როგორც პროფი: ბუნებრივი კულულების მოვლის წესები

მოგწონს კულულების შერხევა? მაშინ იცი, რომ ზოგჯერ მათი მოთვინიერება რთულია. ისინი დიდ ყურადღებას საჭიროებენ, რომ იყვნენ ჯანსაღები და დატენიანებულები. მაშ ასე, თუ ეძებ რჩევებს და ლაიფჰაკებს ყოველდღე მდიდრული კულულების შენარჩუნებისთვის, წაიკითხე შემდეგი!

გაანებივრე თავის კანი მასაჟით

დროა თავი დაიბანო? აუცილებლად დაგჭირდება თავის კანის მასაჟრი: ის ბევრ უპირატესობას იძლევა ხვეული თმისათვის. მასაჟორი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ნაზად აქერცლავს, ხსნის სტრესს, აშორებს ჭუჭყს და ჭარბ ცხიმს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არ დააჭირო მას ძალიან ძლიერად, რათა თავიდან აიცილო თავის კანის გაღიზიანება. უბრალოდ დაიზილე თავი წრიული მოძრაობებით, მასაჟორზე უწყვეტი რბილი დაწოლით.

სველი თმა - ეს საქმე

თუ გსურს, რომ შენი კულულები მოქნილად და ბუნებრივად გამოიყურებოდეს, აუცილებლად მოიწესრიგე კულულები, სანამ ისინი სველია. დაიწყე მოცულობის მიმნიჭებელი მუსით: ის კულულებს გახდის დამატენიანებელს და გამოკვეთილს; შემდეგ გამოიყენე დახვევის გამაძლიერებელი საშუალება. წაისვი პროდუქტები ძირებიდან ბოლოებამდე და თითებით დაივარცხნე თმა. მზადაა? - შემდეგ გადადი სავარჯიშოზე „მოუჭირე და მოსრისე“. ეს ძალიან მარტივი ტექნიკაა: გამოყოფ თმის პატარა კულულს, ქვემოდან ამოუდებ ხელისგულს ნავის ფორმით და იწყებ კულულის აწევას ქვემოდან ზევით, ერთდროულად ხელისგულის მოჭერით. ადვილია, არა?

 

მიეცი თმას ჰაერზე გაშრობის საშუალება

იმისთვის, რომ კულულები არ აიბურდოს და არ "აფუვდეს", მიეცი მათ საშუალება, რომ გაშრეს ჰაერზე. მაგრამ მანამდე თავი შემოიხვიე მიკროფიბერის პირსახოცით 10-15 წუთით. პირსახოცის ქსოვილი საოცრებებს ქმნის, აღმოფხვრის აფუებას და შთანთქავს წყლის ნაწილს, რის გამოც თმა უფრო სწრაფად შრება. როდესაც პირსახოცს მოიხსნი, უბრალოდ დატოვე თმა გაშრეს ისე, როგორც არის.

დატენიანება, დატენიანება, დატენიანება

კულულებს სჭირდება ტენი - და თანაც ბევრი! ამიტომ მოიმარაგე გაჯერებული კონდიციონერები, ნიღბები და თმის ზეთები. დატენიანების სიხშირე დამოკიდებულია თმის ტექსტურაზე და შენი თმის ვარცხნილობაზე. უფრო მკვრივი და მოქნილი ხვეული შეიძლება საჭიროებდეს ყოველდღიურ დატენიანებას (ეს არ ნიშნავს, რომ გულმოდგინეობა უნდა გამოიჩინო და ხშირად დაიბანო შამპუნით: მის ნაცვლად, უბრალოდ ჩართე ზეთი თმის მოვლის პროცედურაში; უფრო მსუბუქი, თავისუფალი კულულები დატენიანე ყოველ მეორე დღეს ან კვირაში ერთი-ორჯერ.

არ დაგავიწყდე სავარცხელი

თითები კარგი ხელსაწყოა, მაგრამ, როდესაც საქმე ეხება ხვეული თმის ვარცხნილობას, სავარცხელი უბრალოდ აუცილებელია. და იცით, რა იქნებოდა ჩვეულებრივ სავარცხელზე უკეთესი? რა თქმა უნდა, ორმხრივი სავარცხელი! საბედნიეროდ, ჩვენ სწორედ ასეთი გვაქვს. ფართო, იშვიათი კბილების მქონე მხარე ხელს უწყობს თმის ფრთხილად გამოხსნას და ვარცხნილობის საშუალების თანაბრად განაწილებას, ხოლო მეორე მხარე ხშირი კბილებით ეხმარება ვარცხნილობის გაკეთებას და თმის გადასმა-გასწორებას. იდეალური დიზაინია ხვეული თმისთვის!