1. რატომ არის ცილა აუცილებელი ორგანიზმისთვის?
ცილები — მილიონობით უჯრედის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ორგანიზმი ყოველდღიურად ქმნის. ამინომჟავების, "სამშენებლო ბლოკების" მეშვეობით, რომლებიც სხეულის მშენებლობაში იღებენ მონაწილეობას, ცილები ორგანიზმს სხვადასხვა ფუნქციების შესრულებაში ეხმარება: ქსოვილების აღდგენიდან ფერმენტების გამომუშავებამდე.
2. რამდენი ცილაა საჭირო დღეში?
ცილების მიღების რეკომენდებული დღიური ნორმაა 0.8-1 გ ცილა 1 კგ წონაზე. ეს დაახლოებით 56 გრამია 70 კგ წონის ზრდასრული მამაკაცისთვის და 46 გრამი - 60 კგ წონის ზრდასრული ქალისთვის. სპორტსმენებისთვის ეს ნორმა იზრდება და შეიძლება 2 გრამსაც მიაღწიოს 1 კგ წონაზე.
3. მოგვიყევით უფრო მეტი პროტეინების კომპლექსის შესახებ . რისთვის არის საჭირო?
პროტეინების კომპლექსი — მაღალხარისხიანი ცილების და უჯრედისის ოპტიმალური წყაროა, რომელიც ყოველდღიური რაციონის გამდიდრებაში გვეხმარება. ფორმულის ავტორია სტიგ სტენი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, უფროსი პროფესორი, ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) კარდიოქირურგიის კათედრის გამგე და იგელოსას სამეცნიერო ცენტრის დამფუძნებელი. მან პროტეინების კომპლექსი მისი მძიმე ავადმყოფი მშობლებისთვის ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ დაბალანსებული კვების უზრუნველსაყოფად შეიმუშავა.
4. როგორ დამეხმარება პროტეინების კომპლექსი პირადათ მე?
პროფესორ სტიგ სტენის ფორმულის უნიკალურობა მდგომარეობს ცილის სამი სხვადასხვა წყაროს (კვერცხი, ბარდა და შრატის ცილა) გაერთიანებაში. ამინომჟავებით მდიდარი კომპონენტები ორგანიზმს ახალი უჯრედების და ცილების შექმნაში უწყობს ხელს. გარდა ამისა, პროტეინების კომპლექსი უზრუნველყოფს ორგანიზმში უჯრედისის საჭირო ოდენობას და ხელს უწყობს საჭმლის მონელების ნორმალიზებას.
5. რომელი ინგრედიენტებისგან შედგება კომპლექსი?
— ბარდა: მცენარეული ცილების ბუნებრივი წყარო ალერგენების, ქოლესტერინისა და ლაქტოზის გარეშე.
— შრატის ცილა: მოუხდელი რძის ცილა, შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ცხრა ამინომჟავას, რომელსაც ორგანიზმი სწრაფად ითვისებს.
— კვერცხი: ცილის ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარი წყარო.
პროტეინების კომპლექსი, ასევე, შეიცავს "ნელ" ნახშირწყლებს, სასარგებლო ცხიმებს და უჯრედისს სამი მცენარეული წყაროდან: ვაშლი, ასკილი და ჭარხალი. ვაშლი და ასკილი მდიდარია С ვიტამინით, რომელიც მნიშვნელოვანია ჯანსაღი იმუნური სისტემისთვის, ხოლო ჭარხალი — არ შეიცავს გლუტენს.
6. რატომ არის უჯრედისი მნიშვნელოვანი?
საერთაშორისო ევროპული კვლევების და სკანდინავიური ნუტრიციოლოგიური რეკომენდაციების თანახმად, ყოველდღიურად 25-35 გ უჯრედისის მიღება დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. კვლევებიდან, ასევე, ჩანს, რომ ადამიანთა უმეტესი ნაწილი ამ ნორმას არ იცავს. პროტეინების კომპლექსი დიდი ოდენობით შეიცავს უჯრედისს. გსურს უჯრედისის ოდენობის გაზრდა რაციონში? დაამატე პროტეინების კომპლექსი ყოველდღიურ მენიუში.
7. რომელ კერძებში შეიძლება პროტეინის კომპლექსის დამატება?
პროტეინების კომპლექსს ნეიტრალური გემო და სუნი აქვს და არ შეიცავს ხელოვნურ დამატკბობლებს. ამიტომ, ის არ შეუცვლის გემოს შენს საყვარელ კერძებს თუ სასმელებს. მიიღე ცალკე, ან დაამატე წვნიანებში, სოუსებში, სალათებში, სმუზის თუ ნამცხვრების — მომზადების დროს, ან უკვე მზა კერძში.