რით განსხვავდება მინერალური კოსმეტიკა ჩვეულებრივისგან?
ორი სიტყვით რომ ვთქვათ: ასეთი კოსმეტიკა ყოველთვის შეიცავს ბუნებრივ მინერალებს. მინერალურ კოსმეტიკაში არ გამოიყენება ხელოვნური საღებავები და ზეთები. თუმცა, როგორც რეიჩელ მალოუნი, დუბლინის (ირლანდია) ორიფლეიმის კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი აღნიშნავს სხვადსხვა კომპანიების მიდგომა მინერალური კოსმეტიკის შექმნაში განსხვავებულია. მაგალითად, ხშირად თხევადი კოსმეტიკური პროდუქცია გამდიდრებულია ნივთიერებებით, ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით, რომლებიც დადებით ზემოქმედებას ახდენენ ჩვენს კანზე.
როგორ იცვლება მინერალური კოსმეტიკა დროთა განმავლობაში?
სინამდვილეში, კაცობრიობისთვის დიდი ხანია ცნობილია მინერალური კოსმეტიკა. ჯერ კიდევ, კლეოპატრა იყენებდა ნახშირს როგორც თვალის ლაინერს. რაც ფაქტობრივად მინერალურ მაკიაჟს ნიშნავს. დღეს, კოსმეტიკურ პროდუქციაში გამოიყენება ისეთი მინერალები და ნივთიერებები რომელსაც მოითხოვს მომხმარებელი თავისი კანიდან გამომდინარე.
კლეოპატრა იყენებდა ნახშირს, როგორც თვალის ლაინერს, რაც მინერალურ მაკიაჟს ნიშნავს.
რომელ ინგრედიენტს არ უნდა შეიცავდეს მინერალური კოსმეტიკა?
მინერალური კოსმეტიკა, უწვრილესი ნაწილაკების სახით, შეიძლება შეიცავდეს რკინის ოქსიდებს, თუთიას, ტალკს, ტიტანის დიოქსიდს. მაგალითად, მყარ მინერალურ, ტონალურ ფუძე Giordani Gold -ში გამოყენებული იყო სიცილიური ვულკან "ეტნას"-ს მინერალები. რეიჩელ მალოუნი ამბობს: «ვულკანური წარმოშობის მინერალები ეხმარება კანს გამოიყურებოდეს კარგად დიდი ხნის განმავლობაში. ისინი ინტენსიურად კვებავენ კანს, უზრუნელყოფენ მის თანაბარ ტონს, სიგლუვეს და დატენიანებას».
აქვს თუ არა მინერალურ კოსმეტიკას რაიმე სახის უარყოფითი მხარე?
ნებისმიერი სხვა პროდუქტების შემთხვევაში, აქაც ყველაფერი დამოკიდებულია პირად არჩევანზე. შენ, ყოველთვის უნდა აირჩიო ისეთი კანის მოვლის საშუალება და კოსმეტიკა, რომელიც ეფუძნება ინდივიდუალურ მოთხოვნას.
შეუძლია თუ არა მინერალურ ტონალურ ფუძეს მისცეს კანს ისეთივე ეფექტი როგორც ჩვეულებრივს?
როგორც სხვა კოსმეტიკური საშუალების შემთხვევაში, აქაც ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ პროდუქციაზე. იოჰანს ვრამელი, ორიფლეიმის გლობალური კრეატიული დირექტორი და მსოფლიოში ცნობილი ვიზაჟისტი მიიჩნევს, რომ მინერალური მაკიაჟი უხდება თითქმის ყველანაირ სახის კანის ტიპს. რადგან ტონალური ფუძე შეიძლება წაისვას რამდენიმე ფენად, იოჰანსი გვირჩევს გამოვიყენოთ მაკიაჟის ფუნჯი და მსუბუქი მოძრაობით დავფაროთ კანის ნაკლოვანებები. ასევე, ვისაც კანის მსუბუქი გაღიზიანება აღენიშნება იოჰანსი ურჩევს მათ გამოიყენონ მინერალური ტონალური ფუძე.