თევზის ჟელატინი, ტენშემაკავებელი აგენტი (გლიცერინი)), წყალმცენარეების ფხვნილი Haematococcus pluvialis L. ((ასტაქსანტინი 5 %), ემულგატორი (მზესუმზირის ლეციტინი), ანტიმჟანგავი (ალფა-ტოკოფეროლი), ანტიმჟანგავი (ასკორბილპალმიტატი)), მოცვის ექსტრაქტი (Vaccinium myrtillus), შემასქელებელი (ფუტკრის ცვილი), L-ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი), ემულგატორი (სოიოს ლეციტინი), D-ალფა-ტოკოფეროლი (Е ვიტამინი). შეამოწმეთ, არიან თუ არა გამოყოფილი ინგრედიენტები ალერგენები.
ინგრედიენტები
გსურთ იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, გახდეთ ფიზიკურად აქტიური ან დაიკლოთ წონა? როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიზანი, Wellosophy-ს აქვს ექსპერტების რჩევები, ხარისხიან პროდუქტებზე, რომელებიც დაგეხმარებათ შექმნათ ახალი ჯანსაღი ჩვევები. იზრუნეთ საკუთარ თავზე დღეს, რათა უზრუნველყოთ ჯანმრთელი და ბედნიერი მომავალი. Wellosophy-ით თქვენ წარმატებას მიაღწევთ!
როგორ ვაგროვებთ შეფასებებს? შეიტყვე მეტი

ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრში.