მაკიაჟის სკოლა: ვირჩევთ ფუნჯს ტუჩის საცხისთვის

მოგითხრობთ, თუ როგორ წაისვათ ტუჩის საცხი ფუნჯის მეშვეობით და როგორ გავხადოთ საცხი უფრო მდგრადი და გლუვი სამ მარტივ ნაბიჯში.

1. ავირჩიოთ ფუნჯი
«საცხის წასმა ხომ ჩვეულებრივი წესით შეიძლება!“ — გაოცებული ამბობ შენ და მართალიც კი იქნები. როგორ არ შეიძლება, მაგრამ, ფუნჯით ჯობია. აგიხსნით სამ «რატომ»-ს.  პირველ რიგში, ასეთ ფუნჯს რბილი სოლისებური ფორმა და მჭიდროდ განლაგებული ჯაგრისი აქვს, რის გამოც შესაძლებელია როგორც მკაფიო კონტურის გაკეთება, ისე ტუჩების შუა ნაწილის კარგად შეღებვა. მეორე, მისი მეშვეობით ფერის შენარჩუნებაა შესაძლებელი და, მესამე, ფუნჯი ეკონომიაში გვეხმარება: შენ თავად არეგულირებ საცხის ოდენობას და ზედმეტის წასმა საკმაოდ რთულია. ჩვენს ტუჩსაცხის ფუნჯს L01 მოსახსნელი თალფაქი აქვს. ამოიღე შენი საყვარელი საცხი ფუნჯზე და დაახურე თალფაქი — ასე შეძლებ მის ტარებას ჩანთით და მაკიაჟის შეცვლას ნებისმიერ დროს.

2. წავისვათ საცხი
შეარჩიე საცხის ფერი და ამოიღე ფუნჯით. შემდეგ, ფრთხილად მონიშნე კონტური და დაიწყე ტუჩების ცენტრის შეღებვა, ნელ-ნელა კიდეებისგენ გადაინაცვლე. თუ გსურს ტუჩები ვიზუალურად უფრო ფუმფულა გახადო, ცენტრში ღია ფერის საცხი წაისვი, ხოლო კიდეებში — უფრო მუქი ფერის. ნუ იჩქარებ და მკვეთრი კონტური და ლამაზი ფერი გამოგივა. 

 

 

3. გლუვი ტუჩები
მისათვის, რომ ტუჩებს გლუვი ეფექტი მიანიჭოთ, დაგჭირდებათ ფხვიერი პუდრი და  ფუნჯი თვალის ჩრდილებისთვის (E01). ფუნჯით ამოიღე მცირეოდენი პუდრი, ზედმეტი ჩამოფერთხე და ფრთხილად წაისვით ტუჩებზე. ლამაზი, გლუვი ფერი გარანტირებულია! 

იხილე ვიდეო გაკვეთილი.

ტექსტი: ფოტო: ჯონ ბადდი / კროსბი