ვემზადებით წვეულებისთვის: 5 მასთ-ჰევი

ჩექლისტი სადღესასწაულო იმიჯის შესაქმნელად: შეამოწმე საკუთარი თავი!

1. წითყელი ტუჩის საცხი
წითელი ფერი ეს სერიოზული განაცხადია. ის ყველას უხდება, ოღონდ სწორი ელფერი უნდა შეარჩიო. გაითვალისწინე შენი კანის ტონი. ჩვენ უფრო დაწვრილებით გიამბეთ ტუჩის საცხის შერჩევის შესახებ  მათ შორის წითელი ფერის ტუჩსაცხის. 

ლაიფჰაკი: კონტური გაიკეთე არა წითელი, არამედ ნიუდის ფერით ანუ ტუჩების ბუნებრივ ფერთან მაქსიმალურად მიახლოებული ტონის ფანქრით. გირჩევთ ტუჩის კონტურულ ფანქარს Giordani Gold (ფერი «გარდენია»).

2. კონსილერი
ძნელია გადაჭარბებით შეაფასო კონსილერის მნიშვნელოვნება მაკიაჟში. გამოიყენე იგი უნაკლო და სრულყოფილი ინსტა-მაკიაჟის შესაქმნელად. 

ლაიფჰაკი: წაისვი ანტიასაკობრივი სტიკ-კორექტორი Giordani Gold თვალების ქვეშ მდებარე «С» ასოს ფორმის უბანზე. გადაანაწილე თითების ბალიშების მსუბუქი, ტაშის დაკვრისებრი მოძრაობით არ გაისრისო და არ დაიზილო! ჯანსაღი იერი გარანტირებულია იმ შემთხვევაშიც, თუ წვეულება მთელ ღამეს გასტანს. 

3. ტონალური ფუძე
წვეულებისთვის მზადყოფნა 1 ეს არის ნათელი და ჯანსაღად მოელვარე კანი. 

ლაიფჰაკი: მკვეთრი და მბრწყინავი მაკიაჟის შესაქმნელად, გამოიყენე მსუბუქი ფუძე საშუალო დაფარვით. მაგალითად, დამატენიანებელი ტონალური ფუძე The ONE Aqua Boost. ღაწვებზე კი მბზინავი პუდრი-ჰაილაითერი The ONE


4. ტუჩის ბალზამი
წაისვი ცოტაოდენი ბალზამი ტუჩის მაკიაჟის წინ. ასე ტუჩსაცხი უფრო თანაბრად დაჯდება და შეინარჩუნებს მდგრადობას.   

ჩვენი ზამთრის ფავორიტი: მულტიაქტიური ბალზამი ტუჩებისთვის SPF 20 The ONE.

5. ტრენდი: მატალიკი
მეტალიკი უხდება ყველას მთავარია მხოლოდ ის, რომ იცოდე მისი სწორად გამოყენება. დაამატე მაკიაჟს დისკოს განწყობა მბრწყინავი ბზინების მეშვეობით.

ლაიფჰაკი: თვალის კრემისებური ჩრდილი The ONE Colour Impact გამოხედვას გამომხატველობას მიანიჭებს და თვალებს ვიზუალურად გაადიდებს.

და ბოლოს: პარფიუმი
იპოვე არომატი, რომელიც სადღესასწაულო განწყობას წარმართავს და მთელი ღამის განმავლობაში გამოგყვება. თუ გსურს დაამატო წვეთი ფუფუნება, ჩვენ გირჩევთ პარფიუმერულ წყალს Miss Giordani Intense.

ტექსტი: ფოტო: Oriflame