როგორ იცვლება კანი მენოპაუზის პერიოდში?
რომ გავერკვეთ რა ხდება მენოპაუზის პერიოდში, უნდა გავიგოთ როგორ მუშაობენ ჰორმონები და საერთოდ რა არის ეს? ჰორმონები – ეს თავისებური «სასიგნალო მოლეკულებია», რომლებიც ჩვენს სხეულს უჩვენებენ თუ როგორ მოიქცნენ სხვადასხვა სიტუაციაში: ფსიქოლოგიურად თუ ფიზიოლოგიურად. ერთ ასეთ ჰორმონთაგანს წარმოადგენს ესტროგენი, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება «ქალის ჰორმონებთან». ესტროგენი მონაწილეობს ცილების სინთეზში, ნივთიერებათა ცვლასა და ორგანიზმის სხვა ფუნქციებში. ერთ ასეთ საჭირო ცილას, რომლის სინთეზზე პასუხს აგებს ესტროგენი, წარმოადგენს კოლაგენი. ის პირველ რიგში აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი კანი იყოს გაჭიმული და ელასტიური.
ესტროგენი ასევე უზრუნველყოფს გლიკოზამინოგლიკანების სინთეზს, პოლისახარიდების გრძელ ჯაჭვს, რომელიც იზიდავს ნესტს და ეხმარება კანს შეინარჩუნოს ბუნებრიობა.
მენოპაუზის დადგომისას ესტროგენების დონე ქალის ორგანიზმში მცირდება და ეს ცვლილება გამოიხატება შემდეგში:
• კანი კარგავს ტენიანობას,
• მცირდება კოლაგენის წარმოქმნა
• კანის უჯრედშორისი მატრიქსი ირღვევა, რასაც მივყავართ მელანინის დაგროვებამდე (პიგმენტური ლაქების წარმოქმნამდე).
კანის რა ძირითადი პრობლემებია მენოპაუზის პერიოდში?
მენოპაუზის დროს ყველაზე გავრცელებულია კანის სიმშრალე, დიდი რაოდენობით ნაოჭების გაჩენა, პიგმენტცია, ელასტიურობის დაკარგვა და კანის გასქელება, ხოლო შედეგად კოლაგენის სინთეზის შემცირება.
საჭიროა თუ არა მენოპაუზის დროს კანის განსაკუთრებული მოვლა?
დიახ, ამ პერიოდში კანს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. მენოპაუზის დროს და მის შემდეგაც აუცილებელია გაძლიერებული კვება, დატენიანება და მოვლა ნაოჭების და პიგმენტური ლაქების შესამცირებლად. დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ იზოფლავინებს, მაგალითად გენისტეინს შეუძლიათ მოახდინონ სასიკეთო გავლენა კანზე, რომელიც განიცდის ესტროგენების დონის შემცირებას, ხოლო გილაურონის მჟავა ეხმარება ტენიანობის აუცილებელი დონის შენარჩუნებას, რაც აუცილებლად საჭიროა ამ ასაკში.
როგორ მოვუაროთ კანს მენოპაუზის დროს?
კვება, დატენიანება, ასევე მივმართოთ კომპლექსურ მოვლას, რომელიც მიმართული იქნება ნაოჭების შესამცირებლად (მაგ: საშუალებები, რომლებიც სტიმულს აძლევენ კოლაგენის გამომუშავებას) და პიგმენტური ლაქების შემცირებას.
კანის მოვლის რომელი საშუალებებია რეკომენდებული მენოპაუზის პერიოდში?
მე გირჩევთ NovAge Time Restore საშუალებების სერიას. ამ ხაზის ყველა პროდუქტი შეიცავს გენისტეინს, ხოლო დღის კრემი დამატებით გილაურინის მჟავას – ეს ორი ძირითადი ელემენტია კანის მოსავლელად მენოპაუზის პერიოდში.
რას ურჩევთ ქალბატონებს 50 წლის ზევით?
მთავარია, გააგრძელონ საკუთარი თავის და კანის მოვლა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყურებოდეთ ისე ,როგორც თავს გრძნობთ! იზრუნეთ თქვენს თავზე, გახსოვდეთ კომპლექსური მოვლის აუცილებლობის შესახებ. აქციეთ ეს პროცედურები თქვენი ყოველდღირი მოვლის ნაწილად, არ დაგავიწყდეთ სვათ საჭირო რაოდენობის წყალი, მოერიდეთ პირდაპირ მზის სხივებს და იკვებეთ სრულფასოვნად.но.