1. ულტრაიისფერი გამოსხივება
«მზე – ჩვენი კანის ერთ-ერთი საშიში მტერია. ულტრაიისფერი გამოსხივება აზიანებს უჯრედებში ელასტინს და კოლაგენს, რაც თავის მხრივ ნაოჭების გაჩენასა და სახის კონტურების სიმკვეთრის დაკარგვას იწვევს. ამის გარდა მზის სხივები შეიძლება იყოს კანის ტონის შემცვლელი და კანზე გააჩინოს პიგმენტური ლაქები, რაც თავის მხრივ ნაადრევი სიბერის ნიშნებია.
ექსპერტის რჩევა:
«მე არ დავიღლები ყოველდღიურად ხაზი გავუსვა SPF-ფაქტორის მნიშვნელობას ღრუბლიან ამინდსა და ზამთარში. ყოველდღიური დაცვისთვის აირჩიე კრემი SPF15 დამცავი ფაქტორით. გინდა დამატებითი დაცვა (პიგმენტური ლაქების შემცირების ბონუსებით)? მაშინ გირჩევ დამცავ კრემ-ფლუიდს პიგმენტაციის წინააღმდეგ SPF 35 Optimals Even Out».
2. გამონაბოლქვი და დაბინძურება
ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გამონაბოლქვი ატმოსფეროში, ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. შიგნიდან აზიანებს სასუნთქ სისტემას, ასევე გარედანაც უშუალოდ მოქმედებს კანზე. ულტრაიისფერი სხივების მსგავსად, დაბინძურებაც აზიანებს უჯრედებს და არის სიმშრალისა და ნაადრევი სიბერის მიზეზი.
ექსპერტის რჩევა:
«გარემოს დაბინძურება დიდ გავლენას ახდენს შენს კანზე. თუ ქალაქში ცხოვრობ შეიძლება მას აერიდო, ამიტომ გირჩევ შეიტანო შენს სალამაზის რაციონში მოვლის სასრგებლო წესები. სახე გაიწმინდე დილით და საღამოს, ყოველთვის ჩამოიბანე მაკიაჟი და გამოიყენე სიმშრალის და ბზინვარების დაკარგვის საწინააღმდეგო საშუალებები. გირჩევთ მიაქციოთ ყურადღება Optimals Age Revive და Even Out-ის პროდუქტებს. ისინი შეიცავენ Anti-Pollution Active კომპლექსს, რომელიც გიცავს გარემო პირობების ზემოქმედებისაგან, ეხმარება რა შეუნარჩუნო კანს ტენიანობის საჭირო დონე და დაუბრუნო მას ბზინვარება».
3. მოწევა
არაფერი ახალი: სიგარეტის ბოლი საშინლად მავნებელია შენი კანისთვის. იმისთვის, რომ მიიღო კვამლის "პორცია", არაა საჭირო შენ თვითონ მოწიო. ეს ხომ პასიური მოწევაა და არანაკლებ მოქმედებს კანზე, რაც შეიძლება გახდეს სიბერისა და ნაოჭების გაჩენის მიზეზი. ასევე აფუჭებს კანის ფერს და მას ნაცრისფერს ხდის.
ექსპერტის რჩევა:
«არ მოწიო – ეს არის ჩემი მთავარი რჩევა».
4. კონდიციონერები და ცენტრალური გათბობა
ბევრი ჩვენთაგანი იყენებს რადიატორებსა და კონდიციონერებს, იმისათვის რომ შევცვალოთ ტემპერატურა შენობაში უფრო კომფორტულზე. სამწუხაროდ, ეს არც ისე კარგად მოქმედებს კანზე. ცენტრალური გათბობა და რადიატორები აშრობს ჰაერს და შედეგად შენს კანსაც. იგივე შეიძლება ითქვას კონდიციონერზე, რომელიც იწვევს გაღიზიანებას და აქერცვლას.
ექსპერტის რჩევა:
«ამ ფაქტორებთან საბრძოლველად აუცილებელია ყოველდღიურ ჩვევად ვაქციოთ კანის კომპლექსური მოვლა. ყველაზე მარტივი ხერხი კანის სიმშრალის პრობლემის გადასაჭრელად და ბზინვარების შესანარჩუნებლად, ასევე მიმიკური ნაოჭების გაჩენის წინააღმდეგ. გაწმენდა და დატენიანება, დამატენიანებელი კრემი თვალის გარშემო კანისთვის, შემდეგ დღის ან ღამის კრემი – სულ ოთხი მარტივი, მაგრამ ეფექტური ნაბიჯი».