გადაარჩინე კანი. მზისგან დამცავი საშუალებების გიდი

მზისგან დამცავი საშუალების გარეშე შეიძლება დაიწვა ტენტის ქვეშ და ღრუბლიანი ამინდის დროსაც კი. როგორ შევარჩიოთ დამცავი საშუალებები?

SPF — ეს უპირველეს ყოვლისა დროებითი დაცვაა. საშუალოდ ადამიანს შეუძლია დაცვის გარეშე 10 წუთი იყოს მზეზე. თუ შენ დაიტან საშუალებას SPF 10-ით, მზეზე უსაფრთხოდ ყოფნის დრო გაიზრდება 100 წუთამდე, თუ SPF 30 — 300 წუთი და ა.შ.

თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია. რაც უფრო მკრთალი კანის ტონი გაქვს, მით უფრო მაღალი SPF ფაქტორი გესაჭიროება. მზის სხივების ქვეშ ღია ფერის კანი წითლდება 5 წუთში, მაშინ როცა უფრო მუქი ფერის კანი — დაახლოებით 15 წუთში. გაითვალისწინე ეს საშუალების შერჩევისას. 

როგორ შევარჩიოთ?

ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალების შერჩევისას, აუცილებელია მზის აქტივობის შეფასება შენს რეგიონში. თუკი შენ ირჩევ საშუალებას ქალაქში სეირნობისა და პიკნიკისთვის და გაქვს მკრთალი კანი — აირჩიე SPF 30, თუ მუქი — SPF 15. ზღვაზე ყველასთვის რეკომენდებულია მაქსიმალური დაცვა — SPF 50, ძალიან მწველი მზის გამო.

SPF 50 — ყველაზე შესაფერისი დაცვაა ზღვაზე დასვენებისა და ცხელი კლიმატისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ახლა დაიწყეს საშუალებების გამოშვება დაცვის დონით SPF 70 და SPF 100 კიSPF 50 მათზე არანაკლებია. საშუალება SPF 50-ით ბლოკავს UVB-სხივების 98%.

და თუ დამწვრობაა?

თუკი კანზე გაქვს ჩხვლეტის შეგრძნება, ე.ი. შენ უკვე დაიწვი მზეზე. შესაძლოა ის ჯერ არ არის ძლიერი, მაგრამ თუ არ მიიღებ ზომებს ვითარება გაუარესდება. შეეცადე რაც შეიძლება სწრაფად დაფარო სხეულის დამწვარი ზონები მზისგან, მიიღე გრილი აბაზანა და დაიტანე გარუჯვის შემდგომ წასასმელი გამაგრილებელი ან დამამშვიდებელი საშუალება. 

თუკი შენ მაინც მიიღე დამწვრობა, კანი გაწითლდა და გტკივარაღაც პერიოდი ჯობია არ გახვიდე მზეზე ბამბის მოსაცმელის გარეშე. კანს უნდა დაეხმარო აღდგენაში. გამოიყენე გარუჯვის შემდეგ წასასმელი საშუალება ან ფარმაცევტული მალამო პანთენოლი.


მნიშვნელოვანია!
«გარუჯვის შემდეგ» წასასმელი სპეციალური საშუალება უნდა გამოიყენო სანაპიროდან დაბრუნებისთანავე და არა დაწვის შემდეგ.
სანაპიროზე წასვლამდე 20 წუთით ადრე დაიტანე მზისგან დამცავი კრემი, რათა საშუალებამ მოასწროს შეწოვა. სურვილის შემთხვევაში მაკიაჟის გაკეთება სანსქრინის ზემოდან შეგიძლია.

 
SPF, UVA, UVB — მზისგან დამცავი საშუალებების ტერმინოლოგიის მბიშვნელობა იხილეთ ორიფლეიმის სილამაზის საზაფხულო წიგნში. 

 

 
ტექსტი: ფოტო: Oriflame