ჭეშმარიტად მარტივი კვამლისფერი თვალები (smoky eyes)

პანდის თვალები ნაცვლად გარეკანზე გამოსახული მოდელის იდუმალებით მოცული მზერისა – მაშინაც კი, თუ smoky eyes კატასტროფულად არ გამოგდის, ჩვენი ინსტრუქციის დახმარებით ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მარტივად, სადად, სწრაფად – მოიმარაგე სიახლეები OnColour და იყავი გამოკვეთილი და კაშკაშა!

ნაბიჯი 1
წაისვი ვერცხლისფერი ჩრდილი  ორმხრივი ფუნჯის მეშვეობით ქუთუთოს ცენტრში თითების მსუბუქი ტაშის დაკვრის მაგვარი მოძრაობებით. ნუ ამოძრავებ ფუნჯს გვერდიდან გვერდზე ფრთხილად მიაჭირე ქუთუთოს, საჭიროების შემთხვევაში დაამატე მეტი ფერი. 

ნაბიჯი 2
შემოატრიალე ფუნჯი და აპლიკატორი-ღრუბლის მეშვეობით თვალების კუთხეებში წაისვი მოციმციმე კრემისებური ჩრდილიის დაგეხმარება მიიღო ფართოდ გახელილი თვალების ეფექტი და შემატო მზერას მეტი სინორჩე.    

ნაბიჯი 3
შემატე დრამა! საპასუხისმგებლო მომეტი დგება: იმავე ბრტყელი ფუნჯით დაიმატე შავი ფერის ჩრდილი, ჩამოფერთხე ზედმეტი პიგმენტი და წაისვი თვალების გარეთა კუთხეებზე. არ დაგავიწყდეს ისუნთქო! ოდნავ ჩაამუქე V-ასოს ფორმით. ჩრდილები ნელ-ნელა დაამატე და ფუნჯი ქუთუთოს მიაჭირე ზედმეტი მოძრაობების გარეშე – ეს წარმატების მთავარი საწინდარია. სუფთა ფუნჯის მეშვეობით, წრიული მოძრაობებით თანაბრად გადაანაწილე ჩრდილები, რომ  მოიშორო ზედმეტი და მსუბუქ  ნისლიან ეფექტს მიაღწიო.  
ნაბიჯი 4
ხაზი გაუსვი ქვედა წამწამების ზოლს ვერცხლისფერი ჩრდილებით და არ შეგეშინდეს ოდნავ ქვემოთ დაჩრდილვა: ასე ვიზუალურად გააფართოვებ თვალებს.

ნაბიჯი 5
ჩვენ ფინალს ვუახლოვდებით! უფრო მეტი სიღრმე მიანიჭე მზერას შავი ფანქრის მეშვეობით: შეაფერადე ცარიელი ადგილები წამწამებს შორის, გადაატარე კონტური ქვედა და ზედა ლორწოვან გარსზე. დარჩა ტუში: აირჩიე ყველაზე მოცულობითი და უხვად წაისვი ერთი-ორი ფენა. ასეთ მაკიაჟში რაც უფრო გამოკვეთილია წამწამები, მით უკეთესია!  
ნაბიჯი 6
მუქი ფერებით გაჯერებულმა მაკიაჟმა შეიძლება დაღლილი იერი მიანიჭოს შენს სახეს. ამის თავიდან ასაცილებლად თვალების ქვემოთ წაისვი კონსილერი, ხოლო ღაწვების ყველაზე ამაღლებულ ადგილებზე, დაიტანე თბილი ელფერის ფერუმარილი. ტუჩებს ხელი არ ახლო საერთოდ ან დაამატე ბუნებრივი ფერის ტუჩის საცხის თხელი ფენა: ასე შენი თვალები ყურადღების ცენტრში იქნება.  

მარტივად და სწრაფად და შენ მზად ხარ სელფისთვის, რომელიც ათასობით მოწონებას დაიმსახურებს! გაიმეორე მაკიაჟი ჩვენი გაკვეთილიდან მიღებული ცოდნის გამოყენებით და გააზიარე შედეგები ჰეშთეგებით იყავი #ფერში და იყავი #OnColour.

 

 

ტექსტი: ფოტო: Oriflame