რამდენად ახალგაზრდულად გამოიყურები?

ერთხელაც დილით იღვიძებ, მიდიხარ სარკესთან და ხვდები, რომ არც ისე ახალგაზრდულად გამოიყურები. მაგრამ ნუ ჩავარდები პანიკაში: მკვლევარ ევა მერევილთან ერთად, რომელიც მუშაობდა პროექტზე AGE REFLECTTM, ჩვენ გავარკვიეთ თუ რაშია საქმე.

მოგვიყევი თუ შეიძლება რას წარმოადგენს პროექტი AGE REFLECTTM?

2012 წელს ორიფლეიმმა ჩაატარა კვლევა თემაზე თუ როგორ აღვიქვამთ ადამიანის ასაკს მისი გარეგნული იერით. ჩვენ შევისწავლეთ ათასობით ქალის სახე, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და სხვადასხვა კულტურას მიეკუთვნებიან  ეთნიკური და ასაკობრივი ჯგუფებით.  ჩვენ დაკვირვებით შევისწავლეთ 23 სახის  ნაკვთი, რათა გაგვერკვია რა ახდენს გავლენას ვიზუალურად ადამიანის ასაკის ამოცნობაში.


რა მიზნით ჩაატარა ორიფლეიმმა ასეთი კვლევა?

ხუთი ქალბატონიდან ოთხი არ გამოიყურება თავისი ასაკის შესაბამისად. ასაკის აღქმა მეტად საინტერესო თემაა!  ასევე ეს სიახლეა მოდის და სილამაზის ინდუსტრიაში. გვესმის რა თუ როგორ მუშაობს ასაკის ვიზუალური აღქმა, ჩვენ შევძლებთ ვიმოქმედოთ კონკრეტული სიბერის ნიშნებზე, რითაც დავეხმარებით ქალბატონებს გამოიყურებოდნენ მეტად ახალგაზრდულად.



"გვესმის რა, თუ როგორ მუშაობს ასაკის ვიზუალური აღქმა, ჩვენ შევძლებთ ვიმოქმედოთ სიბერის კონკრეტული ნიშნებზე, რათა დავეხმაროთ ქალებს გამოიყურებოდნენ ახალგაზრდულად."



რა გახდა გამოკვლების მთავარი შედეგი?

გამოკვლევის პროცესში ჩვენ აღმოვაჩინეთ სიბერის 23 პრინციპული ნიშანი, რომელთაგანაც 12 იყო ძირითადი ასაკის ვიზუალური აღქმის დროს, საინტერესოა, რომ ამ 12 ნიშნის მნიშვნელობა ვარირებდეს ერთი ჯგუფიდან მეორისკენ. მაგალითად, აზიის მცხოვრებლებს შორის მთავარ პარამეტრად ითვლება კანის ტონი, რომელიც ისეთი ნიშნების გვერდით როგორიცაა კანის ჩამუქება, ჰიპერპიგმენტაცია მეტად ძლიერ ეფექტს ახდენს 

მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი ქალებისთვის კანის ტონი ასევე ითვლება მნიშვნელოვან პარამეტრად, მათთვის მეტ უპირატესობას ნაოჭები წარმოადგენს. განსაკუთრებით კი თვალის გარშემო და შუბლზე. კანის ელასტიურობის დაკარგვა ასევე იჩენს თავს ევროპელი ქალების ასაკის აღქმაზე, ვინაიდან მათთვის დამახასიათებელია კანის ჩამოკიდება პირის და ყბის მიმდებარე ტერიტორიაზე.


"სხვადასხვა ასაკში ბევრი ქალბატონების კანი წარმოაჩენს გარკვეულ მოთხოვნებს. ე.ი. არ არის საკმარისი ისეთი კოსმეტიკის შეთავსება , რომელიც შექმნილია მხოლოდ კონკრეტული ასაკისთვის."



შექმნის თუა არა ორიფლეიმი ახალ პროდუქტებს ამ გამოკვლევების საფუძველზე?

AGE REFLECTTM  პროექტის შედეგებმა მოგვცეს საშუალება ახლებურად შევხედოთ ასაკის ვიზუალურ აღქმას. გამოვყოფთ რა სიბერის ძირითად ნიშნებს, გვეძლევა საშუალება გავარკვიოთ თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ მომავალში.



დაბარების 12 ნიშანი:

1. კანის სიწითლე 
2. მუქი კანის ტონი
3. არათანაბარი კანის ტონი / პიგმენტაცია
4. ფერმკრთალი სახის კანი
5. გაფართოებული ფორები
6. ნაოჭების თვალის ქვეშ
7. გაუხეშებული კანი
8. ნაოჭები თვალის კუთხეებთან
9. წარბებშორის ნაოჭები
10. ნაოჭები ზედა ტუჩთან
11. ნაოჭები შუბლზე
12. ნაოჭები "ბატისფეხები" / ჩამოკიდული კანი


ტექსტი: ფოტო: Shutterstock