განახლებული ფორმულები
Love Nature ტანისა და თმის პროდუქტები კიდევ უფრო სურნელოვანი გახდა და ხაზი კი ახალი კომბინაციებითა და ტექსტურებით გამდიდრდა. ისევე, როგორც ადრე, არავითარი პარაბენები და სილიკონები - და თითოეულ პროდუქტში, მხოლოდ ბუნებრივის გარდა, ახლა არის მინიმუმ ერთი 100%-ით ორგანული ინგრედიენტი (სინამდვილეში, უმეტესობაში ორი!). პლანეტის წყლის რესურსებზე ზეწოლის შესამცირებლად, აბსოლუტურად ყველა ჩამორეცხვადი ფორმულა ახლა ბიოდეგრადირებადია. თუ პროდუქტში არის სკრაბის ნაწილაკები, მაშინ ისინი სრულიად ბუნებრივი წარმოშობისაა - არავითარი აკრძალული მიკროპლასტიკი.
მეტი ბუნებრიობა, მეტი ინფორმაცია
კიდევ უფრო ბუნებრივი გახდა შემადგენლობა - და ჩვენ ამაყად ვადასტურებთ ამას თითოეულ ეტიკეტზე. ახლა ყველა საპონზე, კონდიციონერზე, კრემსა და ტანის ლოსიონზე შეგიძლია იპოვო ნატურალური წარმოშობის ინგრედიენტების ზუსტი პროცენტი: ყველაფერი წერია შეფუთვაზე.
ეს ცვლილება არ შეეხო შამპუნების, შხაპის გელებისა და კრემების ეტიკეტებს, ასევე თხევადი საპნის ეტიკეტებს - მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სრულად უსაფრთხო ინგრედიენტი ჯერ კიდევ რჩება სინთეტიკური. როგორც ხედავ, ჩვენ აბსოლუტურად პატიოსნები ვართ.
უფრო მეტი წვნიანი არომატები და საინტერესო ტექსტურები
ჩვენ შევინარჩუნეთ ინგრედიენტების ყველა უსაყვარლესი კომბინაცია და მოვიფიქრეთ ახალი - ისეთივე წვნიანი და მაცდუნებელი სურნელის. ხოლო სასიამოვნო შეგრძნებების დასამატებლად, შევიმუშავეთ მდიდარი და რბილი ტექსტურები - მათ უბრალოდ ვერ მოწყდებით, პატიოსან სიტყვას გაძლევთ!
გაუმჯობესებული ეფექტურობა
გარდა შეგრძნებებისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტიც - შესაბამისად, ტანისა და თმის ყველა პროდუქტის ფორმულა გაუმჯობესებულია და საფუძვლიანად შემოწმებულია. ახლა ტანის კრემები ატენიანებს 48 საათის განმავლობაში - დადასტურებულია ტესტებით.
უფრო ეკოლოგიური შეფუთვა
ფორმულები არ არის ერთადერთი, რაც ჩვენ გავაუმჯობესეთ. ახლა Love Nature-ის ყოველი შეფუთვა ნაწილობრივ დამზადებულია გადამუშავებული პლასტმასისგან - და მისი შემცველობის პროცენტიც პირდაპირ მასზე წერია. და, რა თქმა უნდა, თითოეული შეფუთვა შეიძლება ჩაბარდეს ხელმეორედ გადასამუშავებლად, რითაც შემცირდება პლასტმასის რაოდენობა მსოფლიოში.
თუ გსურს უფრო დეტალურად წაიკითხო თითოეული პროდუქტის შესახებ, დააწკაპუნე აქ. აქ იპოვი მთელ ინფორმაციას თითოეული პროდუქტის ეფექტის შესახებ და იმის შესახებ, თუ რა საინტერესო კომბინაციებს გთავაზობთ - ყველაფერს იმ ხაზის შესახებ, რომელსაც ვქმნიდით ასეთი სიყვარულით შენსა და პლანეტის მიმართ.