რომელი სურნელი შეესაბამება თქვენს ვარსკვლავურ ნიშანს?
გამოქვეყნებული: 19.01.2024 | Author: Valeria Solonari
დაივიწყეთ ჩვეულებრივი არომატების ჩამოვათვალი - მიეცით ვარსკვლავებს საშუალება გითხრათ რომელი არომატი შეესაბამება თქვენს ზეციურ არსს. ჩვენ გავშიფრეთ ზოდიაქოს არომატული ენა და შემოგთავაზებთ სურნელებს, რომლებიც შეესაბამება თქვენი დაბადების თარიღს.
ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)
გაიცანით მტკიცე ნებისყოფის და მიზანდასახული ვერძი. თქვენ გაქვთ ცეცხლოვანი ტემპერამენტი და ვნება, ამიტომ მოგეწონებათ მძაფრი არომატი ქარვის და ვანილის ნოტით. Fever Ecstatic აანთებს თქვენს ცეცხლს, ხოლო ოლიბანუმის ნოტები შესანიშნავად დაიპყრობს თქვენს დინამიურ სულს.
კურო (20 აპრილი - 20 მაისი)
კურო განთქმულია გულუხვობით, ერთგულებითა და მოთმინებით, რაც მათ მტკიცე და სანდო მეგობრებად აქცევს. თუ თქვენ ეძებთ ფუფუნებას და გაქვთ სენსუალური ბუნება, მოგეოწნებათ Amber Elixir Eau de Parfum. მისი თბილი ქარვის ნოტები შეგახსენებთ თქვენს მიწიერ ელემენტზე, გაგახვევთ ნაზ და ხანგრძლივ ტკბობაში.
ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
ტყუპები არაპროგნოზირებადი არიან! მაგრამ ეს მერკანტილური ტემპერამენტი იწვევს ხიბლს და უსაზღვრო ქარიზმას. მხიარული ტყუპებისთვის შესატყვისია Wake Up Feel Good ტუალეტის წყალი, მხიარული, ნათელი სურნელი შუშხუნა იუზუთი, მჟავე ლიმონით და გამამხნევებელი ყვავილოვანი ნოტებით.
კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
კირჩხიბებს, რომლებსაც მთვარე მართავს, სწყურიათ კონფიდენციალურობა, მაგრამ ასევე არიან ყველაზე ერთგული მეგობრები. უფრო მსუბუქ სურნელებს ანიჭებენ უპირატესობას, კირჩხიბებმა უნდა აირჩიონ Volare Forever Eau de Parfum-ის რბილი და დამამშვიდებელი სურნელი. თეთრი ვარდისა და მზიანი ყვავილების საოცნებო ნაზავი.
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
ლომები არიან ბრძანებლები და არასოდეს ერიდებიან კონფლიქტს. მაგრამ მათი გარეგნობის ქვეშ იმალება გულუხვი და მოსიყვარულე პიროვნება. All or Nothing Amplified თქვენთვის არის ლომებო. ვნებიანი ტუბეროზას და წითელი ჯანჯაფილის თამამი ნოტები იგრძნობა ყველგან სადაც არ უნდა წახვიდეთ და ტოვებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.
ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
პერფექციონიზმი ქალწულების ჰიმნია. ანალიტიკური გონებითა და დაკვირვების უნარით, ქალწულები სხვებისთვის სანდო მეგზურები ხდებიან. თქვენი გამჭრიახი ბუნება მოგაგონებთ Infinita-ს, ქალურ სუნამოს ჟასმინის გრანდიფლორის გულის ნოტებით, რომელიც ასახავს თანამედროვე ქალის არსს და მის უსაზღვრო ძალას.
სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
გაწონასწორებული და სამართლიანი, ტყუილად არ გამოსახავენ სასწორის სახით. ვენერას მფარველობა იგრძნობა თქვენი სილამაზის ძიებაში ყველა სფეროში. Miss Giordani Floral არის ნეროლის, მხიარული პეონისა და სენსუალური ტუბეროზის ჰარმონიული სურნელი. ეს თაიგული გახდება თქვენი სტილის განუყოფელი ნაწილი და დატოვებს წარუშლელ კვალს.
მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
თამამი და სანდო, მტკიცე ხასიათის (და ჯიუტი!) მორიელები. მათი მშვიდი ქცევა მალავს მათ ვნებიან ბირთვს. ინტენსიურად დაუძლეველი ჟასმინი ღრმა პაჩულით Eclat Nuit Eau de Parfum-ში გამოხატავს ინდივიდუალურობას და სახასიათო ტემპერამენტს.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
მშვილდოსანი, თავისი სათავგადასავლო სულითა და ენერგიით, უდავოდ Greater Eau de Toilette-ის არომატია. მათ მართავს იღბლიანი იუპიტერი, ამიტომ მშვილდოსნები მარადიული ოპტიმისტები არიან, ძიების დაუოკებელი წყურვილით. ისევე როგორც თქვენ, Greater არის ენერგიული ყვავილოვანი არომატი, რომელიც მზად არის გააღვიძოს დადებითი ემოციები და შთამაგონებელი აურა.
თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
დამოუკიდებლობის და მაღალ სტანდარტების გამომხატველი კლასიკური თხის რქები. მხოლოდ მათ შეუძლიათ დააფასონ GG Good as Gold არომატი. ფორთოხლის ყვავილი გადახლართული ზაფრანის ექსტრაქტის სანელებლებით ასახავს მათ თავდაჯერებულობას და სიამაყეს.
მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
ჭეშმარიტების მაძიებლი მერწყულები რომლებსაც ამოძრავებთ ინტელექტი და არ ცნობენ შეზღუდვებს. თქვენ ხართ ენერგიულები და მომხიბვლელები, ამიტომ Nordic Waters Eau de Parfum შეესაბამება თქვენს პიროვნებას. ლიმონის ესენციისა და ჟასმინის გამაგრილებელი არომატი სკანდინავიური წყლების აკორდთან ერთად იწვევს გრილი წყლის შეხების შეგრძნებას კანზე.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
თევზებს ყველაზე მეტად სიმშვიდის ძიება უყვართ. თქვენ თავისუფლად გამოხატავთ ემოციებს, რაც ზოგჯერ გულუბრყვილოდ შეიძლება აღიქმებოდეს. Joyce Turquoise Eau de Toilette არის მშვიდი, მაგრამ ამაღელვებელი არომატი Nymphaea-ს სურნელის წყალობით - სურნელი, რომელსაც ეტრფიან მხატვრული თევზები. თქვენი ვარსკვლავის ნიშნის შესწავლა შეიძლება ძალიან სახალისო იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია პირადი გემოვნების გათვალისწინება. თუ თქვენ ხართ მიწის ნიშანი, სასწორის მსგავსად შეგიძლიათ სადოთ იგვე არომატი. თუ ის შეგეფერება, მაშინ შენთვის ყოფილა შექმნილი - მისი აღმოჩენა თავისთავად კოსმოსური განლაგებაა.
შეიძინეთ პროდუქცია