რისთვის არის საჭორო შრატი?

გამოსვლის დღიდან შრატი კანის მოვლის საშუალებებს შორის ყველაზე პოპულარულ საშუალებად ითვლება. მიუხედავად ასეთი პოპულარულობისა, ბევრ ჩვენგანს სურს გაერკვეს, რა არის შრატი, რისთვის არის საჭირო და როგორია მისი მოქმედება. თქვენს კითხვებს პასუხობს ორიფლეიმის კანის კვლევითი ცენტრის სპეციალისტი ხოლო გრენფელი.

რა არის შრატი?
შრატი კანის მოვლის საშუალებაა, რომელიც შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, როგორიცაა ანტიოქსიდანტები, მჟავები და ვიტამინები. შრატი ხელს უწყობს კანში კოლაგენის გამომუშავებას და ტენიანობის შენარჩუნებას. მის შემადგენლობაში შემავალი მცირე ზომის მოლეკულების გამო გააჩნია შედარებით მსუბუქი ტექსტურა ვიდრე კრემს და ხელს უწყობს კანის ფენაში მკვებავი ნივთიერებების ღრმად შეწოვას.

რა უპირატესობა აქვს შრატის გამოყენებას?
შრატი შეიქმნა იმისთვის, რომ გადაჭრას კანის ღრმა ფენებში არსებული პრობლემები, მაგალითად, ეწინააღმდეგება პიგმენტურ ლაქებს, კანის ფერის ასაკობრივ ცვლილებებს და ღრმა ნაოჭებს. შრატი – ანტიასაკობრივი მოვლის განუყოფელი ნაწილია და მისი ეფექტურობა დადასტურებულია კლინიკური კვლევებით.     

შეუძლია თუ არა შრატს შეცვალოს დღის და ღამის კრემი?
არა, რამდენადაც დამატენიანებელი საშუალებები განკუთვნილია კანის ტენიანობის შესანარჩუნებლად, ქმნის რა დამცავ ბარიერს კანსა და გარემო პირობებს შორის. მათი მოქმედებაც განსხვავებულია: მსუბუქი ტექსტურის მეშვეობით, აღწევს კანის ღრმა ფენაში, აძლიერებს დღის კრემის მოქმედებას, მაგრამ არ ცვლის მას და პირიქით.

როგორ გამოვიყენოთ შრატი?
წაისვი შრატი გაწმენდილ სახის და კისრის ზონაზე ნაზი მასაჟის მოძრაობით. საკმარისია მცირე რაოდენობით შრატი, რამდენადაც მისი შემადგენლობა საკმაოდ მდიდარია და კარგად ნაწილდება კანზე. შრატი კარგად შეიწოვება და ხუთი წუთის შემდეგ შეგიძლია წაისვა დღის ან ღამის კრემი.


ტექსტი: ფოტო: Oriflame