კანის მოვლა: ბუნების შთაგონება

უკვე 50 წელია შვედეთის ბუნება ორიფლეიმის მეცნიერთა მუდმივი შთაგონების წყაროა. წარმოგიდგენთ ჩვენი დიდი ხნის ბრენდის Optimals-ის განახლებულ ხაზს: ანტიასაკობრივი საშუალებები AGE REVIVE. ისინი შექმნილია კანის ასაკობრივი ნიშნების წინააღმდეგ და შეიცავს აქტიურ ბუნებრივ ინგრედიენტებს. დეტალურად ახალ საშუალებებსა და მათ შემადგენლობაზე მოგვითხრო კანის მოვლის კატეგორიის ექსპერტმა მელინა გალეადიმ.

1. რატომა არის, რომ OPTIMALS-ის შემადგენლობაში შედის ბუნებრივი ინგრედიენტები? 
ჩვენ ყოველთვის შთაგვაგონებდა ბუნება. ამის გარდა ჩვენ ყოველთვის  ვქადაგებდით ბუნებასთან დადებითი დამოკიდებულების შესახებ. ეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ათწლეულის განმავლობაში ვაგროვებდით ინფორმაციას ბუნებრივ ინგრედიენტებზე და მის უპირატესობებზე, რათა გამოვიყენოთ ისინი ახალი საშუალებების დამუშავებისას. ყოველი მცენარეული ექსტრაქტი – შედეგია ჩვენი მეცნიერების შეუპოვარი შრომისა, რომელიც მიმართულია სპეციფიკური პრობლემების გადასაჭრელად.

2. რითი შთაგაგონებს შვედური ბუნება?
შვედეთში შეიძლება შეგხვდეს მცენარეები, რომლებიც შეუდარებლად მდგრადია ბუნების პირობების მიმართ. ისინი უძლებენ ჩრდილოეთის კლიმატის მკაცრ პირობებს, რომელიც მერყეობს -20 დან +30-ათ გრადუსამდე. ამისათვის მცენარეებს უნდა შეეძლოთ შეინარჩუნონ საკვები ნივთიერებები –ანტიოქსიდანტები, ვიტამინები და სასარგებლო ზეთები. ზუსტად ეს ნივთიერებები შედიან ექსტრაქტების შემადგენლობაში, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ ჩვენი პროდუქციის შექმნაში.

3. მოდით დეტალურად შევჩერდეთ ინგრედიენტებზე. 
ინგრედიენტებთან დამატებით, რომლებიც ტიპიურია კანის მოვლისათვის, სერია Age Revive შეიცავს 11 ბუნებრივ ექსტრაქტს: წითელი სამყურა, შვრია, მალინა, ღვია, შვედური თეთრი არყი, წითელი მოცხარი, ცხენის წაბლი, შავი მოცხარი, სელის თესლი და მაყვალი. ყველა ეს ექსტრაქტი იყო განსაკუთრებულად კომბინირებული ყოველ პროდუქტში, რათა ერთობლივი კომპლექსური გამოყენების დროს მიეხმაროს თქვენ კანს გახდეს უფრო მეტად ლამაზი და ახალგაზრდული. ისინი კვებავენ და ატენიანებენ, ასევე ზემოქმედებენ კანის სიბერის ნიშნებზე: ნაოჭებზე, პიგმენტურ ლაქებსა და ჩაშავებულ უპეებზე.

4. რითია აღსანიშნავი სერია AGE REVIVE საშუალებები? 
Age Revive – ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური ანტიასაკობრივი საშუალებების კომპლექსია. ამ საშუალებებიდან თითოეული ებრძვის, რომელიმე განსაკუთრებულ სიბერის ნიშანს. ამიტომ, საერთო ეფექტის მისაღწევად მნიშვნელოვანია გამოიყენო ეს პროდუქტები კომპლექსური კანის მოვლისათვის:

  • თვალის გარშემო კანის კრემი ფორმულა კოფეინით და აქტიური ინგრედიენტების ნატურალური კომპლექსი ახალისებს კანს და ხელს უწყობს მიკროცირკულაციას, ხსნის დაღლილობის ნიშნებს. 
  • შრატი ჰიალურონის მჟავით და აქტიური ინგრედიენტების ნატურალური კომპლექსი ამკვრივებს, ჭიმავს და მატებს კანს ელასტიურობას რეგულარული გამოყენებისას, აძლიერებს სხვა საშუალებების  მოქმედებას.  
  • დღის კრემი აქტიური დღის კრემი ებრძვის ასაკობრივი ნიშნების წარმოქმნას, ამცირებს ნაოჭებს, ატენიანებს და კვებავს კანს, მატებს ბზინვარებას.  
  • ღამის კრემი მკვებავი ღამის კრემი ებრძვის ასაკობრივ ნიშნებს, ინტენსიურად ატენიანებს და კვებავს კანს.


ტექსტი: ფოტო: Oriflame; Getty