1. მაკიაჟის მოშორება ძილის წინ
სანამ დაღლილობისგან ბალიშში ჩარგავთ სახეს, დარწმუნდით, რომ მასზე მაკიაჟი არ დარჩა — სხვაგვარად კანის აღდგენის ბუნებრივი პროცესი არ ამოქმედდება. შედეგად — დახშული ფორები და გამონაყარი.
სცადე და დატკბი შედეგით: გამწმენდი გელი-ტონიკი NovAge.
2. კანის დაცვა მზისგან
ზამთარშიც და მოღრუბლულ დღეებშიც კი ნუ უგულებელყოფ სანსქრინის გამოყენებას. თუ კანის კომპლექსური მოვლა ჩაიტარე, მაგრამ მზისგან დამცავი საშუალება გამოგრჩა, ძალისხმევა და დრო ტყუილუბრალოდ დაგიხარჯავს.
შნი საუკეთესო მეგობარი გახდება: მრავალფუნქციური სახის დამცავი კრემი SPF 50 NovAge.
3. გამოძინება
ჯანსაღი სხეული, ძლიერი იმუნიტეტი, ნათელი და კაშკაშა კანი — ეს არის მიზეზთა მხოლოდ ნაწილი, თუ რატომ უნდა გეძინოს არანაკლებ 8 საათის განმავლობაში. როდესაც დაყოვნებას და წვეულებაზე გვიანობამდე დარჩენას დააპირებ, გაიხსენე: ორგანიზმის აღდგენა სწორედ ძილის დროს ხდება.
4. ატარე ხელთათმანი სიცივეში და ყოველთვის გამოიყენე ხელის კრემი
სწორედ ხელებზე ჩნდება დაბერების პირველი ნიშნები, თანაც გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე მთელ დანარჩენ სხეულზე. აჩუქე მათ ზრუნვა, რომელსაც ისინი იმსახურებენ!
ჩაიდე ხელჩანთაში ხელის კრემი და წაისვი დღის განმავლობაში. არომატი სურვილისამებრ აირჩიე: ჩვენ «არნიკა» მოგვწონს.
5. მიიღე ბევრი წყალი
წყალს ორგანიზმიდან ტოქსინები გამოჰყავს, ხელს უწყობს კანის ტენიანობის და სირბილის შენარჩუნებას, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და გუნება-განწყობილებას. ყოველთვის ატარე თან წყლით სავსე პატარა ბოთლი და დალიე ცოტ-ცოტა დღის განმავლობაში.
6. შეიყვარე სახის ნიღბები
ნიღბების რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს კანის ხარისხს, ხელს უწყობს მისი კონკრეტული პრობლემების გადაჭრას. კვირაში ერთი-ორჯერ კანის კომპლექსურ მოვლაში დაამატე ნიღბები და აღნიშნე შედეგი.
არ იცი, რომლით დაიწყო? სცადე გამამკვრივებელი ქსოვილის ნიღაბი სახისთვის NovAge ანტიოქსიდანტებით.
7. გადადი კომპლექსურ მოვლაზე
დაპირდი საკუთარ თავს, რომ ყოველდღე დილით და საღამოს გამონახავ 2 წუთს კანის სრულყოფილი მოვლისთვის, რაც დაგეხმარება მისი ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში. გამწმენდი გელი-ტონიკი, კრემი თვალის გარშემო არესთვის, შრატი და კრემი — მხოლოდ ოთხი ნაბიჯია, ხოლო ეფექტი შვიდჯერ მეტი, ვიდრე პროდუქტების ცალ-ცალკე გამოყენება.
აირჩიე ხაზი, რომელიც დაგეხმარება კანის კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში.
8. ხშირად გაიღიმე
ღიმილის დროს შეიძლება ამოქმედდეს სახის 50-მდე კუნთი: მათი შეკუმშვა იწვევს ენდორფინების მოზღვავებას და ხელს უწყობს კანის ტონუსის შენარჩუნებას. სიცილი ამცირებს სტრესის ჰორმონების დონეს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. დარწმუნდი, რომ ყველაზე დატვირთულ დღესაც კი გაქვს საბაბი იმისათვის, რომ გაიღიმო და გაიცინო — სარგებლობის მეტი არაფერია!
польза!