ვირჩევთ დამატენიანებელ საშუალებას ყოველი ტიპის კანისთვის

ნებისმიერი ტიპის კანი საჭიროებს დატენიანებას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კანის ნებისმიერი ტიპისთვის გამოდგება ერთი გადაწყვეტილება. ჩვენ მივმართეთ რჩევისთვის ჩვენს ექსპერტს მელინა გალეადის.

მგრძნობიარე კანი
სიმპტომები: სიწითლე, დაჭიმულობა ან ქავილი. ასეთი კანი ფხიზლად რეაგირებს ნებისმიერ გაღიზიანებაზე — გამოწვეული გარემოს ზემოქმედებით და ასევე კოსმეტიკური ინგრედიენტებით.  

სულ ცოტა მეცნიერება
კანის ზედა ფენები ბარიერის როლს ასრულებენ: იცავენ ყოველგვარი ზემოქმედევისგან  და ეხმარებიან ტენიანობის საკმარისი დონის შენარჩუნებაში. მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებში ეს ბარიერი უფრო ხშირად ადვილი შესაღწევია. ამიტომაც მათი კანი ნაკლებად არის დაცული ტენის დაკარგვისგან. რაც უფრო ნაკლებია დაცვა, მით უფრო მგრძნობიარეა კანი გარე ზემოქმედების მიმართ. ასაკთან ერთად ბარიერის ეფექტურობა მცირდება და ამის შედეგად კანი შეიძლება გახდეს მშრალი მომავალში. 

რა დაგვეხმარება
საშუალებები დამამშვიდებელი, დამატენიანებელი და დამცავი თვისებებით. მაგალითად,  დამატენიანებელი დღის კრემი ან ღამის კრემი მშრალი/მგრძნობიარე კანისთვის Optimals Hydra Care (დაგეხმარებათ ბუნებრივი ბარიერის გაძლიერებაში, სანამ თქვენ გძინავთ).

ცხიმიანი კანი
სიმპტომები: გაფართოებული ფორები, ანთებები, ფერიმჭამელები Т-ზონაში. ასეთი კანი გამოყოფს ზედმეტად ბევრ სებუმას (კანის ცხიმს), რის შედეგად თქვენ ღებულობთ მცურავ მაკიაჟს დღის ბოლოს, ქუთუთოს ნაკეცებში ჩამოსრიალებული ჩრდილები და ლოყების ანაბეჭდები მობილური ტელეფონის ეკრანზე.  

სულ ცოტა მეცნიერება
სებუმის სიჭარბე — იმის ნიშანია, რომ თქვენი კანი დისბალანსშია. ხშირად ჩვენ ზედმეტად გულმოდგინეთ ვცდილობთ კანის გაწმენდას, რაც იწვევს უფრო მეტი სებუმის გამომუშავებას. ამ მანკიერი წრიდან გასასვლელად აირჩიე პროდუქტები დამაბალანსებელი და დამატენიანებელი თვისებებით.  

რა დაგვეხმარება
კანის სიმქრქალის საშუალებები მსუბუქი ტექსტურით, რომლებიც ამავდროულად აგაცილებთ ჭარბი სებუმის წარმოქმნას და უზრუნველყოფს ოპტიმალურ დატენიანებას. თქვენ დაგრჩებათ მხოლოდ ებრძოლოთ კანის ცხიმიანობის ხილვად შედეგებს. აი ჩემი რეკომენდაცია — სიგლუვის მიმნიჭებელი დღის კრემი-ფლუიდი ცხიმიანი კანისთვის Optimals Hydra

მშრალი კანი
სიმპტომები: სიმქრთალე, ხახურული ფორები, მიმიკური ნაოჭები, მსუბუქი სიწითლე. დავუმატოთ ამას კანის დაჭიმულობა და აქერცვლა. 

სულ ცოტა მეცნიერება

კანის სიმშრალე დამოკიდებულია ეპიდერმისის, მისი გარე ფენის უნარზე შეუნარჩუნოს კანს ტენიანობის სტაბილური დონე. ხშირად კანი მშრალი ხდება ასაკთან დაკავშირებით ან კლიმატური ცვლილებების გამო. სებუმის გამომუშავენა მცირდება, რაც იწვევს კანში ტენის რაოდენობის შემცირებას. ცივი კლიმატი და ტემპერატურის ცვლილება ზამთარში საზიანოდ მოქმედებს კანზე, აშრობს მას.  

რა დაგვეხმარება

საკვები პროდუქტები კომფორტული ტექსტურით. აირჩიეთ დამატენიანებელი დღის კრემი მშრალი/მგრძნობიარე კანისთვის  და ღამის კრემი მშრალი/მგრძნობიარე კანისთვის Optimals Hydra Care.

კომბინირებული კანი
ასეთი კანის ტიპის განსაზღვრა ერთბაშად რთულია. კომბინირებული ტიპის კანის მფლობელები ამჩნევენ ცხიმიანობას და ზედმეტ სიპრიალეს შუბლზე, ცხვირზე, ნიკაპზე (Т-ზონა) და სიმშრალეს ლოყებზე.  

ცულ ცოტა მეცნიერება
კომბინირებული კანი შეიძლება განიცდიდეს სიმშრალეს ამინდის პირობების გამო. სებუმის გამომუშავება იზრდება ცხელ კლიმატში და მცირდება დაბალ ტემპერატურაზე. ჰორმონალური ცვლილებები ასევე ახდენენ გავლენას. შეეცადეთ შეინარჩუნოთ ბალანსი ასეთი კანის მოვლისას, გამოიყენეთ დამატებიაბებელი საშუალებები, Т-ზონაში ზედმეტ სიპრიალესთან ბრძოლის სურვილის მიუხედავად.

რა დაგვეხმარება
კანის სხვადასხვა მდგომარეობის გამო ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ კანის ერთი ტიპისთვის განკუთვნილი პროდუქტები, მაგალითად, მხოლოდ ცხიმიანი კანისთვის ან მხოლოდ მშრალი კანისთვის. თქვენ გჭირდებათ საშუალებები, რომლებიც შეუნარჩუნებენ თქვენს კანს ტენიანობას და ჯანმრთელ ბზინვარებას და ამავდროულად დაგეხმარებათ ზედმეტ სიპრიალესთან ბრძოლაში. გირჩევთ  დამატენიანებელი დღის კრემი და დამატენიანებელი ღამის კრემი ნორმალური/კომბინირებული კანისთვის Optimals Hydra Radiance.

ტექსტი: ფოტო: Oriflame and Getty