ჯანსაღი რაციონი
მთავარი
https://media-cdn.oriflame.com/productImage?externalMediaId=product-management-media%2fProducts%2f45306%2fGE%2f45306_1.png&id=16706432&version=8
https://media-cdn.oriflame.com/productImage?externalMediaId=product-management-media%2fProducts%2f45306%2fGE%2f45306_1.png&id=16706432&version=8
https://media-cdn.oriflame.com/productImage?externalMediaId=product-management-media%2fProducts%2f45306%2fGE%2f45306_2.png&id=18546314&version=1
https://media-cdn.oriflame.com/productImage?externalMediaId=product-management-media%2fProducts%2f45306%2fGE%2f45306_3.png&id=18546315&version=1
გააზიარეთ პროდუქტი და მიიღეთ 10,83 GEL
45306
525 გრ
Wellosophy
Wellosophy მკვებავი კოქტეილი წონის კონტროლისთვის – ვანილის გემო
(0)
ნახე ყველა 0 გამოხმაურება
177,00 GEL
26,55 GEL ქეშბექი
70BP
შეიძინეთ და მიიღეთ 26,55 GEL ქეშბექი
გახდი გამომწერი და დაზოგე თანხა

შესვლა ან დარეგისტრირდი, რომ გამოწერო პროდუქტი

ვრცლად
ნუტრიციოლოგების მიერ შემუშავებული სრულფასოვანი კვება, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაიკლოთ და შეინარჩუნოთ წონა, უბრალოდ შეურიეთ ძროხის რძეს ან სოიოს რძეს და მიიღეთ გემრიელი და სწრაფი საუზმის, სადილის ან ვახშმის ვარიანტი.
მდიდარია ცილებით, შეიცავს უჯრედისს, ვიტამინებს და მინერალებს.
204-239 კილოკალირია ერთ ულუფაში
შემუშავებულია შვედეთში ხელოვნური საღებავების, კონსერვანტებისა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარეშე
https://media-cis-cdn.oriflame.com/contentImage?externalMediaId=381d9971-60e5-446c-b50c-49e526d2f0b5&name=wellness-tooling-banner&inputFormat=jpg
Wellness დიაგნისტიკა
მიიღეთ უფასო კონსულტაცია
https://media-cdn.oriflame.com/productImage?externalMediaId=product-management-media%2fProducts%2f148920%2fGE%2f148920_1.png&id=2024-03-11T09-41-59-743Z_MediaMigration&version=1697809500
ნაკრები "ჯანსაღი ჩვევები" ვანილი. ქალი
459,00 GEL

აღწერა

საკვები კოქტეილის პორცია წონის კონტროლისთვის არის სრულფასოვანი კვება, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მარტივად ადევნოთ თვალი მოხმარებული კალორიების რაოდენობას და ამავდროულად, მიიღოთ ორგანიზმისთვის საჭირო ყველა მიკროელემენტი.


კოქტეილი ნაკლებად კალორიულია, ვიდრე ჩვეულებრივი სადილი ან ვახშამი, მაგრამ შეიცავს საკვები ნივთიერებების და ვიტამინების საჭირო რაოდენობას, რომ შეინარჩუნოთ დანაყრების შეგრძნება და ენერგია. დაბალანსებულ კვებასთან, სასმელი რეჟიმის დაცვასთან, ფიზიკურ აქტიურობასთან და საკმარის დასვენებასთან ერთად, ეს პროდუქტი დაგეხმარებათ უსაფრთხოდ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს წონასთან მიმართებაში და შეინარჩუნოთ მიღწეული შედეგი.


ჩაანაცვლე ამ პროდუქტით 1 ან 2 კვება, იმისდა მიხედვით, გსურთ შეინარჩუნოთ თუ დაიკლოთ წონა*. რა შეიძლება იყოს უფრო მარტივი?


  • 204 კილოკალორია 1,5% ცხიმიანობის 300 მლ ძროხის რძესთან შერევისას
  • 239 კილოკალორია 310 მლ სოიოს რძესთან შერევისას**
  • მდიდარია ბარდის და ლობიოს ცილით
  • შეიცავს ლობიოს, მალტოდექსტრინის და ვარდკაჭაჭას ფესვის უჯრედისს
  • 23 ვიტამინი და მინერალი
  • მზესუმზირის ზეთი, რომელიც მდიდარია სასარგებლო ცხიმოვანი მჟავებით
  • ვეგანური საზოგადოების სერტიფიკატი
  • შეფუთვაში 21 პორციაა

დაემშვიდობეთ მკაცრ დიეტებს!

დიეტების უმეტესობა წარმოუდგენელ შედეგებს გვპირდება, ამასთანავე, ხშირად გამორიცხავს პროდუქტების მნიშვნელოვან ჯგუფებს, რეკომენდებული კერძების მომზადება კი საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომა არის რთული დიეტის დაცვა ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ხშირად წონა კვლავ უბრუნდება საწყის მაჩვენებლებს (დულუ და მონტანი, 2015 წ.). თქვენ უკეთესს იმსახურებთ!


თქვენი ჯანსაღი გზა ჯანსაღი წონისკენ!

კვლევები აჩვენებენ, რომ კვების შემცვლელები საკმაოდ ეფექტურია წონის შემცირებისთვის (ესტბერი და სხვ., 2018 წ.). ულუფების კონტროლი აადვილებს თქვენი კვების და მოხმარებული კალორიების რაოდენობის მართვას. კვების განსაზღვრული რეჟიმი გინარჩუნებთ დანაყრების შეგრძნებას და ენერგიას მთელი დღის განმავლობაში, რაც, თავის მხრივ, გეხმარებათ თავიდან აიცილოთ არაჯანსაღი საკვებისადმი ლტოლვა და უფრო სწრაფად მიაღწიოთ სასურველ შედეგებს. ასეთი პროდუქტები ადვილად ინტეგრირდება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების წესში და არ საჭიროებს დიდ დროს საჭმლის მომზადებისთვის.


ამას დაუმატეთ დღეში 30-60 წუთი ფიზიკური აქტიურობა, ხარისხიანი ძილი და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა და თქვენ უკვე დგახართ თქვენი კომფორტული წონისკენ მიმავალ გზაზე!*


* შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს. წონის დასაკლებად საჭიროა დაბალანსებული კვება, რეგულარული მინიმალური ფიზიკური დატვირთვა, სასმელი რეჟიმის და ძილის რეჟიმის დაცვა.

** ძროხის რძის ალტერნატივის სახით მნიშვნელოვანია სწორედ სოიოს რძის გამოყენება. სოიო სრულფასოვანი ცილაა, რომელიც შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, რომელიც ორგანიზმს სჭირდება ზრდისა და აღდგენისთვის. მცენარეული რძის სხვა ვარიანტები (ნუშის, ქოქოსის, ბრინჯის, შვრიის) არ შეესაბამება კვების შემცვლელების კრიტერიუმებს კვებითი შემადგენლობის გამო: ცილის შემცველობა მათში უფრო დაბალია, ვიდრე ძროხის ან სოიოს რძეში.

წონის დასაკლებად* შეცვალეთ 2 კვება პროდუქტით. არ დაგავიწყდეთ, რომ მე-3 კვება უნდა იყოს დაბალანსებული.


ამჟამინდელი წონის შესანარჩუნებლად და დაბალანსებული კვებისთვის შეცვალეთ პროდუქტით 1 კვება.


მომზადების წესი:
  • შეურიეთ ერთი პორცია (25 გრ) ფხვნილი 1,5% ცხიმიანობის 300 მლ ძროხის რძეს ან 310 მლ სოიოს რძეს **
  • დაამატეთ მშრალი ნარევი რძეს, და არა პირიქით
  • გამოიყენეთ ბლენდერი ან შეიკერი ერთგვაროვანი სითხის მისაღებად
  • მაშინვე დალით

საუკეთესო შედეგის მისაღწევად, გირჩევთ გამოიყენოთ ეს პროდუქტი დაბალანსებულ კვებასთან ერთად. თვალი ადევნეთ, რომ თქვენი დანარჩენი კვება არ გასცდეს კალორიების დღიურ ნორმას და შეიცავდეს საკმარის მთელმარცვლოვან პროდუქტებს, ხილს, ბოსტნეულს, ცილის უცხიმო წყაროებს და ჯანსაღ ცხიმებს. არ დაგავიწყდეთ წყლის რეჟიმის დაცვა.


* შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს. წონის დასაკლებად საჭიროა დაბალანსებული კვება, რეგულარული მინიმალური ფიზიკური დატვირთვა, სასმელი რეჟიმის და ძილის რეჟიმის დაცვა.

** ძროხის რძის ალტერნატივის სახით მნიშვნელოვანია სწორედ სოიოს რძის გამოყენება. სოიო სრულფასოვანი ცილაა, რომელიც შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, რომელიც ორგანიზმს სჭირდება ზრდისა და აღდგენისთვის. მცენარეული რძის სხვა ვარიანტები (ნუშის, ქოქოსის, ბრინჯის, შვრიის) არ შეესაბამება კვების შემცვლელების კრიტერიუმებს კვებითი შემადგენლობის გამო: ცილის შემცველობა მათში უფრო დაბალია, ვიდრე ძროხის ან სოიოს რძეში.

ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. დაავადების არსებობის ან ორსულობის შემთხვევაში, გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შეინახეთ გრილ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გახსნის შემდეგ პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული სამი თვის განმავლობაში.
ბარდის და ლობიოს ცილა

ცილა ხელს უწყობს დანაყრებას (პადონ-ჯონსი და სხვ., 2008 წ.) და სხეულის კუნთოვანი მასის შენარჩუნებას. ცილით მდიდარი რაციონი, ფიზიკურ აქტიურობასთან შეთავსებით, ხელს უწყობს კუნთების სინთეზს და წონის შემცირებას (ვაინხაიმერი და სხვ., 2010 წ.).


