5 უახლესი ბიუთი-ტრენდი ნიუ-იორკის ქუჩებიდან

"სთრიითსთაილი" ანუ ქუჩის მოდა, გავლენის მიხედვით ტოლს არ უდებს წამყვან დიზაინერებს. ჩვენ შევადგინეთ თავფურცელი მთავარი გაზაფხულის ტრენდებისა ნიუ-იორკის ქუჩებიდან: უყურე და დაიმახსოვრე.

 

გაჩეჩილი თმის "ბუჩქი"
თითქოს შენ ეს – ესაა სპორტული დარბაზიდან გამოხვედი, სადაც ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრებისგან იღებდი სიამოვნებას. ნიკი ჰილტონი და ელენა პერმინოვა ამას იწონებენ. შეგიძლია მათგან რამდენიმე გაკვეთილი მიიღო. რა შეიძლება იყოს უკეთესი ცხელ ამინდში თუ არა კეფაზე ოდნავ დაუდევრად შეკრული თმა.

 

 

აფრიკული ნაწნავები
დიახ, ისინი დაბრუნდნენ. პოდიუმზე ისინი გამოიყვანა Valentino-მ, ხოლო ქუჩებში ისინი თვითონ გამოჩნდნენ. ეხლა გვერდს ვერ აუვლი : ბიონსე, კენდელ დჟენერი და კარა დელევინი უკვე გამოჩნდნენ ამ ვარცხნილობით და შენ გელოდებიან. ასე რომ ვიხსენებთ 90-იანებს და ვიწყებთ დაწვნას. ყველაფერი ახალი – კარგად დავიწყებული ძველია.

 

ვარდისფერი ტუჩის საცხი
ფუქსია ანუ  მეწამული ფერი უხდება ნებისმიერი კანის ტონს, ის ხაზს უსვავს შენს ღირსებებს და ვიზუალურად ათეთრებს კბილებს – გასაგებია, ეს ფერი რატომაა ასე პოპულარული, გამომხატველი და ქალური. ის ითხოვს წამწამების დამაგრძელებელ ტუშსა და შავ ფანქარს. ყველაზე მნიშვნელოვანია მქრქალი ეფექტი. მის გარეშე საოცრება არ მოხდება.
საუკეთესო არჩევანი: მბრწყინავი ტუჩის საცხი 5-1-ში The ONE Colour Stylist Intense Collection, მდგრადი თვალის კონტურული ფანქარი The ONE, წამწამების ტუში The ONE Eyes Wide Open


დაუვარცხნელი 
ყველა სილამაზის მოყვარულ ქალბატონებს, რომლებსაც უცბად უყვართ გალამაზება: ეს ტრენდია და თანაც ოფიციალური. აკურატული, დაწყობილი ვარცხნილობები გასულ სეზონში დარჩნენ. ეხლა აქტუალურია გამოიყურებოდე თითქოს ეს-ესაა ადექი ლოგინიდან და შეიძლება სინამდვილეში შექმნა ისეთი სახე, როგორი შთაბეჭდილებაც ერთი შეხედვით დაგრჩა. ამაში კი დაგეხმარება მშრალი შამპუნი.

მუქი საცხი
მოგბეზრდა ღია ჩრდილები ტუჩებზე? გაგიმართლა: მუქი ამ სეზონზე შემოვიდა და გაიმარჯვა! აიღე მაგალითი ბრიტანელი ტოპ-მოდელისგან ჯორდან დანისაგან და სცადე ღვინისფერი მქრქალი ეფექტით – უბრალო და მსუბუქი შტრიხით შემატე სიმძაფრე შენს იმიჯს.

სცადე: მქრქალი ტუჩის საცხი Giordani Gold, მოცულობის მიმნიჭებელი მშრალი შამპუნი «HairX»









ტექსტი: ფოტო: Getty images