რისთვისაა საჭირო კანის კომპლექსური მოვლა

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ დღეში ორჯერ ორ-ორი წუთი, სულ ესაა რაც გესაჭიროება კანის სრულყოფილი მოვლისათვის. დეტალებს აგიხსნით ჩვენი "კანის მოვლის" სპეციალისტი მელინა გალეადი.

რა უპერატესობა აქვს კანის კომპლექსურ მოვლას?
სხვადასხვა პროდუქტები სხვადასხვა პრობლემებს აგვარებენ. კომპლექსური მოვლა გეხმარება მთლიანად დავაკმაყოფილოთ კანის ყველა მოთხოვნილება ვუზრუნველყოფთ რა მის გაწმენდას, დატენიანებას და მოვლას. ასევე ამით ეხმარება მივიღოთ საუკეთესო შედეგი მოკლე დროში.

რონელი პროდუქტები შედიან კომპლექსური მოვლის ნაკრებში?
იმისათვის რომ უზრუნველვყოთ შესაბამისი მოვლა და მივაღწიოთ ოპტიმალურ შედეგებს, გირჩევთ გამოიყენოთ ოთხი ტიპის პროდუქტი: გამწმენდი და მატონიზირებელი საშუალებები. კრემი რომელიც თვალის გარშემო გამოიყენება შრატია და ასევე დღის და ღამის კრემი.


რა განსხვავებაა გამწმენდსა და  დამატენიანებელ საშუალებებს შორის? 
გამწმენდი და დამატენიანებელი საშუალებების სწორი გამოყენება არამარტო უზრუნველყოფს კანის გაწმენდას, არამედ ამზადებს მას სხვა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისათვის ,რომლებიც შემდგომში უნდა დაიტანო. იმ დროს როდესაც ტონიკი აშორებს მაკიაჟისგან დატოვებულ კვალს ასევე ჭიმავს კანს რის შედეგადაც ვიზუალურად ამცირებს ფორებს და ნორმაში აყენებს მჟავა ტუტოვან ბალანსს.

"ოპტიმალური შედეგებისთვის, გირჩევთ გამოიყენოთ ოთხი ტიპის პროდუქტი: გამწმენდი და მატონიზირებელი საშუალებები, კრემი  თვალის გარშემო, შრატი და ასევე დღის და ღამის კრემები"



რატომ ითვლება მეორე ნაბიჯად კომპლექსურ მოვლაში თვალის გარშემო კრემის გამოყენება?
კრემი თვალის გარშემო მსუბუქია ვიდრე დღის და ღამის კრემი და ამიტომ ვერ შეიწოვება თუ მას მათ შემდგომ დავიტანთ.

რატომ უნდა დავიტანოთ თვალის კრემი თვალების ქვემოთ და არა ქუთუთოზე?

ზედა ქუთუთო ისედაც ბუნებრივად დატენიანებულია და არ საჭიროებს დამატებით მოვლას. ამავე დროს დაბერების ძირითადი ნიშნები ჩნდება თვალების ქვემოთ.

სხვა სიტყვებით რომ  ვთქვათ კრემის საშუალებების წასმის თანმიმდევრობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს?
უდაოდ. პირველად უნდა გაიწმინდო კანი,ხოლო შემდეგ მოუარო მას. მთავარი წესი ასეთია: რაც უფრო სქელია საშუალება მით უფრო გვიან უნდა დავიტანოთ იგი კანზე.

რატომ არ უნდა მოვექცეთ დაუდევრად შრატს?
მაღალი კონცენტრაციის შრატი შეიცავს აუცილებელ მჟავებს და ვიტამინებს. იოლი ფორმულის წყალობით და დაბალი სიმკვრივის შრატი აუცილებლად აღწევს კანში ვიდრე ჩვეულებრივი დამატენიანებელი საშუალებები.

შეიძლება თუ არა დღის კრემის ღამის კრემის ნაცვლად გამოყენება? 
ჩვენი კანი ცხოვრობს ბუნებრივ რიტმში, დღისა და ღამის ცვლილებით. დღისით ის ეწინააღმდეგება გარემო პირობების არასასურველ ფაქტორებს. ღამე კი აღმდენის ფუნქცია აქვს. პროდუქტები, რომლებითაც შენ სარგებლობ უნდა მუშაობდეს ამავე რეჟიმში. ასე რომ დღის კრემი შეიცავს SPF-ს, რომელიც იცავს კანს მზის სხივებისგან და ღამის კრემი რომელიც მეტადაა გაჟღენთილი - მისი ამოცანაა კვებოს შენი კანი ვიდრე შენ გძინავს

.

კომპლექსური მოვლის ყველა ნაბიჯის მნიშვნელობა
პროდუქტები, რომლებიც შედიან კომპლექსურ მოვლაში, შემუშავებულია რათა შეავსონ ერთმანეთი და ამის შედეგად მიაღწიონ ოპტიმალურ შედეგს. როდესაც ჩვენ ვაცხადებთ რომ სერია Ecollagen - ის პროდუქტები ამცირებენ ნაოჭებს 33%-ით ხოლო ultimate lift ჩვენს კანს ხდის 70%-ით დრეკადს,ჩვენ ვეყრდნობით კლინიკურ კვლევებს რომელთა მსვლელობისას პროდუქტები გამოიყენება როგორც სამი თვის მანძილზე კომპლექსური მოვლის ნაწილი .


რამდენად სწრაფად შემიძლია დავინახო კომპლექსური მოვლის შედეგი?

ყოველი ჩვენი კომპლექსური კვლევები12 კვირის მანძილზე გრძელდება. ეს ზუსტად ის ვადაა რომლის გასვლის შემდეგაც ჩვენ ვაფასებთ ცვლილებებს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ True Perfection ზრდის კანის ბზინვარებას 95% -ით, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს შედეგი შესამჩნევი იქნება12 კვირის შემდეგ. არ დაგავიწყდეს, რომ ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება. გენეტიკა და სხვა ფაქტორები ისეთი როგორიცაა მზეზე ყოფნა. კვება, გარემო პირობების დაბინძურება უნდა ახდენდეს გავლენას იმაზე თუ რამდენად შესამჩნევი იქნება კომპლექსური მოვლის შედეგები.

ტექსტი: ფოტო: Fotolia, Oriflame