ლობიოს, მალტოდექსინის და ვარდკაჭაჭას ფესვის უჯრედისი

უჯრედისი (საკვები ბოჭკოები) აუცილებელია საჭმლის მონელებისთვის, კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის და დანაყრების ხანგრძლივი შეგრძნებისთვის (სლავინი და გრინი, 2007 წ.). გარდა ამისა, მაღალი შემცველობის უჯრედისით მდიდარი კვება ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და II ტიპის დიაბეტის რისკის შემცირებას (რეინოლდსი და სხვ., 2019 წ).


23 ვიტამინი და მინერალი

ეს მიკროელემენტები მხარს უჭერენ ენერგიას და ნივთიერებათა ცვლას (B და С ვიტამინები, კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, თუთია, სპილენძი, რკინა, იოდი); იცავენ უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან (C და E ვიტამინები, სპილენძი, თუთია); მხარს უჭერენ იმუნიტეტს (A, C, D ვიტამინები, სელენი, რკინა, თუთია); ამცირებენ დაღლილობას და დაქანცულობას (B, C ვიტამინები, რკინა, მაგნიუმი).


მზესუმზირის ზეთი

უზრუნველყოფს ორგანიზმს შეუცვლელი ლინოლეინის მჟავით.


1 პორცია კოქტეილის (25 გრ) კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება 1,5% ცხიმიანობის 250 მლ ძროხის რძესთან შერევისას: 204 კკალ; ცხიმები 6,3 გრ (აქედან ნაჯერი – 2,8 გრ); ნახშირწყლები 14,2 გრ (აქედან შაქრები - 12,6 გრ); ცილა 20,2 გრ; საკვები ბოჭკოები 4,8 გრ; მარილი 0,8 გრ.


1 პორცია კოქტეილის (25 გრ) კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება 310 მლ სოიოს რძესთან შერევისას: 239 კკალ; ცხიმები 7,8 გრ (მათგან ნაჯერი – 3,1 გრ); ნახშიწყლები 18,2 გრ (მათგან შაქრები – 14,2 გრ); ცილა 20,6 გრ; საკვები ბოჭკოები 7 გრ; მარილი 1,94 გრ.


შემადგენლობა: ბარდის ცილა, ბაღის ცერცვის ცილის კონცენტრატი, რეზისტენტული დექსტრინი (სიმინდიდან), ინულინი (ვარდკაჭაჭას ფესვიდან), ორთოფოსფორის მჟავის კალიუმის მარილები, ბუნებრივი არომატიზატორები (შეიცავს სტაბილიზატორს სახამებლის ეთერს და ოქტენილქარვის მჟავას ნატრიუმის მარილს), მზესუმზირის ზეთი, ანტიმჟანგავი (ლეციტინი), კალციუმის კარბონატი, შემასქელებლები (გუარის გუმფისი, ქსანტანის გუმფისი), მალტოდექსტრინი, მაგნიუმის ოქსიდი, ორთოფოსფორის მჟავის კალციუმის მარილები, L-ასკორბინის მჟავა (С ვიტამინი), დამატკბობელი (სტევიოლგლიკოზიდები), რკინის ფუმარატი, DL-ალფა-ტოკოფეროლ აცეტატი (Е ვიტამინი), თუთიის სულფატი, ნიკოტინამიდი (ვიტამინი В3), რეტინოლის აცეტატი (А ვიტამინი), მანგანუმის სულფატი, ფილოქინონი (ვიტამინი К1), D-კალციუმის პანტოტენატი (ვიტამინი В5), ნატრიუმის სელენატი, D-ბიოტინი, სპილენძის სულფატი, ციანოკობალამინი (ვიტამინი В12), კალიუმის იოდიდი, პტეროილმონოგლუტამინის მჟავა (ფოლიუმის მჟავა), ერგოკალციფეროლი (D ვიტამინი), პიროდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი В6), რიბოფლავინი (ვიტამინი В2), თიამინის მონონიტრატი (ვიტამინი В1).

ინგრედიენტები
გსურთ იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, გახდეთ ფიზიკურად აქტიური ან დაიკლოთ წონა? როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიზანი, Wellosophy-ს აქვს ექსპერტების რჩევები, ხარისხიან პროდუქტებზე, რომელებიც დაგეხმარებათ შექმნათ ახალი ჯანსაღი ჩვევები. იზრუნეთ საკუთარ თავზე დღეს, რათა უზრუნველყოთ ჯანმრთელი და ბედნიერი მომავალი. Wellosophy-ით თქვენ წარმატებას მიაღწევთ!
როგორ ვაგროვებთ შეფასებებს? შეიტყვე მეტი

ინფორმაცია მიტანის, გადახდის, განთავსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ განყოფილებაში მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრში.