ჯანსაღი რაციონი
მთავარი
https://media-cdn.oriflame.com/productImage?externalMediaId=product-management-media%2fProducts%2f38558%2fGE%2f38558_1.png&id=16654833&version=2
https://media-cdn.oriflame.com/productImage?externalMediaId=product-management-media%2fProducts%2f38558%2fGE%2f38558_1.png&id=16654833&version=2
https://media-cdn.oriflame.com/productImage?externalMediaId=product-management-media%2fProducts%2f38558%2fGE%2f38558_2.png&id=18546208&version=1
https://media-cdn.oriflame.com/productImage?externalMediaId=product-management-media%2fProducts%2f38558%2fGE%2f38558_3.png&id=18546209&version=1
გააზიარეთ პროდუქტი და მიიღეთ 4,56 GEL
38558
60 ცალი
Wellosophy
Wellosophy კომპლექსი «მულტივიტამინები და მინერალები» კაცებისთვის
(0)
ნახე ყველა 0 გამოხმაურება
74,49 GEL
93,00 GEL
11,17 GEL ქეშბექი
29BP
შეიძინეთ და მიიღეთ 11,17 GEL ქეშბექი
ყოველდღიური საკვები დანამატი, რომელიც აკმაყოფილებს მამაკაცის ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს. ხელს უწყობს ვიტამინებისა და მინერალების საჭირო რაოდენობით მიღებას და სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტის თავიდან აცილებას.
შეიცავს 12 ვიტამინს და 10 მინერალს
შემუშავებულია შვედეთში ხელოვნური საღებავების, კონსერვანტებისა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარეშე
შეფუთვაში 60 ტაბლეტია – მიიღე 1 ტაბლეტი დღეში
https://media-cis-cdn.oriflame.com/contentImage?externalMediaId=381d9971-60e5-446c-b50c-49e526d2f0b5&name=wellness-tooling-banner&inputFormat=jpg
Wellness დიაგნისტიკა
მიიღეთ უფასო კონსულტაცია

აღწერა

კომპლექსი «მულტივიტამინები და მინერალები» მამაკაცებისთვის არის დაბალანსებული ფორმულა 12 ვიტამინისგან და 10 მინერალისგან, რომელიც შემუშავებულია მამაკაცის ორგანიზმის თავისებურებების გათვალისწინებით.


  • 12 ვიტამინი: А, D3, Е, С, B1, B2, B5, B6, B9 (ფოლიუმის მჟავა), B12, РР (ნიაცინი), H (ბიოტინი)
  • 10 მინერალი: რკინა, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, სელენი, იოდი, ქრომი, მოლიბდენი, კალციუმი, მაგნიუმი
  • ვარგისია ვეგეტარიანელებისთვის

რატომ არის ვიტამინები და მინერალები მნიშვნელოვანი კარგი თვითგანწყობისთვის?

ვიტამინები და მინერალები არის მიკროელემენტები, რომლებიც ორგანიზმს მიეწოდება სხვადასხვა საკვები წყაროებიდან და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის საერთო ფუნქციონირებაში. ვიტამინებისა და მინერალების რეკომენდებული რაოდენობა ყოველდღიური მოხმარებისთვის დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე და ცხოვრების ეტაპზე (EFSA, 2017 წ.). ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ვიტამინები და მინერალები სხვადასხვა საკვები წყაროებიდან, განსაკუთრებით ხილიდან და ბოსტნეულიდან, მთელმარცვლოვანი პროდუქტებიდან, თხილიდან და თესლიდან.


ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი

მთელ მსოფლიოში, მოსახლეობა მოიხმარს უფრო მეტ პროდუქტებს საკვები ნივთიერებების დაბალი შემცველობით და კალორიების, შაქრებისა და ცხიმების მაღალი შემცველობით (ვასილესკა და რეჩკოსკა, 2012 წ.). გარკვეული ვიტამინებისა და მინერალების არასაკმარისმა მოხმარებამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს მათი დეფიციტი და დაავადების რისკის გაზრდა (ჯანმო, 2021 წ.). საკვები დანამატები შექმნილია დაბალანსებული კვების შესავსებად და მიკროელემენტების შესაძლო დეფიციტის ასანაზღაურებლად (ბიესალსკი და ტინცი, 2016 წ.; რაუტიაინენი და სხვ., 2016 წ.).


საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვების შესაცვლელად. ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ სადღეღამისო ნორმას.

მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში საკვების მიღების დროს. ოპტიმალური ათვისებისთვის, დააყოლეთ წყალი და არა ცხელი სასმელები.


საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვების შესაცვლელად. ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ სადღეღამისო ნორმას.
ვიტამინი А

ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, რკინის ათვისებას, ინარჩუნებს კანისა და მხედველობის ორგანოების ნორმალურ მდგომარეობას.


ვიტამინი D

ხელს უწყობს იმუნური სისტემისა და კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას, ინარჩუნებს ძვლებისა და კბილების ჯანმრთელ მდგომარეობას და ეხმარება ორგანიზმს კალციუმის და ფოსფორის ათვისებაში.


ვიტამინი C

ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ჟანგვითი სტრესისგან, იმუნური და ნერვული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას, ენერგიის გაცვლას, დაღლილობის და დაქანცულობის შემცირებას, მხარს უჭერს კოგნიტურ ფუნქციებს და კოლაგენის გამომუშავებას (კანისთვის, ღრძილებისთვის, კბილებისთვის, ხრტილებისთვის, ძვლებისთვის, სისხლძარღვებისთვის).


ვიტამინი E

ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ჟანგვითი სტრესისგან.


ვიტამინი B1 (ტიამინი)

ხელს უწყობს ენერგიის გაცვლას, გულის და ნერვული სისტემის ნორმალურ მუშაობას, აგრეთვე მხარს უჭერს კოგნიტურ ფუნქციებს.


ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)

ხელს უწყობს ენერგიის გაცვლას, უჯრედების ჟანგვითი სტრესისგან დაცვას, ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს დაღლილობას და დაქანცულობას, აგრეთვე ინარჩუნებს კანის და მხედველობის ორგანოების ნორმალურ მდგომარეობას.


ვიტამინი B3 (ნიაცინი)

ხელს უწყობს ენერგიის გაცვლას, ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ეხმარება დაღლილობის და დაქანცულობის შემცირებას და კანის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.


ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა)

ხელს უწყობს ენერგიის გაცვლას, გონებრივ აქტივობას, დაღლილობის და დაქანცულობის შემცირებას, ასევე სტეროიდული ჰორმონების, D ვიტამინის და ზოგიერთი ნეირომედიატორების სინთეზს და გაცვლას.


ვიტამინი B6

ხელს უწყობს იმუნური და ნერვული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას, ენერგიის გაცვლას, დაღლილობის და დაქანცულობის შემცირებას.


ვიტამინი B7 (ბიოტინი)

ხელს უწყობს ენერგიის გაცვლას და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ინარჩუნებს ლორწოვანი გარსების, კანისა და თმის ჯანსაღ მდგომარეობას.


ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა)

ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, დაღლილობისა და დაქანცულობის შემცირებას და ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმს.


ვიტამინი B12

ხელს უწყობს იმუნური და ნერვული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას, ენერგიის გაცვლას, დაღლილობისა და დაქანცულობის შემცირებას, ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმს და ერითროციტების წარმოქმნას.


კალციუმი

ხელს უწყობს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას, ენერგიის გაცვლას და ეხმარება ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის შერნარჩუნებას.


რკინა

ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ენერგიის გაცვლას და დაღლილობისა და დაქანცულობის შემცირებას.


თუთია

ხელს უწყობს იმუნური და რეპროდუქციული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას, ცილის და დნმ-ის სინთეზს და უჯრედების ჟანგვითი სტრესისგან დაცვას. მხარს უჭერს ძვლების, ფრჩხილების, კანის და თმის ჯანსაღი მდგომარეობისა და სისხლში ტესტოსტერონის ნორმალური დონის შენარჩუნებას. მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ცხიმოვანი მჟავების ცვლაში.


სპილენძი

ხელს უწყობს იმუნური და ნერვული სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას, ენერგიის გაცვლას, ეხმარება უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან და პასუხისმგებელია თმისა და კანის პიგმენტაციაზე.


მანგანუმი

ეხმარება უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან, ინარჩუნებს ძვლების ჯანსაღ მდგომარეობას და მონაწილეობს ენერგიის გაცვლასა და შემაერთებელი ქსოვილების წარმოქმნაში.


სელენი

ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან და ინარჩუნებს ფრჩხილებისა და თმის ჯანსაღ მდგომარეობას.


