ნაბიჯი 1
მზად ხარ მომხიბვლელი იისფერი მაკიაჟის შესაქმნელად? პირველ რიგში გაავლე ხაზი ზედა ქუთუთოს გასწვრივ. ჩვენ ვიყენებთ ამისთვის თვალის ორმხრივ კონტურულ ფანქარს OnColour ,,იასამანი & ია'' - იასამნისფერი მხარე შესაფერისია ამ მაკიაჟისთვის, რადგან ის ინტენსიურსა და ღრმას გახდის თვალის ჩრდილს. დარწმუნდი, რომ ხაზი თვალის გარე კუთხეშიც არის დახატული ისრის სახით, თუმცა თუ ის იდალური არ გამოვა, არ ინერვიულო, მას ჩვენ შემდეგ შევასწორებთ თვალის ჩრდილებით.
ნაბიჯი 2
შემდეგი ნაბიჯისთვის ჩვენ გამოვიყენებთ თვალის ჩრდილების პალეტს OnColour. პირველ რიგში, დაიტანე ვარდიფერი ჩრდილი მთელს ზედა ქუთუთოზე, თუმცა წარბებამდე. თეთრი ჩრდილი კი გამოიყენე, როგორც ჰაილაითერი წარბის ქვედა ნაწილისთვის. იმისათვის რათა ფერები ერთმანეთში ბუნებრივად გადავიდეს, გამოიყენე თითების ბალიშები ან სუფთა ფაფუკი ფუნჯი თვალის ჩრდილებისთვის.
ნაბიჯი 3
ამ ეტაპზე დაიტანე იასამნისფერი ჩრდილი ორმხრივ ფუნჯზე თვალის ჩრდილებისთვის და გადაინაწილე პროდუქტი ქვედა ქუთუთოს წამწამების ხაზის გასწვრივ, რათა იმიჯი გახადო სრულყოფილი. მაკიაჟის ბოლო შტრიხისთვის კი, დაიტანე თეთრი ჩრდილი თვალის შიდა კუთხეში, რომელიც გამოხედვასა და იერს გახდის ბრწყინვალეს.
ნაბიჯი 4
დრო დადგა შენი გამოხედვა უფრო მკვეთრი გახადო! გამოიყენე მოცულობითი წამწამების ტუში OnColour: ის შესძენს თვალის მაკიაჟს მოცულობას და მყისიერად იგრძნობ თუ რამდენად ღრმას გახდის ის იერს.
ნაბიჯი 5
არ შეგეშინდეს ფერადი ჩრდილებისა და კაშკაშა ტუჩსაცხის გაერთიანება ერთ მაკიაჟში. მთავარია შევქმნათ ტონების ჰარმონია. კრემისებური ტუჩის საცხი OnColour მწიფე ქლიავის ტონში იდეალურად მოუხდება ამ იმიჯს. მდიდარი ქლიავის ფერი და მსუბუქი თვალის მაკიაჟი შექმნის არაჩვეულებრივ კონტრასტს, რომელიც აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას.
გაიმეორე ეს მაკიაჟი და განათავსე ინსტაგრამზე ჰეშთეგით #მეგირჩევ, რათა ჩვენც შევძლოთ შენი მაკიაჟის ნამუშევრის ნახვა!