მოვლის საშუალებები მამაკაცებისთვის

ჩვენ შევკრიბეთ მეტად ხშირი საკითხები მამაკაცის კანის მოვლის შესახებ, რათა მზად იყო სწორი ნაბიჯის გადასადგმელად ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტისას.

მე ქერტლი მაქვს. როგორ მოვიქცე?
ქერტლი  –  ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა მამაკაცის თმებისათვის, რომელიც ადვილი გადასაჭრელია სწორი მოვლისას. პირველად აირჩიე შესაბამისი შამპუნი. თავის კანი მამაკაცებს,როგორც წესი 50%-ით ცხიმიანი აქვთ ვიდრე ქალებს, ამიტომ არ უნდა ისარგებლოთ იმ შამპუნით, რომელითაც შენი მეგობარი გოგონა სარგებლობს. ასევე შენ არ მოგიხდება საშუალებები «უნისექსის» კატეგორიებიდან. ეს უნდა იყოს სპეციალური პროდუქტი მამაკაცებისთვის, რომელიც გულდაგულ ასუფთავებს თავის კანს, ასევე აშორებს ცხიმის და ფორების ნარჩენებს.

მეორეს მხრივ:  არ დაიბანო თავი ძალიან ცხელი წყლით – ეს აღიზიანებს კანს და მხოლოდ აუარესებს მდგომარეობას. არჩევანი გააკეთე თბილ წყალზე, ხოლო დაბანის პროცესში ეცადე არ გაიფხაჭნო თავის კანი. მესამეს მხრივ არ გადააჭარბო ვარცხნილობის დასაყენებელ საშუალებებს მოხმარებისას და უარი თქვი იმ პროდუქტებზე რომლებიც ალკოჰოლს შეიცავენ.

მე მცვივა თმა. გვიკარნახეთ როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი?
თუ ეს ცოტათი დაგამშვიდებს, იცოდე: ეს პრობლემა ნაცნობია 40% მამაკაცებისთვის 35 წლის ზემოთ, მაგრამ თუ ეს პასუხი არ გაწყობთ გაგიზიარებთ იმ ცოტაოდენ რჩევებს, რასაც რეალურად შეუძლია დახმარება. პირველად, ისე როგორც ქერტლთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პროდუქტების გამოყენება. ვერცერთი შამპუნი ვერ აიძულებს თქვენს თმებს უფრო ინტენსიურად გაიზარდოს, მაგრამ არსებობს სპეციალური საშუალებები, რომლებიც შექმნიან ხშირი და ჯანმრთელი თმის ეფექტს, რაც შეეგუება რეალობას. პროფილაქტიკის მიზნით შეგვიძლია გირჩიოთ არ ისარგებლოთ ძალიან მძიმე თმის დასაყენებელი საშუალებებით და ბოროტად არ გამოიყენოთ ისინი. ბოლოს და ბოლოს ზოგჯერ საუკეთესოდ რომ გამოიყურებოდეთ საკმარისია მხოლოდ ფენი.

თვალის ქვემოთ მაქვს მუქი წრეები და შეშუპება. როგორ ვებრძოლოთ ამას?
დავიწყოთ იმით, რომ მუქი წრეები თვალის ქვემოთ შეიძლება გენეტიკურიც იყოს. ამ შემთხვევაში შენ ვერაფერს გახდები, რაც არ უნდა ეცადო. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანია იცოდე, რომ კანი თვალის გარშემო განსხვავდება სხვა ადგილების კანისგან. ის მეტად ნაზია და უფრო განიცდის ზემოქმედებას, ამიტომ მის მოსავლელად საჭიროა განსაკითრებული საშუალებები, რომლებიც ამ სპეციფიკითაა მომზადებული. კრემის გარდა თვალების გარშემო მუქი წრეების წინააღმდეგ საჭიროა ჯანსაღი ძილი 7-8 საათის ხანგრძლივობით.

როგორ ავიცილოთ თავიდან თმის ჩაბრუნება გაპარსულ ზონებში (ყელზე და სახეზე)?
ეს ემართება ყველას, მაგრამ ხვეული თმის მქონე პირებს მეტად ემუქრებათ ეს პრობლემა. იმისათვის რომ ავიცილოთ თავიდან ჩაზრდილი თმების წარმოქმნა, აუცილებელია რეგულარულად ვისარგებლოთ სკრაბით – ის ასუფთავებს ფორებს და ხელს უშლის ფოლიკულებს მკვდარი უჯრედების სახით ჩაბრუნდნენ, რის შედეგადაც თმები თავისუფლად და სწორი მიმართულებით იზრდებიან. თუ შენ სერიოზულად ზრუნავ გარეგნობაზე, იფიქრე სახის გამწმენდი საშუალების შეძენაზე. განსაკუთრებით თუ ატარებ წვერს სხვანაირად ხარისხიანად წვერის გაწმენდა არც ისე ხშირი თმის საფარის ქვეშ ძნელი იქნება. 

როგორ ავიცილოთ თავიდან ნაოჭების წარმოქმნა?
პირველი რაც გვახსენდება ესაა კანის დატენიანება, ვინაიდან მშრალი კანი დროზე ადრე არის სიბერისკენ მიდრეკილი. მაგრამ ყველაზე საუკეთესო კრემიც არ გიშველით ებრძოლოთ ნაოჭებს, სანამ შენ არ გამორიცხავ შენი ცხოვრებიდან ახალგაზრდა კანის 3 მთავარ მტერს: მზის სხივებს, მოწევას და შაქარს. ზუსტად შაქარი ვინაიდან ის ანგრევს კოლაგენს, რომელსაც მივყავართ ნაოჭების გაჩენამდე და კანის ჩამოკიდებამდე.

სხეულის რომელ ნაწილზეა უკეთესი პარფიუმის დატანა?


ბევრს არასწორად მიაჩნია, თითქოს ყველაზე შესაფერისი ადგილია პარფიუმერიისთვის პულსის ადგილი და ყურების უკან. სინამდვილეში ეს ასე არაა: სხეულის ტემპერატურა ამ ადგილებში ცოტათი მაღალია, რის შედეგადაც არომატი უბრალოდ სწრაფად გაქრება. უფრო შესაფერისია დაიტანო პარფიუმი მკერდის ზედა ნაწილზე (ლავიწის ძვლის ცოტა ქვევით) - ის გაძლებს თქვენს კანსა და პერანგზე, ხოლო მოძრაობისას გავრცელდება საყელოდან. იმავე მიზეზით დაიტანეთ არომატი ბიცეფსის შუა მხარეს და იდაყვის შიგნით.

ტექსტი: ფოტო: Getty Images, Fotolia