იოდი

ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ენერგიის გაცვლას. მხარს უჭერს კოგნიტურ ფუნქციებს, ფარისებრ ჯირკვალში თირეოიდული ჰორმონების წარმოქმნას და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ფორმირებას.


ქრომი

ხელს უწყობს მაკრონუტრიენტების ცვლას და ეხმარება სისხლში გლუკოზის ადეკვატური დონის შენარჩუნებას.


მოლიბდენი

ხელს უწყობს გოგირდის შემცველობის მქონე ამინომჟავების ნორმალურ ცვლას.


მაგნიუმი

ხელს უწყობს დაღლილობის და დაქანცულობის შემცირებას, ენერგიის გაცვლას და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მხარს უჭერს ელექტროლიტების ბალანსის შენარჩუნებას, ცილების სინთეზის პროცესს, ძვლებისა და კბილების ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებას. მონაწილეობს უჯრედების გაყოფის პროცესში.


შემცველობა 1 ტაბლეტში: ბროწეულის ნაყოფის ექსტრაქტი – 0,5 მგ, ვიტამინი А – 800 მკგ(100 %**), ვიტამინი D3 – 5 მკგ (100 %**), ვიტამინი Е – 12 მგ (120 %**), ვიტამინი С – 80 მგ (133 %**), ვიტამინი В1 (ტიამინი) – 1,1 მგ (78,6 %**), ვიტამინი В2 (რიბოფლამინი) – 1,4 მგ (87,5 %**), ვიტამინი РР (ნიაცინი) – 16 მგ (88,9 %**), ვიტამინი B6 – 1,4 მგ (70 %**), ვიტამინი В9 (ფოლიუმის მჟავა) – 200 მკგ (100 %**), ვიტამინი B12 – 2,5 მკგ (250 %**), ვიტამინი Н (ბიოტინი) – 0,05 მგ (100 %**), ვიტამინი В5 (პანტოთენის მჟავა) – 6 მგ (100 %**), კალციუმი – 150 მგ (15 %**), მაგნიუმი – 100 მგ (25 %**), რკინა – 7 მგ (50 %**), თუთია – 10 მგ (66,7 %**), სპილენძი – 1 მგ (100 %*), მანგანუმი – 2 მგ (100 %*), სელენი – 0,055 მგ (78,6 %**), ქრომი – 40 მკგ (80 %*), მოლიბდენი – 50 მკგ (71,4 %*), იოდი – 150 მკგ (100 %**).

* მოხმარების ადეკვატური დონიდან (სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობას (კონტროლს) დაქვემდებარებული საქონლის მიმართ ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად) დანართი 5).

** სადღეღამისო მოხმარების რეკომენდებული დონიდან.



შემადგენლობა: კალციუმის კარბონატი, შემავსებელი (მიკროკრისტალური ცცელულოზა), მაგნიუმის ოქსიდი, L-ასკორბინის მჟავა, სიმინდის სახამებელი, შეწებების (შეკოშტვის) საწინააღმდეგო აგენტები (სტეარინის მჟავა, სილიციუმის დიოქსიდი ამორფული, მაგნიუმის სტეარატი), რკინის ფუმარატი, ნიკოტინამიდი, D-ალფა-ტოკოფეროლ ჰიდროსუქცინატი, თუთიის ოქსიდი, მომსარკვლელები (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, გლიცერინი), ბეტა-კაროტინი, კალციუმის D-პანტოტენატი, სპილენძის გლუკონატი, მანგანუმის სულფატი, ქოლეკალციფეროლი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, რიბოფლავინი, თიამინის მონონიტრატი, ბროწეულის ნაყოფის ექსტრაქტი (Punica granatum), ქრომის პიკოლინატი, ციანკობალამინი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა, კალიუმის იოდიდი, ნატრიუმის სელენიტი, ამონიუმის მოლბდატი, D-ბიოტინი.
ინგრედიენტები
გსურთ იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, გახდეთ ფიზიკურად აქტიური ან დაიკლოთ წონა? როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიზანი, Wellosophy-ს აქვს ექსპერტების რჩევები, ხარისხიან პროდუქტებზე, რომელებიც დაგეხმარებათ შექმნათ ახალი ჯანსაღი ჩვევები. იზრუნეთ საკუთარ თავზე დღეს, რათა უზრუნველყოთ ჯანმრთელი და ბედნიერი მომავალი. Wellosophy-ით თქვენ წარმატებას მიაღწევთ!
როგორ ვაგროვებთ შეფასებებს? შეიტყვე მეტი

ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრში.