მაკიაჟის 5 შეცდომა რომელიც გაბერებს

მაკიაჟმა შეიძლება მოგაკლოს ან მოგიმატოს ასაკი. ასე რომ არ მოხდეს, გაეცანი ორიფლეიმის არტ-დირექტორის რჩევებს და არ დაუშვა შეცდომები.

შეცდომა #1: წარსულით ცხოვრება

« როგორც წესი, ადამიანები უკმაყოფილონი არიან თავიანთი ასაკით და ცდილობენ გამოიყურებოდნენ ისე, როგორც 10 წლის წინ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მაკიაჟის მიზანია გამოკვეთოს თქვენი ბუნებრივი სილამაზე. ნუ გამოიყენებთ ბოროტად "მძიმე" ტექნიკას - ქვედა ქუთუთოზე შავი თვალის ფანქარი, ამოქნილი წარბები, მოცულობის მიმნიჭებელი ტუჩის ფანქარი - ეს ყველაფერი მხოლოდ მოგიმატებს ასაკს». 



შეცდომა #2:არასწორად შერჩეულ მაკიაჟის ფუძე 
«მძიმე ფუძე ღრმად ჯდება ნაოჭებში და ვიზუალურად გამოკვეთს მათ. ასაკთან ერთად, ყურადღება მიაქცით დამატენიანებელი საშუალებებს  მსუბუქი ტექსტურით. თუ დიდი რაოდენობით ტონალური ფუძეს გამოყენებთ ის ჩაჯდება ნაოჭებში, ამიტომ სასურველია დაიცვა ზომიერება. ფუძის ზემოდან წაისვი მბზინავი პუდრი: მბზინავი კანი ყოველთვის გამოიყურება ახალგაზრდულად, ვიდრე გლუვი კანი».

შეცდომა #3: არასწორად შერჩეული ფერუმარილის ტონები
«ფერუმარილს შეუძლია შეგმატოს ახლგაზრდული იერი, მაგრამ ფერები სწორად უნდა იქნეს შერჩეული. არ გირჩევთ ყავისფერი  ფერუმარილის გამოიყენებას - ის სახეს უკარგავს ახალგაზრდულ და ნათელ შეფერილობას. მის ნაცვლად, სასურველია ისარგებლოთ თბილი, ნეიტრალური ტონებით. სახისთვის ახალგაზრდული შეფერილობის მისანიჭებლად - წაისვი მცირე რაოდენობის ვარდისფერი ფერუმარილი ლოყებზე».

შეცდომა #4: მბრწყინავი ჩრდილები 
«ფხვიერი მბრწყინავი ჩრდილები - შენთვის სასურველი საშუალება არ არის. მძიმე ტექსტურის გამო ის ღრმად ჯდება ნაოჭებში და მათ უფრო შესამჩნევს ხდის. ახალგაზრდობაში, ამაში მიუღებელი არაფერია, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად სასურველია თავი აარიდოთ მათ გამოყენებას. ატლასის ან გლუვი ჩრდილები  ბევრად ეფექტურად გამოიყურება.».

შეცდომა #5: დიდი რაოდენობით მაკიაჟი
«დიდი რაოდენობით მაკიაჟის გამოყენება მიუღებელია. უპირატესობა ბუნებრივ მაკიაჟს ენიჭება. კარგი წამწამების ტუში, დამატენიანებელი მაკიაჟის ფუძე, ატმისფერი ფერუმარილი და "ნუდის" გამის ტუჩის საცხი -  საკმარისია, ბუნებრივი და მიმზიდველი იმიჯისთვის».


ტექსტი: ფოტო: Kristin Wreyford