საკვები კარგი განწყობისთვის

იცი თუ არა, რომ მცირედმა ცვლილებებმა ყოველდღიურ მენიუში შეიძლება უფრო ბედნიერ ადამიანად გაქციოთ? დეტალებს გაგაცნობთ ჩვენი ექსპერტი, მეცნიერების კანდიდატი დიქტორი ანკე გინზბურგი.

მართალია, რომ საკვები რომელსაც ჩვენ ვღებულობთ შეიძლება გავლენას ახდენდეს ჩვენს განწყობაზე?
საკვებმა შეიძლება ნამდვილად იქონიოს გავლენა ჩვენს ხასიათსა და განწყობაზე. თუ ჩვენ ვერ ვიღებთ საჭირო რაოდენობით აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, ჩვენი ემოციური ფონი თანდათან შემცირდება. საკვები მაღალი გლიკემიური ინდექსით მოგვცემს ძლიერი ენერგიის ამოფრქვევას, რომელიც სწრაფად გაივლის, ხოლო შაქრის დაბალი დონე სისხლში იწვევს ძილს. თუ ჩვენ არ გვყოფნის B ჯგუფის ვიტამინი, შეიძლება გამოვცადოთ მკვეთრი და არასასიამოვნო ხასიათის ცვლილებები.
სეროტონინი - ერთ-ერთი მთავარი ნეირომედიატორია, რომელიც განსაზღვრავს ბედნიერების და სიამოვნების აღქმას. ის ასევე დაკავშირებულია დანაყრების შეგრძნებასთან, რომელსაც ჩვენ განვიცდით საკვების მიღების შემდეგ. იმისათვის რომ, ავამაღლოთ სეროტონინის დონე საკმარისია მივიღოთ ბანანი, კივი ან ანანასი.

რას ნიშნავს კარგი და ცუდი ცხიმები და რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენს გუნება-განწყობაზე?
კარგი და სასარგებლო ცხიმები აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის ნორმალური მუშაობისთვის. ჩვენი სხეულის ყოველი უჯრედი საჭიროებს ასეთ ცხიმებს რათა თავისი ფუნქცია შეასრულოს. კარგ ცხიმებს განეკუთვნება ნახევრად გაჯერებული ცხიმიანი მჟავები (ან მჟავა ომეგა-3 და ომეგა-6), რომლებიც მრავლად არის ბერძნულ თხილში, სელის და ჩინური ვაშლიწვერას თესლში, ცხიმიან თევზში. ცუდი ცხიმები ან გაჯერებული მჟავები ჩვენს ორგანიზმში აღწევენ დამუშავებული საკვებიდან და არ გვხვდება ბუნებაში. ამ ცხიმებს ახასიათებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში დაგროვების ფუნქცია, რომელიც ამაღლებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს. ასევე ისინი უარყოფითად მოქმედებენ ნერვული სისტემის მდგომარეობაზე. ამიტომ შემდგომში, 

"როდესაც მოგინდება ფუნთუშის შეჭმა, გახსოვდეს, რომ მას შეუძლია მიგიყვანოს არამარტო წონის მატებასთან, არამედ ტვინში სისხლის ჩაქცევამდეც!"

ყველასთვის ცნობილია «სტრესის გადაჭარბება», როგორც წესი წარმოადგენს ცხიმის ან ტკბილი საკვების შთანთქმას. რატომ გვინდა მძიმე წუთებში მივირთვათ რაიმე მავნებელი, იმის მაგივრად რომ მივიღოთ მაგალითად ისპანახი?
ჩვენი ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ საკვების მიღება სიამოვნებას გვანიჭებს და როდესაც გარკვეული საკვები იწვევს ბედნიერების გრძნობას, ეს ნიშნავს რომ ჩვენი ტვინი გამოიმუშავებს დოფამინს, ნეირომედიატორს, რომელიც განაპირობებს სიამოვნების შეგრძნებას.
მიზეზი რომლითაც ჩვენი ორგანიზმი რეაგირებს ტკბილსა და ცხიმიანზე მისი მისი განვითარების საწყისებში დევს. თავდაპირველად ეს მექანიზმი აუცილებელი იყო გადარჩენისთვის, ვინაიდან ადამიანის განვითარების საწყის ეტაპზე მეტად ცოტა იყო, ხოლო დოფამინით გაჯერებული სხეულის მექანიზი იძლეოდა გარანტიას, რომ შიმშილობის პერიოდში ჩვენ გამოვიკვებებით მაღალკალორიული საკვებით და არა დაბალკალორიულით.
პრობლემა იმაშია, რომ თანამედროვე, მაღალკალორიული საკვები ( ის რითაც ჩვეულებრივად ვიკვებებით) შეიცავს მარილებს, ცხიმებს და შაქარს, რომლებიც აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას.

რატომაა, რომ როდესაც მშივრები ვართ გვიფუჭდება განწყობა და შეიძლება ნეგატიური ემოციები გაგვიჩნდეს?
შიმშილი ეს ერთ-ერთი საბაზისო შეგრძნებაა რის შედეგაც ჩვენი სხეული გვაძლევს სიგნალს, რომ დროა საკვები მივიღოთ. ეს არაა დაკავშირებული ხასიათის ცვლილებასთან. საქმე იმაშია, რომ ადამიანი არსებაა, რომელიც შემკობილია მრავალი უნარ-ჩვევებით და მათან ადაპტაციით ცხოვრობს. ჩვენი საკვები არაა გამონაკლისი: ჩვენ შევეგუეთ სხვადასხვა დროს გარკვეული მეთოდით კვებას. ზუსტად ამიტომ ჩვენ ზოგჯერ ვგრძნობთ თავს კმაყოფილად, ზოგჯერ კი პირიქით. ყოველივე ეს არის ბუნებრივი პროცესის დარღვევა. 


რატომ ხდება, რომ როდესაც მივიღებთ გადამუშავებულ საკვებს ჩვენ თავს მოდუნებულად და ძალგამოცვილად ვგრძნობთ?
გადამუშავებული საკვები როგორც წესი მაღალკალორიულია. ეს კალორიები ძირითადათ მოდის ცხიმებსა და შაქარზე. ამის გარდა რაფინირებულ შაქარს აქვს მაღალი გლიკემოური ინდექსი, საკვები მაღალი გლ ინდექსით გვმატებს ენერგიას, ეიფორიის შეგრძნებას, რომლის შემდეგაც შაქრის დონეც იწევს სისხლში, რასაც მივყავართ მოდუნებასა და სისუსტის შეგრძნებამდე.

როგორია გადამუშავებული საკვების ჯანსაღი ალტერნატივა თუ ჩვენ ვსაბრობთ არასრულფასოვან საკვებზე?
ამ კითხვაზე სწორია პასუხია - ბანანი. მათში ბალანსირებულია ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები და მინერალები.
.

არსებობს კი დიეტა, რომელსაც შეუძლია ადამიანი გახადოს ბედნიერი? რომელი პროდუქტებისგან შეიძლება რომ ის შედგებოდეს?
დიეტა, რომელიც ადამიანს ხდის ბედნიერს უნდა განსხვავდებოდეს ბალანსირებული ცხიმების შემადგენლობით. ეს ყოველივე არის ორგანული წარმოშობის არაგადამუშავებულ და გადამუშავებულ ხილსა და ბოსტნეულში. ეს პროდუქტებია გზა ჩვენი ბედნიერებისკენ.

ტექსტი: ფოტო: Oriflame