მეან-გინეკოლოგი გვირჩევს: ახალი სერიის Feminelle-ის განხილვა

ჰორმონალური ფონი, ცხოვრების პერიოდი, ციკლის ფაზა — მგრძნობიარე ინტიმური ზონის მდგომარეობაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. სათანადო მოვლა ხელს უწყობს დისკომფორტის, სიმშრალის, მიკროფლორაში ბალანსის დარღვევის თავიდან აცილებას. მეან-გინეკოლოგი ტატიანა ივანოვა მოგვითხრობს, თუ როგორ უნდა ავირჩიოთ სწორი ჰიგიენური საშუალება.

«კანი და ინტიმური ზონის ლორწოვანი ძალიან მგრძნობიარეა და განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. ჩვეულებრივი საპონი და შხაპის გელი შეიცავს ტუტეს და არღვევს არსებულ მჟავა გარემოს, ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიმშრალე და გაღიზიანება. საშუალებები სპეციალურად შემუშავებული ინტიმური ჰიგიენისთვის, არა მარტო ასუფთავებს და არეგულირებს pH-ბალანს, არამედ ეხმარება ინდივიდუალური პრობლემების გადაჭრაში, დაკავშირებული უსიამოვნო სუნთან ან დისკომფორტთან», — აცხადებს მეან-გინეკოლოგი ტატიანა ივანოვა.

მართლაც, pH პროდუქცია ინტიმური ჰიგიენისთვის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე: ის არ არღვევს დელიკატური ზონის pH-ს და ხელს უწყობს დისკომფორტის თავიდან აცილებას. როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი? მოდით გავერკვიოთ!

 

ინტიმური ჰიგიენის პირველი საშუალება უნდა გამოიყენოთ დაახლოებით 13 წლის ასაკში, როდესაც მიმდინარეობს სქესობრივი მომწიფება. ახალი შეგრძნებები შეიძლება იყოს არასასიამოვნო და ზოგჯერ მტკივნეულიც, მაგრამ ინტიმური შხაპის ხშირი მიღება აადვილებს და ამსუბუქებს მათ გადატანას საგანგებოდ ამ პერიოდისთვის და 18 წლის ასაკამდე ჩვენ შევქმენით რბილი საშუალება რომელიც შეიცავს რძემჟავას, პრებიოტიკს და იის ბუნებრივ ექსტრაქტს.

«სქესობრივი მომწიფების დროს გოგონებს ეცვლებათ ჰორმონალური ფონი და ინტიმური ზონის pH, ხოლო მისი ნაზი კანი განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. ძალიან მნიშვნელოვანია შეარჩიო საშუალება რბილი ფორმულით და რძის მჟავის შემადგენლობით, რომელიც დაეხმარება pH-ბალანსის შენარჩუნებასა და სწორი მიკროფლორის ფორმირებაში», — გვიამბო ტატიანა ივანოვამ.

როდესაც ჰორმონალური გარდაქმნა დასრულებულია, დროა აირჩიოთ ძირითადი ყოველდღიური მოვლა. ახალ Feminelle სერიაში ერთდროულად სამი ვარიანტია: ყველა მათგანი დამტკიცებულია დერმატოლოგების და გინეკოლოგების მიერ, შესაფერისია ყოველდღიური გამოყენებისთვის, ხელს უწყობს pH-ის დაბალანსებას და შეიცავს ბუნებრივ ექსტრაქტებს. აირჩიეთ ნებისმიერი ან გამოიყენეთ სამივე ერთად მდგომარეობიდან გამომდინარე. დამცავი მოცვის შემცველობით ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, , დამამშვიდებელი ალოე ვერას და ბალბას ექსტრაქტით ხსნის გაღიზიანებას და დისკომფორტს, ხოლო გამახალისებელი და აღმდგენი შავი მოცხარის და ლოტოსის ექსტრაქტით სასიამოვნო გამაგრილებელი ეფექტით გამოირჩევა. 

დაახლოებით 50 წლის ასაკში იწყება მენოპაუზა,  ქალის ორგანიზმის მორიგი ჰორმონალური გარდაქმნის პერიოდი, რომელიც ხშირად იწვევს სიმშრალეს ინტიმურ არეში. აირჩიეთ დამარბილებელი კრემ-გელი  გაწმენდისთვის და არ დაივიწყოთ დატენიანება. ბევრი ქალი იყენებს მკვებავ ან ბავშვის კრემს დისკომფორტის დასაძლევად და პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ ეს უხეში შეცდომაა: ასეთმა მდიდარმა და გაჯერებულმა ტექსტურამ შეიძლება გამოიწვიოს პათოგენური მიკროფლორის ზრდა. თქვენ გჭირდებათ  ლოსიონი, შექმნილი სპეციალურად ინტიმური ზონისთვის — რძის მჟავით და კალენდულას ბუნებრივი ექსტრაქტით.

მეან-გინეკოლოგი ტატიანა ივანოვა გვირჩევს«ქალურო ჰორმონის ესტროგენის შემცირება მენოპაუზის დროს აძნელებს სასარგებლო ლაქტობაქტერიების გამრავლებას და იწვევს ინტიმური ზონის სიმშრალეს. რძის მჟავის შემცველი დამარბილებელი და დამატენიანებელი საშუალებების რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს მიკროფლორის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებას და აქრობს უსიამოვნო შეგრძნებებს».

 

ინტიმური ჰიგიენის ძირითადი წესები

1. ჩვეულებრივი საშხაპე გელის ან საპნის ნაცვლად — მხოლოდ სპეციალური პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ ინტიმური ზონის ოპტიმალური გარემოს შენარჩუნებას, ხსნიან გაღიზიანებას, ახდენენ მიკროფლორის დეზოდორირებას და ნორმალიზებას.

2. ხარისხიანი საცვალი, რომელიც ძალიან მჭიდროდ არ ეკვრის სხეულს — სასურველია დამზადებული იყოს ბუნებრივი მასალისგან. სინთეტიკური საცვლების და სტრინგების ყოველდღიურად ტარება რეკომენდებული არ არის, მათ გაღიზიანების გამოწვევა შეუძლიათ. საცვლები უნდა გაირეცხოს სხვა ნივთებისგან განცალკევებით: კერძოდ, შარვლისგან, რომელშიც ქუჩის სკამზე ისხედით, წინდებისგან და ა.შ.

3. ინტიმური შხაპი — სწრაფი, რომ არ დაირღვეს ბუნებრივი მიკროფლორა. არავითარი შხაპის ღრუბელი და სკრაბები — ნაზ კანზე მიკროტრავმები გაჩნდება. ინტიმური ჰიგიენისთვის გამოყოფილი უნდა იყოს ცალკე პირსახოცი. 

4. ჰიგიენის პროდუქტების ხშირი შეცვლა. ბაქტერიების ზრდის თავიდან აცილების მიზნით, არ შეიძლება ერთი ტამპონის ან საფენის (თუნდაც ყოველდღიურის!) გამოყენება 3-4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. კრიტიკულ დღეებში საფენის ყოველი შეცვლის წინ სასურველია ინტიმური შხაპის მიღება. თუ ეს შეუძლებელია, გამოიყენეთ სპეციალური ხელსახოცები.

ტექსტი: ფოტო: Oriflame