წითელ ტუჩის საცხს გამიუჩნდა სერიოზული კონკურენტი, რომელიც ასე უბრალოდ არ თმობს წამყვან პოზიციას - უფრო მუქი, ინტენსიური, სერიოზული ტონები. გიჭირს არჩევანის გაკეთება? ასეთ შემთხვევაში აირჩიე ღვინისფერი, რომელიც ნებისმიერი კანის ფერს უხდება.
თმის კვანძები კეფაზე
ეს ვარცხნილობა კონკურენციის გარეშეა და არ თმობს წამყვან პოზიციას. თმა შეიძლება იყოს მჭიდროდ შეკრული ან ჩამოყრილი - დაწერილი კანონი არ არსებობს.. სწორედ ამიტომ თმის კვანძები კვლავ აქტუალურია. ფერადი ფრჩხილებიმკვეთრი ეფექტური ფრჩხილები კვლავ მოდაში და ტრენდულია. ამ სეზონზე აქტუალურია კაშკაშა ყვავილების პრინტით მოხატული ფრჩხილები.
შუაზე გაყოფილი თმა
უმარტივესი გზა, რომ შეგახსენოთ 70-იანი და 90-იანი წლების მოდა - შეიცვალოთ თქვენი ვარცხნილობა . აირჩიეთ ყველაზე იოლი მეთოდი: შეიშრე თმა, ოდნავ გაისწორე და რაც მთავარია - ღიმილი არ დაგავიწყდეს!