საკვები და ვარჯიში
«ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ შეძლებენ «დაწვან» ცუდი კალორიები, რომლებიც სადილის დროს დააგროვეს, ვარჯიშის დროს გვიხსნის ელიზაბეტი. მრავალი გამოკვლევის თანახმად ჩვენ, როგორც წესი სათანადოდ არ ვაფასებთ მიღებული კალორიების რაოდენობას. ჩვენ ხშირად არ ვითვალისწინებთ წახემსებას დღის მანძილზე: იქნება ეს თხილი, სასმელი, ნახევარი ვაშლი. ისინი ხომ კალორიებსაც შეიცავენ, რომლებიც დროის განმავლობაში კილოგრამებად გადაიქცევა. ეს უბრალო მათემატიკაა. იმისთვის, რომ გავხდეთ საჭიროა დავწვათ მეტი კალორია ვიდრე ვიყენებთ».
ყველაფერი დამოკოდებულია დიეტაზე
«თუ შენ აქტიურად ვარჯიშობ, ხოლო შემდეგ მიირთმევ მავნე საჭმელს ან უბრალოდ ზედმეტს ჭამ, შენ ვერ შეძლებ მოიცილო ზედმეტი წონა. იმისთვის, რომ არ გქონდეს შიმშილის გრძნობა, ჭამე საკვები რომელიც მდიდარია ცილებით და უჯრედისით. აზრი თითქოს ნახშირწყლები მავნებელია მცდარია. ის ბალანსირებული დიეტის აუცილებელი ნაწილია ამიტომ შენი ულუფის ნახევარი უნდა შეიცავდეს ბოსტნეულს,ხოლო ტკბილ სასმელებზე უარი ნამდვილად უნდა თქვა».
კუნთები ცხიმის წინააღმდეგ
«კუნთოვანი ქსოვილის კილოგრამები იმდენს იწონის, რამდენსაც ცხიმი, მაგრამ იმდენად რამდენადაც კუნთოვენი ქსოვილი უფრო მჭიდროა, ის იკავებს მცირე ადგილს შენს სხეულში ვიდრე ცხიმი. ამიტომ თუ შენ ბევრს ვარჯიშობ და უფრო ტანადი და დაჭიმული ხდები შენი წონა გაიზრდება. გაზომე პროგრესი არა კილოგრამებით, არამედ წელის თეძოების შემოწერილობით: თუ ეს მაჩვენებლები მცირდება, შენ სწორი მიმართულებით მოძრაობ».
წყლის წონა
«ჩვენი სხეულის 80% წყლისგან შედგება. ამიტომ ჩვენი წონა შეიძლება დღითიდღე უმნიშვნელოდ იცვლებოდეს. იმისთვის რომ არ დაკარგო წყლის რაოდენობა ვივარჯიშოთ ვსვათ წყალი აუცილებელი რაოდენობით (იმიტომ რომ გაუწყლოებისას ორგანიზმი აკავებს სითხის მარაგს) თავი ავაცილოთ მარილიანს და მივირთვათ საკვები, რომელიც მდიდარი იქნება უჯრედისით».
რომელი ვარჯიშია უფრო ეფექტური?
«კარდიოვარჯიშები, ისეთი როგორიცაა სირბილი ან საიკლინგი - ანუ ტრენაჟორებით ვარჯიში. გვეხმარება დავწვათ მეტი კალორიები ვარჯიშების შესრულებისას. ძალოვანი ვარჯიშები გვეხმარება მუდმივად დავწვათ კალორიები დღის განმავლობაში. ვარჯიშის ეს სახეობები უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს. ამის გარდა, ზოგიერთი სასარგებლო ჩვევები დაგვეხმარება მუდმივად ვიყოთ ფორმაში და დავწვათ კალორიები. სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას ადი კიბეზე და არა ლიფტით. ჩამოდი ავტობუსიდან ერთი ან ორი გაჩერებით ადრე, იყიდე ნაბიჯის ასაზომი - ჯანმრთელი ადამიანის ნორმა შეადგენს სულ მცირე 10000 ნაბიჯს დღეში».
დასკვნა
«ადამიანების უმრავლესობისთვის მიაღწიოს იდეალურ წონას ადვილია სწორი დიეტის მეშვეობით ვიდრე ინტენსიური ვარჯიშით. მაგრამ თუ შენი მიზანია არა მარტო გახდომა არამედ ჯანმრთელი ცხოვრების წესიც აუცილებელია შეუთავსო სწორი კვება და მისი შედეგები: თუ რამოდენიმე თვის საღამოს გარბენის შემდეგ აღმოაჩენ, რომ მოიმატე ეს არაა კუნთები არამედ შენ ზედმეტს ჭამ ან არასწორად იკვებები. შეცვალე კოკა-კოლა უბრალო წყლით. მეტი იარე ფეხით, უარი თქვი სწრაფი კვების პროდუქტზე. ჯანმრთელობისკენ და სილამაზისკენ მიმავალი გზა იწყება ამ უბრალო მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯებით».