მოცულობითი ვარცხნილობის გაკეთების 3 ხერხი

მაშინაც კი, თუ თქვენ ვერ გამოიძინეთ, ცუდად გრძნობთ თავს ან სამსახურში აგვიანებთ, სამ წუთში შეიძლება მაღალი კლასის ვარცხნილობის გაკეთება.

მსუბუქი ლოკონები 
1. დაიტანე თმაზე მოცულობის მიმნიჭებელი შრატი, შემდეგ შეიკარი თმა კეფაზე და დაიმაგრე სამაგრით.
2. შემდეგ გამოიყენე საშუალო ზომის მრგვალი ჯაგრისი. ამოძრავეთ ჯაგრისი წრიული მოძრაობებით, როდესაც იშრობთ თმებს ფენით, რათა შექმნათ კულულები. 3. ვარცხნილობის დასრულების შემდეგ გადართე ფენი უფრო გრილ რეჟიმზე. ასე თქვენ ხელს შეუწყობთ თმის ქერცლის დახურვას და აირიდებთ ბოლომძოვრიანი ბოლოების გაჩენას. ამის შემდეგ თითებით აიფუეთ თმა იმისათვის, რომ მიანიჭოთ მათ სიმსუბუქე და საჭირო ფორმა.

 

თმის აჩეჩვა
1.
აიწიე თმა კეფაზე.
2. გამოიყენე სპეციალური კბილებიანი სავარცხელი, კულულების დასაყოფად.
3. დახედე ჯაგრისს. კბილებიანი მხარე დაგეხმარება ვარცხნილობის დაყენებაში, ჯაგრისიანი მხარე მოგისწორებთ ამოწეწილ თმებს. აკურატულად აიჩეჩე თმა და სავარცხლის მეორე მხარის დახმარებით მოისწორეთ მიღებული მოცულობა.

 

ყველაფერი ერთად
1. თმის რეზინის საშუალებით შეიკარი თმა მაღალ კუდათ.
2. იმისათვის, რომ კუდს მიანიჭო მოცულობა, აიჩეჩეთ კარგად.
3. დახუჭე თვალები და შეიშხურე თმის ლაქი. ის დაგეხმარება დიდი ხნით შეინარჩუნო თმის მოცულობა.

მოცულობის მიღწევა ადვილია. მთავარია, გქონდეთ სწორი აქსესუარები. ჩაიწერეთ: საშუალო ზომის მრგვალი ჯაგრისი, კბილებიანი სავარცხელი, მოცულობის მიმნიჭებელი ჯაგრისი.

ტექსტი: ფოტო: ჯონ ბადდი/კროსბი

შეიძინე ახლავე

ანალოგიური სტატიები