კომპლექსური მოვლა ეფუძნება სინერგიის პრინციპს: თითოეული საშუალების ფორმულა ისეა შემუშავებული, რომ ავსებს ერთმანეთს. შენ შეგიძლია მოიხმარო ცალკეული პროდუქტები, მაგრამ სწორედ სრული ნაკრების გამოყენება უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტს — დადასტურებულია კლინიკური კვლევებით!
ნაბიჯი 1: წმენდა
საფუძვლიანი წმენდა და ტონიზირება აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ხელს უწყობს კრემების და შრატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების კანში ღრმა შეწოვას და ეფექტურ მოქმედებას.
დასაბანი გამწმენდი გელი-ტონიკი NovAge აერთიანებს გამწმენდ საშუალებას და ტონიკს. წმენდს კანს ჭუჭყისა და მაკიაჟის ნარჩენებისგან, ატენიანებს და ატონიზირებს მას, ანიჭებს კომფორტის შეგრძნებას.
ნაბიჯი 2: თვალის გარშემო კანის მოვლა
თვალების გარშემო კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ნაზი კანი მიდრეკილია დაზიანების და პირველი ასაკობრივი ნიშნებისკენ. თვალის გარშემო კრემების ფორმულა სპეციალურად შემუშავებულია ისე, რომ უზრუნველყოს მაქსიმალურად დელიკატური და ამავდროულად ეფექტური მოვლა.
ნაოჭების საწინააღმდეგო თვალის კრემი NovAge Ecollagen Wrinkle Power მომენტალურად ახალისებს თვალის გარშემო კანს, საგრძნობლად ამცირებს ნაოჭებს, შეშუპებასა და ჩამუქებულ უპეებს. ფორმულა კოფეინით, Optical Pearl და ტრიპეპტიდ-ტექნოლოგიით.
ნაბიჯი 3: აქტივატორი
აქტივატორის როლი — გაამდიდროს კანი სასარგებლო ნივთიერებებით და გააძლიეროს კრემის მოქმედება. შრატი დამატებით უზრუნველყოფს კანს აქტიური ნივთიერებებით, ვიტამინებით და ექსტრაქტებით, რომლებიც სპეციალური ფორმულის მეშვეობით მარტივად აღწევს ეპიდერმისში და იწყებს შიგნიდან მოქმედებას, ამზადებს კანს კრემისთვის.
ნაოჭების საწინააღმდეგო შრატი NovAge Ecollagen Wrinkle Power მსუბუქი ფორმულა მომენტალურად ატენიანებს კანს, აგლუვებს მას და უბრუნებს ბრწყინვალებას. ფორმულა ზღვის პრებიოტიკის, დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავისა და ტრიპეპტიდ-ტექნოლოგიის საფუძველზე.
ნაბიჯი 4: ძირითადი მოვლა
დაასრულე კომპლექსური მოვლა დღისა და ღამის კრემების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფს კანის დატენიანებასა და კვებას, რაც განაპირობებს ნაოჭების შემცირებასა და დაბერების პროცესის შეფერხებას.
ნაოჭების საწინააღმდეგო დღის კრემი SPF 30 NovAge Ecollagen Wrinkle Power ინტენსიურად კვებავს, ამცირებს ნაოჭებს, ღამის კრემი ასტიმულირებს კოლაგენის გამოყოფას და კანის აღდგენას ღამით.
საუკეთესო არჩევანი
განახლებული სერია Novage Ecollagen Wrinkle Power მომენტალურად ამცირებს ნაოჭებს 49%-მდე*, განაპირობებს კანში კოლაგენის შენარჩუნებას და დაბერების პროცესის შენელებას.
ანტიასაკობრივი საშუალებების სერია დაპატენტებული ტრიპეპტიდ-ტექნოლოგით, დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავით და ედელვეისის ღეროვანი უჯრედების კომპლექსით მნიშვნელოვნად ამცირებს ნაოჭებს და საგრძნობლად აუმჯობესებს კანის იერსახეს, ასტიმულირებს კანში კოლაგენის გამომუშავებას და ამგვარად ხელს უწყობს არსებული ნაოჭების შემცირებას და ახლების გაჩენას.
*კლინიკური ტესტების შედეგების მიხედვით, ნაოჭები მცირდება კომპლექსური მოვლის NovAge Ecollagen Wrinkle Power პირველივე გამოყენების შემდეგ. კლინიკური კვლევა ჩატარდა Ori-derm-ის ლაბორატორიაში 2017 წლის 14 აგვისტოდან 10 ნოემბრის ჩათვლით, 26 ქალის მონაწილეობით.
რატომ არის აუცილებელი სახის კანის კომპლექსური მოვლა
მოგიყვებით განახლებული სერიის NovAge Ecollagen Wrinkle Power მაგალითზე.