ყველაფერი კანის გაღიავების შესახებ

არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ და რა ფერისაა შენი კანი – ჰიპერპიგმენტაცია შეიძლება ნებისმიერ ასაკში. დღეს გამაღიავებელი საშუალებების დიდი არჩევანია, მაგრამ როგორ მოქმედებს ის კანზე და როგორი ეფექტი აქვს? ჩვენი ექსპერტი მელინა გალეადი გვიამბობს.

როგორ მუშაობენ კანის გამაღიავებელი პროდუქტები? 

გამაღიავებელი საშუალებები შექმნილია იმისთვის, რომ შეამცირონ კანის გაუფერულება და გიპერპიგმენტაცია, რომელთა გამომწვევი მიზეზია მზის სხივების ზემოქმედება, ასაკი, დაავადებები ან აკნე.

კანის ფერის ცვლილება ჩნდება მელანინის ცვლილებების შედეგად. მელანინი გამომუშავდება კანის განსაკუთრებული უჯრედებით, რომელთა სახელწოდებაა მელანოციდი: რაც მეტი მელანინი გამომუშავდება შენს კანში, მით მეტად მუქი ელფერი დაკრავს მას.

პროდუქტები, რომლებიც აღიავებენ კანს, შემდეგნაირად მოქმედებენ: ისინი აფერხებენ მელანინის წარმოქმნას მელანოციტებიდან, ათანაბრებენ კანის შეფრილობას და ამცირებენ გამუქების პროცესს. ასეთი პროდუქტები მოქმედებენ იქ, სადაც მელანინი განსაკუთრებით აქტიურად გამომუშავდება, რის შედეგადაც ჩნდება მუქი ლაქების გაჩენის საშიშროება.  

ვის სჭირდება გამაღიავებელი პროდუქტებით სარგებლობა? 

გამაღიავებელი პროდუქტები შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა ადამიანმა, თუ მას შეემჩნევა კანის გაუფერულების ან ჰიპერპიგმენტაციის სიმპტომები. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ რაც უფრო გემატება ასაკი, მით მაღალია სიმპტომების გაჩენის ალბათობა. ვინაიდან თანაბარი ელფერი დამახასიათებელია ახალგაზრდა კანისთვის, გამაღიავებელი პროდუქტები პოპულარობით სარგებლობს იმ ადამიანებში ვინც კანის ანტიასაკობრივ მოვლას საჭიროებს.


"გამაღიავებელი პროდუქტები ათანაბრებს კანის ტონს, ამცირებს მუქი ლაქების გაჩენის საშიშროებას"


რა სხვაობაა გამაღიავებელ და გამათეთრებელ პროდუქტებს შორის?

საბოლოო შედეგი ერთნაირია: ორივე საშუალება აღიავებს კანს, სხვაობა მხოლოდ აქტიურ ინგრედიენტებშია. არსებობს რიგი ინგრედიენტებისა, რომლებიც აკრძალულია ევროკავშირის ქვეყნებში, იმიტომ რომ მათ აქვთ არასასიამოვნო გვერდითი ეფექტები. გამაღიავებელი საშუალებების დანიშნულებაა აქტიური ინგრედიენტების ხარჯზე გაათანაბრონ სახის ელფერი და ამასთანავე არ დაარღვიონ კანის ბუნებრივი ბალანსი.

კანის გაღიავების უფრო სრული ეფექტის მისაღწევად ღირს თუ არა პროდუქტების შერწყმა სხვა პროდუქტებთან? 

ვიდრე კანის მოვლის პროდუქტების შერჩევას დაიწყებდეთ აუცილებელია გაარკვიოთ თქვენი კანის მნიშვნელოვანი მოთხოვნები. არსებობს კანისთვის განსაკუთრებულად შემუშავებული საშუალებები ჰიპერპიგმენტაციის და არათანაბარი ელფერის მქონე კანისთვის. თუ თქვენს კანს აქვს კიდევ დამატებითი მოთხოვნები, მაშინ თქვენს ჩვეულებრივ პროდუქტებს უნდა დაამატოთ შესაბამისი პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად. მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ ყველაზე საიმედო საშუალებაა კანის გასაღიავებლად თავი აარიდო მზის სხივების მოქმედებას.

ტექსტი: ფოტო: Shutterstock