იდეალური ფუძე სამ ნაბიჯში

რა დევს საფუძვლად იდეალურ მაკიაჟში? იდეალურად დატანილი ფუძე. დღეს გასწავლით როგორ ვიმუშაოთ სწორედ მაკიაჟის ფუძესთან. სამი უბრალო ნაბიჯი: ჩაიწერე!

1. ზეთი 
გინდა შექმნა ახალგაზრდული იმიჯი? დაიწყე სახეზე  მსუბუქი დამატენიანებელი ზეთის წასმით. გაახურე ის ხელში და დაიტანე მსუბუქი ხელის მოძრაობით კანზე, დატენიანების გარდა იგი დაეხმარება ფუძეს უკეთესად დაჯდეს.

2. პრაიმერი  
პრაიმერი გეხმარება გაათანაბროს კანის ზედაპირი, ამზადებს მას ფუძის დასატანად, ვიზუალურად აქრობს ფორებს და ნაოჭებს. დაიტანე ის თითების ბალიშებით, მაგრამ არ წაისვა ძალიან ბევრი. ზედმეტი გახდება შესამჩნევი შემდეგი ნაბიჯისას. შენთვის საკმარისი იქნება ქიშმიშის მარცვლის ზომა.

3. ფუძე 
ახლა დაიტანე მცირე რაოდენობის ფუძე ლოყებზე, შუბლზე და ნიკაპზე. თანაბრად წაისვი იგი (თუ აღმოჩნდება, რომ საშუალებები ცოტაა უბრალოდ დაიტანე უფრო მეტი) იმ ნაწილებზე, სადაც უფრო მეტი დაფარვაა საჭირო, ისარგებლე სპეციალური მაკიაჟის ბალიშით ფუნჯის მაგივრად – ასე დაფარავ აკნეს, სიწითლეს და მუქ წრეებს თვალების ქვეშ.

მზადაა! შენ შექმენი შეუდარებელი ბაზა მაკიაჟის შიგნით!


დაქლიქე აქ, და იხილე ვიდეო გაკვეთილი.





ტექსტი: ფოტო: John Buddee Hair & Makeup by: Åsa Östergren