იდეალური მაკიაჟი იონას ვრამელისგან

წვეულებების სეზონი გახსნილია! ორიფლეიმის არტ დირექტორი იონას ვრამელი მზადაა გაგიზიაროთ სადღესასწაულო მაკიაჟისათვის საჭირო იდეები და რამოდენიმე ეშმაკობა შემოგთავაზოთ, რომლებიც მეორე დილისთვის გამოგადგებათ.

რაზე უნდა ვიზრუნოთ საზეიმო მაკიაჟის გაკეთებისას?
პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ სად მივდივართ. დილის ღონისძიებებისას მაკიაჟს სხვანაირი მიდგომა სჭირდება, ხოლო წვეულებებს დილამდე საერთოდ განსხვავებული. არსებობს ოქროს წესი: მეტი სინათლე- ნაკლები მაკიაჟი, ნაკლები სინათლე - მეტი მაკიაჟი.

როგორ მივიღოთ საუკეთესო შედეგი წვეულებისთვის მზადების დროს?
მაკიაჟი დაიტანე ნაბიჯ-ნაბიჯ. პირველად-ფუძე და კონსილერი, შემდეგ გაამყარე ფუძე პუდრათი. წაისვი ის ჯერ შუბლზე, ნიკაპზე, ცხვირსა და ლოყებზე. მიეცი ფუძეს დრო გამყარდეს ვიდრე სხვა საშუალებებს დაიტან. სანამ ეს პროცესი მიმდინარეობს შეგიძლია წაისვა ლაქი ფრჩხილებზე და გაისწორო ვარცხნილობა. შემდეგ იმოქმედე ასეთი თანმიმდევრობით: წარბები, თვალები, ტუჩები.

რა არ შეიძლება გავაკეთოთ როდესაც წვეულებისათვის ვიკეთებთ მაკიაჟს?
არ გადააჭარბო. კარგი მაკიაჟი-ეს ბალანსი და ჰარმონიაა. ყურადღება გაამახვილე წარბებზე, თვალებსა და ტუჩებზე, მაგრამ არა ერთდროულად. შეისწავლე თანამედროვე ტრენდები, რათა შეარჩიო შესაფერისი გამა, მაგრამ არ გახდე მოდის მსხვერპლი. გახსოვდეს,რომ ყველაზე საუკეთესო მაკიაჟია ის რომელიც ყოველთვის მუშაობს მოდის მიუხედავად. ეს მდგომარეობს შემდეგში: უნდა გავუსვათ ხაზი ყველაზე მიმზიდველ სახის ნაკვთებს.

 

რომელი ფერის პომადაა ყველაზე პოპულარული ამ სეზონზე?
დღეს მოდის პიკია მუქი ღვინისფერი ფერები, მაგრამ თუ არ გიხდებათ აირჩიეთ კლასიკური წითელი. მასთან ერთად არასდროს წააგებ.

როგორ უნდა გავაკეთოთ ადაპტაცია თვალის გრფიკულ მაკიაჟზე და გავხადოთ ის მეტად მისაღები რეალურ ცხოვრებაში?
შეიღებე ჩვეულებრივად. შემდეგ პატარა ფუნჯით დაიტანე მუქი ჩრდილები ქუთუთოებზე შექმნი რა "სმოუკი აიზის" ეფექტს. ეს არც ისე ნაკლებად აქტუალური მაკიაჟია, მაგრამ მისი გაკეთება უფრო მარტივია და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსადეგი.

როგორ ვატაროთ მბრწყინვი ნაწილაკები, რათა ისინი არ აღმოჩნდნენ მთელს სახეზე არამედ მხოლოდ იქ სადაც საჭიროა?
პირველად დაიტანე ქუთუთოზე კრემისფერი ჩრდილები. ხოლო მის ზემოთ ნბრწყინავი ნაწილაკები. ჩრდილები დააკავებს მათ ერთ ადგილზე. ვინაიდან მბრწყინავი ნაწილაკები როგორც წესი ძნელად მოსაშორებელია მე გირჩევთ მისი ჩრდილებით შეცვლას.

მე ვაპირებ მთელი ღამით საცეკვაოდ წასვლას, როგორ გავაკეთო ისე რომ კანი არ პრიალებდეს და არ ჩანდეს ცხიმიანი?
როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს შენთვის შენი გარეგნობა, ცეკვები და მხიარულება რა თქმა უნდა უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ თუ გინდა თავიდან აიცილო კანის სიპრიალე იქონიე თან ხელსახოცი. თუ პრობლემური კანი გაქვს პატარა პუდრის ფუნჯით (ან ჩრდილების ფუნჯით) დაიტანე ფხვიერი პუდრი იმ ზონებში ,რომლებიც მეტად ბზინავს, მაგრამ არ დაიტანო იგი მთელს სახეზე ასე შენ ამოივსებ ფორებს რაც მიგიყვანს დამატებით კანის ცხიმის წარმოქმნამდე.

როგორ შევძლოთ,რომ ჩვენი სახე იყოს ნორჩი წვეულების მეორე დილას?
ყველაზე მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს მაკიაჟის მოშორება ძილის წინ.თქვენს  კანს ხომ რამით სჭირდება სუნთქვა. ამის გარდა არ დაგავიწყდეთ დატენიანება. დალიე ბევრი წყალი და ისარგებლე დამატენიანებელი საშუალებებით, რათა კანი არ იყოს ჩამქრალი და სახე შესიებული. თავიდან რომ ავიცილოთ თვალების შესიება გამოგვადგება დამატენიანებელი გელი. ასევე გონივრული იქნება თავშეკაებულები ვიყოთ მაკიაჟის მიმართ წვეულების მეორე დღეს.

ტექსტი: ფოტო: Fotolia