მაკიაჟის პალეტი: რომელი ფერები შევარჩიოთ, როგორ დავიტანოთ და რისთვისაა საჭირო მაკიაჟის ფუძე

ღია ყავისფერი და ბეჟი თვალის მაკიაჟის გარდა კიდევ არსებობს სიცოცხლე. ფერადი, კაშკაშა ან გლუვი - დღეს ჩვენ მოგიყვებით და გაჩვენებთ, თუ როგორ შექმნათ საკუთარი ჩრდილების პალეტი და ნათელი მაკიაჟი.

1.  მე ის ყოველთვის თან დამაქვს, ან რატომ მჭირდება მაკიაჟის ფუძე

დასაწყისისთვის გამოიყენე მაკიაჟის ფუძე. ის შექმნის საფუძველს, რომელიც გაახანგრძლივებს მდგრადობას და დაიცავს თვალის ჩრდილებს დაშლისგან. არ აქვს მნიშვნელობა შენ თვალის ჩრდილებს ან ფერუმარილს ისმევ სახეზე მშრალი ან დატენიანებული მეთოდით, ფორმულა უნივერსალურია. ჩვენ გირჩევთ: თვალის პრაიმერი The One.

რამდენიმე წესი: დაიტანე მაკიაჟის ფუძე თვალის მთელ ქუთუთოზე თითის წვერით წარბებამდე. არ დაგავიწყდეს, რომ დაიბანო და გაიშრო ხელები მის გამოყენებამდე!

2.  არ შეგეშინდეს ფერების
ახლა ვისაუბროთ ფერების არჩევაზე. ოპტიმალური შედეგის მისაღწევად დაგჭირდება 4 ფერი: ყველაზე მუქი, ყველაზე ღია, საშუალო და კაშკაშა მათგანი. თუმცა ვინ თქვა, რომ არ შეიძლება უფრო მეტის გამოყენება?

მაგალითად, თვალის ჩრდილები The One Make-up Pro :13 მაღალი პიგმენტაციის ფერი, კაშკაშა მათგანიდან გლუვამდე, შესაფერისია, როგორც მშრალი, ასევე სველი ეფექტით დატანის დროს. ჩრდილები კი მდგარია 15 საათის განმავლობაში. მათი დახმარებით შენ შეგიძლია შექმნა, როგორც დილის, დღის და საღამოს მაკიაჟი ნებისმიერი სიტუციისა და განწყობის შესაბამისად. აარჩიე სამი მათგანი, ოთხი ან ექვსი. შეავსე ისინი მაგნიტურ პალეტში The ONE Make-up PRO (დიდი ან პატარა) და შექმენი იმიჯები, როგორც ნამდვილმა ვიზაჟისტმა.

როგორ შევაგროვოთ პალეტი
1.
აარჩიე თვალის ჩრდილები კოლექციიდან - სამი, ოთხი ან ექვსი. შენ ასევე შეგიძლია სამი ფერის ფერუმარილის არჩევა The ONE Make-up Pro -დან: ვარდისფერი, სურნელოვანი ატამი ან გამომწვარი თიხა. თითოეული მათგანი ერევა სხვადასხვა ფერის კანს და შესაძლებელია ფენებად მათი დატანა.

2. შეავსე თვალის ჩრდილებითა ან ფერუმარილით დიდი ან პატარა პალეტი. თითოეულ მათგანში არის სარკე, დიდ მათგანში კი დამატებით ორპირიანი ფუნჯი-აპლიკატორი ჩრდილებისთვის.

3. საჭიროებისამებრ ამოიღე პალეტიდან და განაახლე ჩრდილები. ახალი იმიჯების შესაქმნელად შენ შეგიძლია გამოიყენო 16 სხვადასხვა ფერი.

3. გამოიყენე სწორად

ახლა ვისაუბროთ პროდუქტის სახეზე დატანაზე. კაშკაშა ტექსტურა დაიტანე თვალის უმოძრაო ნაწილზე, გლუვი - მოძრავ ნაწილზე. მუქი ფერები დაიტანე თვალის გარე კუთხეში ან ზედა წამწამის გასწვრივ (როგორც თვალის ფანქარი). მნიშვნელოვანია, რომ შექმნა იდეალური ჩრდილები.

მოდელის მაკიაჟისთვის ჩვენ გამოვიყენეთ: ფერი «მუქი ყავისფერი» თვალის გარე კუთხეში და «მოციმციმე მარჯანი» (33681) თვალის მთელ მოძრავ ქუთუთოზე, რათა მარტივად შეგვექმნა ფერთა გადასვლის ნაწილი. თვალის შიდა კუთხიდან ქუთუთოს შუა ნაწილამდე გამოვიყენეთ «ვარდისფერი თაფლი» და «მოციმციმე ვარდისფერი», დავამატეთ ბრწყინვალება წარბის ქვეშ «მოციმციმე ვერცხლისფერი»-ის დახმარებით.

გაიმეორე მაკიაჟი ან შექმენი საკუთარი. გახსოვდეს, რომ შემოქმედებითობას არ აქვს საზღვარი!

ტექსტი: ფოტო: ანდრეას ელუნდი