1. პრემიალური არომატი — ეს რომელია?
«იშვიათი საკულტო ინგრედიენტები განსაკუთრებული თვისებებით — ჩემთვის პრემიალური არომატის მთავარი შემადგენლებია».
2. რას ნიშნავს ტერმინი «პრემიალურობა» თქვენთვის?
«ეს არის უნიკალურობა. მსურდა ეს კოლექცია შემექმნა მათთვის, ვისაც განუმეორებელი არომატები მოსწონს და ჩემს ორიენტირებს წარმოადგენდა სილამაზე, ჰარმონია და ხარისხი».
3. რაში მდგომარეობას არომატების TUBEROSA და TONKA BEAN-ის უნიკალურობა?
«ამ კოლექციას ელეგანტურობის და უნიკალურობის დუეტის სახით აღვწერდი. არომატები ძალზედ მრავალწახნაგოვანია, ისევე, როგორც ის მომენტები, როდესაც ბუნებაში მათი მდიდარი ნოტები გვესმის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პარფიუმებს აესახათ იმ ინგრედიენტების მთელი სიღრმე და მაგია, რომლებიც მათთვის შევარჩიეთ. ტუბეროზაც და ტონკაც შეუდარებელ შეგრძნებებს გვჩუქნიან».
4. ინგრედიენტების შერჩევისას ყურადღებას ხარისხზე ვამახვილებ. შემდეგ ვიწყებ ამ ინგრედიენტების სხვებთან შერწყმას, რათა გავიგო, როგორ ზემოქმედებენ ისინი ერთმანეთზე - აძლიერებენ ერთმანეთის თვისებებს, ახშობენ თუ ავსებენ ერთმანეთს, გარდაიქმნებიან რა იდეალურ კომბინაციად. მაგალითად, Sublime Nature Tuberose პარფიუმერული წყლისთვის ასეთი შერწყმის საპოვნელად მთელი წელი დამჭირდა.
5. როგორ არჩევთ ინგრედიენტებს და რატომ შეარჩიეთ ტუბეროზა და ტონკას მარცვლები?
ტუბეროზა — ერთ-ერთი ლეგენდარული პარფიუმერული ინგრედიენტია. ამ ყვავილს, ასევე, «ღამის დედოფალს» უწოდებენ, ის ხომ მხოლოდ ღამით ყვავილობს. ყვავილი აფრქვევს ალბათ უმაცდურეს და ყველაზე მიმზიდველ სურნელებას ყველა თეთრ ყვავილს შორის. რამდენიმე წლის წინ ინდოეთში ვიმოგზაურე და ახლაც მახსოვს ჩემი ემოციები ყვავილოვან მდელოებზე სეირნობისას — ეს იყო პუდრისა და მწვანე ნოტების სინთეზი.
ტონკას მარცვლები — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პარფიუმერული ინგრედიენტი. არის ასეთი ყვავილი — დიფტერიქსი. ის ტროპიკულ ბრაზილიურ ტყეებში იზრდება. მისი ნაყოფი — ტონკას მარცვალი — გამოირჩევა თბილი გურმანული ჟღერადობით და აერთიანებს ვანილის, ნუშის, დარიჩინის და კარამელის ნოტებს. შეგროვების სირთულისა და დახვეწილი ნოტების წყალობით ტონკას მარცვლები პარფიუმერიაში ერთ-ერთ უიშვიათეს და საკულტო ინგრედიენტად იქცა.
5. არომატი — ეს ყოველთვის მოგონებაა. რა გახსენდებათ კოლექციაზე მუშაობისას?
ტუბეროზას სუფთა, ბუნებრივი არომატი საუკეთესოდ ასახავს მწვანე ნოტების პუდრისებრ სურნელს გამთენიისას. ყოველდღე, მაისიდან დეკემბრამდე, სარიში გამოწყობილი მანდილოსნები აგროვებენ თეთრ ყვავილებს, რომლებსაც შემდეგ არომატების შექმნისას იყენებენ. ტუბეროზას ყვავილობის მომენტი გამთენიისას, ახლად წარმოქმნილი ნამი მის ნაზ ფოთლებზე — აი ამ მომენტის ასახვა მსურდა Sublime Nature Tuberose არომატში.
ტონკას მარცვლის შეგროვება ხდება მუსონური წვიმების შემდეგ, როდესაც მარცვლები მზეზე შრება, მათზე ჩნდება უთხელესი თეთრი პირბადე —- კრისტალური კუმარინი. ეს ტონკას მარცვლების «გულია»: გურმანული ნოტები და სიხალისე, სწორედ ეს წუთია გამოხატული არომატში Sublime Nature Tonka Bean არომატში.
6. თქვენ ხართ პარფიუმერი, ჯილდოების მფლობელი და მრავალი კომპოზიციის შემქმნელი. როგორ აღწერდით ამ ორ არომატს?
Sublime Nature Tuberosa — ყვავილოვანი და გამაგრილებელი, გამთენიისას დაკრეფილი თეთრი ყვავილების ბუკეტი. ნოტების თითქოსდა სიმსუბუქის მიუხედავად, ეს საკმაოდ ძლიერი არომატია. Sublime Nature Tonka Bean — ძალიან მგრძნობიარე, მრავალწახნაგოვანი არომატია. როდესაც ამ არომატს ატარებთ, ის მეორე კანივით ჯდება თქვენს სხეულზე.
ვიდეო - ინტერვიუ ნატალი ლორსონთან