რას ნიშნავს ეს?
5:2 დიეტის ჩარჩოებში შენ შეგიძლია მიირთვა ყველაფერი კვირაში 5 დღის განმავლობაში, (საკუთარი ჩვევების შეუცვლელად 2000-2400 კალ დღეში), დარჩენილ ორ დღეს მოიწყობ «განტვირთვას», შეამცირებ რა რაციონს 500-600 კალ-მდე.
ექპერტის აზრი:
«დიეტებს შორის, რომელიც გვპირდება წონის სწრაფად დაკლებას, დიეტა 5:2 მეტად გონივრული გვეჩვენება და მას ხანგრძლივი შედეგი მოაქვს. მარტივი გათვლაა: იღებ ნაკლებ კალორიას და კარგავ წონას. ვინაიდან ორი დღის მანძილზე კვების შეზღუდვა შეუძლია ყველა ადამიანს, დანარჩენ დღეებში 5:2 დიეტის მიმდევრები ასევე შეძლებენ, რომ არ გადააჭარბონ დაწესებულ კალორიებს».
რას ნიშნავს ეს?
ფრანგი დიეტოლოგის პიერ დიუკანის წიგნი «მე არ შემიძლია გახდომა» გავრცელდა მთელს მსოფლიოში რვა მილიონ ეგზემპლიარზე მეტი. მისი მეთოდის მიმდევრებს შორის მრავალი ცნობილი ადამიანები არიან, მაგალითად ჯენიფერ ლოპესი და პენელოპა კრუსი. ეს მკაცრი დიეტა კრძალავს ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს და მის მაგივრად გვირჩევს ცილების და ცხიმების მიღებას.
ექსპერტის აზრი:
«დიეტა, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცილოვან პროდუქტებს და ცხიმებს კლავს შიმშილის გრძნობას და ამასთან ერთად ნაკლებ კალორიებს ვიღებთ. ნახშირწყლების გამორიცხვისას, საგრძნობლად ვარდება წონა საწყის ეტაპზე - ეს ხდება სითხის დაკარგვის გამო. დიუკანი დიეტა კარგია სწრაფი შედეგის გამო, მაგრამ მისი ხანგრძლივი ეფექტი არ არის აშკარა. შენს ორგანიზმს სჭირდება დაბალანსებული რაციონი, რომელშიც უნდა შედიოდეს რთული ნახშირწყლები, ცხიმები და ცილები ისე, როგორც ვიტამინები და მინერალები. პირადად მე არ გირჩევთ დიუკანის დიეტას როგორც ზედმეტი წონის პრობლემის ხანგრძლივი ვადით გადაწყვეტას».
პალეო დიეტა
რას ნიშნავ ეს?
პალეო დიეტა დაფუძნებულია პალეოლიტის ხანის კვების ძველ წესზე. ეს ისტორიული პერიოდია, რომელიც 10 ათასი წლის წინ დასრულდა. პალეო დიეტის მიმდევრები საკვებში იყენებენ ცხოველების ხორცს (უპირატესად ბალახით გამოკვებილი ცხოველების), ხილს, ბოსტნეულს, ფესვებს და თხილეულს. ძირითადი პრინციპი მარტივია. პალეო დიეტის ჩარჩოებში ნებადართულია ჭამო ყველაფერი, რაც იყო მოპოვებული ნადირობის დროს.
5 რჩევა დიეტის ხანგრძლივი შედეგის მისაღწევად
1.ყოველ დილით დაისახე მიზანი, მაგალითად: «დღეს მე 30 წუთით დავკავდები სპორტით», «დღეს მე დავლევ საკმარის წყალს», «დღეს მე არ შევჭამ ტკბილს, როდესაც შიმშილს ვიგრძნობ». დღის ბოლოს გადახედე სენს მიღწევებს ფორმატში «მე გავატარე კარგი დღე, რადგან…»
2. აკეთე რამე სასარგებლო ყოველდღე. ნუ მიუდგები შენს მიზანს მიაღწიო იდეალურ წონას როგორც ისეთ „მთას“ რომელზეც აცოცება საჭიროა რადაც არ ინდა დაგიჯდეს. ამის მაგივრად ყოველ დღე გადადგი ნაბიჯი, რომელიც მიგაახლოვებს ჯანსაღი ცხოვრების წესთან.
3. ყველას აქვს ჩავარდნები. ნუ დაძრახავ შენს თავს, მაგრამ არ მოდუნდე. თუ მიირთვი შოკოლადის ნატეხი, სულაც არაა აუცილებელი მთელი ფილა დაამთავრო. ისწავლე მიიღო გარდაუვალი შეცდომები პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად.
4. გჯეროდეს საკუთარი თავის. მცირედი ცვლილებები ხანგრძლივი დროის მანძილზე ყოველთვის უკეთესია, ვიდრე რადიკალური ცვლილებები მოკლე დროის მანძილზე.
5. დაიცავი დიეტის გრაფიკი (მაგალითად , Wellness ბუნებრივი წონის კლების სისტემა). მკვეთრი და მარტივი წესები დაგეხმარებათ მიაღწიო მიზანს ორგანიზმისთვის ზიანის მიუყენებლად და შეინარჩუნო ის ხანგრძლივად.