1. ფუნჯი ტონალური ფუძისთვის (F03)
დაიწყე ტონალური ფუძის დატანება სახის ცენტრალური ზონიდან და გაანაწილე ის ფუნჯით თმების ზრდისა და კისრის ხაზისკენ. ასეთი ხერხით შენ თანაბრად გაანაწილებ ფუძეს მთელ სახეზე.
2. ფუნჯი შემნიღბავი საშუალებისთვის (F05)
მომრგვალებული ფორმის ბრტყელი ფუნჯი იდეალურია კონსილერის, პრაიმერის ან სხვა შემნიღბავი საშუალების ზუსტად დატანებისთვის თველების გარშემო და ცხვირის ზონაზე. დაიტანე კონსილერი თითების ბალიშებით რბილი დარტყმითი მოძრაობებით და შემდეგ გაანაწილე ფუნჯით საშუალების კანთან სრულ შერწყმამდე. ასეთნაირად შენ შეძლებ კანზე მცირე გაღიზიანებებისა და გამონაყარის დამალვას.
3. ფუნჯი პუდრისთვის (F01)
ფუნჯი პუდრისთვის შესაძლებლობას იძლევა უფრო ნაკლები პროდუქტი გამოიყენო, ვიდრე ბუმბულის გამოყენებისას, და უფრო თანაბარ და ბუნებრივ სახის ტონს უზრუნველყოფს. აკურატულად ამოუსვი ფუნჯი პუდრში და ზედმეტი უკან ჩაბერტყე. შემდეგ დაიტანე პუდრი ფუნჯის თანაბარი წრიული მოძრაობებით და ამასთან განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე Т-ზონას.