მკვეთრი მოძრაობების გარეშე: თვალების ირგვლივ კანის მოვლა

კანი თვალების ირგვლივ თხელი და ნაზია, ამიტომ მისი მოვლა განსაკუთრებულ ცოდნას მოითხოვს. თქვენ დაგჭირდებათ მაკიაჟის მოცილების საშუალება და საყვარელი კრემი — ორივე პროდუქტი თვალის ირგვლივ კანისთვის. დავიწყოთ!

1. ვიცილებთ მაკიაჟს
ბამბის დისკი დაასველეთ სპეციალური თვალის მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებით და რამდენიმე წამის განმავლობაში ფრთხილად მიიდეთ კანზე. ასევე ფრთხილად გაატარეთ დისკი კანზე თვალის გარე კუთხიდან შიდა კუთხის მიმართულებით.  მოძრაობა წინ და უკან მხოლოდ წელავს კანს და ნაოჭების გაჩენას იწვევს. არ გააკეთოთ ასე.

2.  კრემი თვალის გარშემო კანისთვის 
დაიტანე ცოტაოდენი კრემი (კედრის თესლის ზომის) ხელის მტევანზე, შემდეგ არათითით წაისვით თვალების ირგვლივ კანზე. რატომ არათითით? ამ თითზე ყველაზე ნაკლები კუნთია, რაც კანზე ნაკლებ დაწოლას ნიშნავს. წაისვით საცხი კანზე, თვალის შიდა  კუთხიდან  გარე კუთხისკენ ორბიტალური ძვლის გასწვრივ მოძრაობით და მოარიდეთ ლორწოვან გარსზე მის მოხვედრას. 

იხილე ვიდეო

 

ტექსტი: ფოტო: ჯონ ბადდი