1. ირწმუნე დრაივბრაშინგის
დრაიბრაშნგს, ანუ მასაჟს მშრალი ჯაგრისით, გადაჭარბების გარეშე ძალუძს შეცვალოს შენი ცხოვრება. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას და კანის განახლებას. შედეგად: სიმკვრივე და ლაზათი, "ფორთოხლის ქერქის" ეფექტის შემცირება და მყისიერი სიმხნევე.
ყველაფერი, რაც დაგჭირდება — ეს არის ხარისხიანი ჯაგრისი. გაიკეთე მშრალი კანის მასაჟი პირდაპირი გრძელი მოძრაობებით, ამოძრავე ჯაგრისი ქვევიდან ზევით მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმე პრობლემურ ზონებს და დაიზილე კანი წრიული მოძრაობებით. დრაიბრაშინგს ხუთ წუთზე მეტი არ სჭირდება — მერწმუნე, ეს დრო ყველა ჩვენგანმა შეიძლება დაუთმოს საკუთარ თავს.
2. გაიწმინდე კანი ფრთხილად
გიყვარს კანის დაბანა იქამდე, სანამ ის ჭრიალს არ გამოსცემს? გირჩევთ დაივიწყოთ ეს ჩვევა, თუნდაც ზამთრის პერიოდში. მშრალი სუსხიანი ჰაერი ზიანს აყენებს კანს: შენი ამოცანაა — დაეხმარო მას და არა გააუარესო სიტუაცია. შეცვალე საპონი და აგრესიული შხაპის გელები დამარბილებელი გამწმენდი გელით, რომელიც გაჩუქებს დამატებით დატენიანებას.
3. ნუ იჩქარებ აბაზანიდან გამოსვლას
შხაპის შემდეგ აუცილებლად გამოიყენე მკვებავი საშუალება: მსუბუქი თვითმასაჟი ხელს შეუწყობს განწყობილების ამაღლებას და სტრესის შემცირებას, ხოლო სასარგებლო კომპონენტები მეტ სირბილეს და სიგლუვეს მიანიჭებს კანს. ჩვენ გირჩევთ კრემს, რომელიც უფრო მკვრივი ტექსტურითა და ინტენსიური მოქმედებით და, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არომატით გამოირჩევა!
4. ჩართე თავიც
ზამთარში ზიანდება არა მარტო კანი, არამედ თმაც. ვარცხნილობის საშუალებები, ფენი, თმის გასასწორებელი უთო, სუსხიანი ქარი და ტემპერატურის ცვლილება — თმას ყოველდღიურად უწევს ალყაშემორტყმულ მდგომარეობაში ყოფნა. ამიტომ არ დაგავიწყდეს მკვებავი ნიღბების რეგულარული წასმა და დამცავი ზეთის გამოყენება.
5. გიყვარდეს საკუთარი თავი
ყველა ეს პუნქტები ორჯერ უფრო უკეთესად იმუშავებს, თუ შეასრულებ მათ საკუთარი სხეულისადმი სიყვარულით და პატივისცემით. დაეხმარე შენს სხეულს აღდგენაში: გამოიძინე, ატარე ბუნებრივი ქსოვილები, შიგნიდან კვებე იგი აუცილებელი ვიტამინების შემცველი სასარგებლო კერძებით. ყური დაუგდე საკუთარ თავს და ორგანიზმი თავად გიკარნახებს, რა სახის დამატებითი ზრუნვა ესაჭიროება.
გამოვიზამთროთ: როგორ მოვუაროთ კანს
ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, ვისაც არ უყვარს შხაპის ან აბაზანის მიღება — განსაკუთრებით ზამთარში. დაიცავი რამდენიმე მარტივი წესი, რათა აბანოს პროცედურები არა მარტო სასიამოვნო იყოს, არამედ კანისთვის სასარგებლოც.