მიჰყევი შენს სილამაზეს

ჩვენ ტრენდების სამყაროში ვცხოვრობთ: სოციალური ქსელები გვკარნახობენ, როგორ ჩავიცვათ კოხტად და მოდურად ახალ სეზონზე. ტრენდების დევნაში ყოველდღიურად ვაგებთ, რადგან გვავიწყდება, რომ ეს არ არის მიზანი, არამედ მხოლოდ საშუალებაა. ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია — ეს შენ ხარ. შენი უნიკალურობა, შენი ხასიათი და ოცნებები. გამოავლინე შენი ჭეშმარიტი სილამაზე!

ირწმუნე შენი უნიკალური სილამაზის
ტრენდები მოდიან და მიდიან, ინდივიდუალურობა და სტილი კი დროს არ ემორჩილება. როგორი გინდა იყო დღეს? უკუაგდე პირობითობა, ფოკუსირება მოახდინე შინაგან მდგომარეობასა და კომფორტზე.   

არ დანებდე
ზოგჯერ დილიდან საღამომდე მუშაობ, მიზანი კი კვლავ შორსაა. იცი რას გეტყვი? ეს ნორმალურია! სცადე ისევ და ისევ, არ შეგეშინდეს, რომ შეცდომებს დაუშვებ. თუ დაიღალე, მოუკელი სიჩქარეს, — მაგრამ წინსვლა გაანაგრძე.  

ნება მიეცი შენს თავს არ იყო იდეალური
ჟურნალის გარეკანზე გამოსახული ქალიშვილიც კი არ გამოიყურება უნაკლოდ დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში — ჩვენი ცხოვრების რიტმის პირობებში ეს სრულიად შეუძლებელია. მოდუნდი და მიიღე სიამოვნება: ბედნიერება იდეალურ გარეგნობაში არ მდგომარეობს, არამედ  საკუთარ თავთან ჰარმონიაში.  

იმუშავე საკუთარი თავისთვის
მართე შენი ცხოვრება: აირჩიე მოქნილი სამუშაო გრაფიკი, გადი შვებულებაში, როცა მოისურვებ, იოლად შეუთავსე ერთმანეთს ოჯახი და კარიერა. ფინანსური დამოუკიდებლობა — ეს არის ახალი თავისუფლება. 

პატივი ეცი შენს ასაკს
გამოცდილებასთან და სიბრძნესთან ერთად სარკეში ახალი ანარეკლი ჩნდება — სიამაყით შეხედე მას. ყველა ასაკს თავისი, განსაკუთრებული ხიბლი და სილამაზე აქვს — ისევ და ისევ დატკბი ამ სილამაზით. 

გიყვარდეს საკუთარი სხეული
შეწყვიტე კალორიების დათვლა და გამუდმებით აწონვა — ფსონი დღეგრძელობასა და ჯანმრთელობაზე გააკეთე. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყურება შენი სხეული — აღფრთოვანდი იმ შესაძლებლობებით, რომლებსაც იგი გაძლევს.   

იყავი ძლიერი
ზოგჯერ ყველაფერი იწყება გადაწყვეტილების მიღებით, რომ შენ ამის გაკეთებას აუცილებლად შეძლებ — და ძალა თავისთავად გემატება.   

ისწავლე კარგის დანახვა
ყურადღება გაამახვილე დადებით მხარეებზე: ვინ იცის, რა გამარჯვებები გელის, თუ მთელ უარყოფით ენერგიას სწორი კალაპოტისკენ მიმართავ!  

 

 

 

 

ტექსტი: ფოტო: Oriflame