1. მკვეთრი ჩრდილები
სცადე ღია ფერის ჩრდილები სურვილის მიხედვით და სპეციალური ფუნჯის მეშვეობით დაიფარე მთელი ზედა ქუთუთო.
2. კონტური
ძირითადი ფერი წაისვი ზედა ქუთუთოს ცენტრში, შეარჩიე ერთი ტონით მუქი შეფერილობის ჩრდილი სურვილის მიხედვით. ეს გამოკვეთს თვალის ოვალს.
3. ორიგინალური ისრები
ღია ფერის (თეთრი ან ან ნაზი ვარდისფერი) თვალის თხევადი კონტურულული ფანქრით მოიხატე თვალის ქვედა შიდა ქუთუთო. ეს ვიზუალურად გაადიდებს თვალის გუგას და დაფარვს სიწითლეს. მეტი ეფექტისთვის კი თვალის ზედა შიდა ქუთუთო მოიხატე შავი ფერის თხევდი კონტურული ფანქრით.
4. წამწამები
აქსიომა: გრძელი წამწამები = დიდი თვალებს. ამიტომ ტუშის წასმამდე თამამად გამოიყენე წამწამების ასაპრეხი ხელსაწყო.
5. ტუში
და ბოლოს განსაკუთრებული ეფექტისთვის დატუშე წამწამები შავი ფერის ტუშით და შემატე მზერას მეტი გამომხატველობა.
დაქლიქე აქ, და იხილე ვიდეო გაკვეთილი.