1. ფერუმარილი
ამ იმიჯის შესაქმნელად აქტუალურია ორი ტონის ფერუმარილი ბუნებრივი ბრწყინვალება და ვარდისფერი მარგალიტი. აიღე საშუალო ფერუმარილის ფუნჯი, ჩამობერტყე ის რაც ზედმეტია და დაიტანე ლოყებზე წრიული მოქმედებებით – ბზინვარე ეფექტი გარანტირებულია.
2. სკულპტურირება
ამ იმიჯის შესაქმნელად კი აქტუალურია შემდეგი შეფერილობის ფერუმარილი ბრინჯაოსფერი და შოკოლადისფერი. აიღე ეს საშუალებები მარაოს მსგავსს ფუნჯზე, შემდეგ თხელი მხრიდან შექმენი კონტური და დაიტანე ღაწვის ქვემოთ. დაამატე ცოტა საფეთქლებთან და თმის ზრდის ძირებთან იმისათვის, რათა მიაღწიო ბუნებრივ ბზინვარებას. თუ შენ გინდა დაფარო ცოტა ზედმეტი ნიკაპის ქვემოთ-დაიტანე პუდრა ქვედა ყბაზე, სიღრმის მიმცემი ეფექტისთვის.
3. ჰაილაითერი
დაიყარე ხელის გულზე ყველაზე ნათელი ჩრდილის ბურთულები ფუნჯით და გამოიკვთე ღაწვები, წარბები, ტუჩის ზედა მხარე ან ცხვირის ბოლო.
მეორე ვარიანტი: აირჩიე შეფუთული ყუთიდან ვარდისფერი შეფერილობის ბურთულები და დაიყარე ხელის გულზე. ფუნჯის მეშვეობით კი დაიმატე სახეზე ცოტაოდენი ვარდისფერი. ეს ისაა, რაც საჭიროა გაზაფხულის დილას!
დაქლიქე აქ, და იხილე ვიდეო გაკვეთილი.