დასაწყისისთვის განსაზღვრე შენი კანის მოთხოვნილებები სახის სხვადასხვა უბნებზე და აირჩიე პროდუქტები, რომლებიც დაგეხმარება მათ გადაწყვეტაში. გამოყენების შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანე.
ცხიმიანი კანისთვის
როგორც წესი, ყველაზე პრობლემური კანი არის T-ზონის არეში: იქ ყველაზე ხშირად გროვდება ცხიმი, სავსე ფორები და შავი წერტილები. გამოიყენე თიხის ნიღაბი, რომელიც აბსორბირებს სებუმს და ფორებიდან «გამოწოვს» დაბინძურებას. ნიღაბი სალიცილის მჟავით იმოქმედებს, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება: თავიდან აგაცილებს მუწუკების და სიწითლის გაჩენას, აგრეთვე, დაგეხმარება მკვდარი უჯრედებისგან თავის დახსნაში.
რედაქტორის არჩევანი: გამწმენდი ნიღაბი «ოროვანდი», წმენდს კანს, აღადგენს მის ბალანსს და არ აშრობს კანს.
მშრალი კანისთვის
მშრალის კანის უბნები ყველგან შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ მეტწილად ზარალდებიან ლოყები. აირჩიე ვიტამინების მაღალი შემცველობის ნიღბები, რათა დაამშვიდო კანი და უზრუნველყო მისი კვება, ან გაანებივრე იგი ჰიალურონის მჟავის შემცველი საშუალებით, რომელიც კანში აღწევს და ეხმარება მას წყლის ბალანსის შენარჩუნებაში. თუ უპირატესობას ანიჭებ მსუბუქი ტექსტურის მქონე საშუალებებს, მაშინ გამოიყენე გელისებრი ნიღბები, რომლებიც ატენიანებს კანს, მაგრამ არ შეიცავს ზეთებს.
რედაქტორის არჩევანი: მკვებავი ნიღაბი «შვრია» , არბილებს და კვებავს კანს, ანიჭებს ჯანსაღ შეფერილობას.