აირჩიე შენი პროდუქტი Pro Ceuticals ხაზში!
კანის პრობლემების ფართო სპექტრის მოგვარებაში დასახმარებლად, ამ ხაზის თითოეული პროდუქტი ეფუძნება ძლიერი აქტიური ინგრედიენტის მოქმედებას. სასიამოვნო ამბავი: ProCeuticals-ის ნებისმიერი საშუალება შეიძლება დროებით ჩართო შენს ჩვეულ მოვლაში და გამოიყენო საჭიროებისამებრ. ვეღარ ითმენ და ერთი სული გაქვს გაიგო, რომელი პროდუქტი შეესაბამება შენი კანის საჭიროებებს? მაშ, მოდი, უკეთ გავიცნოთ ისინი!
შრატი 10%-იანი C ვიტამინით
თუ შენ:
ჰიპერპიგმენტაცია და არათანაბარი ტონის სხვა ნიშნები გაქვს,
ჩვენი გადაწყვეტილებაა:
ინტენსიური 4 კვირიანი კურსი C ვიტამინით (10%) და წყალზე დაფუძნებული დამამშვიდებელი გელით. ვიტამინი C თრგუნავს მელანინის ჭარბი რაოდენობით გამომუშავებას უფრო თანაბარი, გლუვი და მბზინავი ტონის შესაქმნელად და იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებით და ჟანგვითი სტრესით გამოწვეული დაზიანებისაგან. ინოვაციური შეფუთვის წყალობით, იგი ერევა ტრანსპორტირებად გელს პირდაპირ ქილაში და კანში აღწევს მაქსიმალურად სუფთა, კონცენტრირებული და აქტიური სახით.
როგორ გამოვიყენოთ?
წაისვი კოსმეტიკური საშუალება დღეში ერთხელ საღამოს, გაწმენდის შემდეგ. ერთი შეფუთვა შეიცავს შრატის 4 ფლაკონს და გათვლილია 4 კვირიანი გამოყენებისათვის. გამოყენების პერიოდში მოერიდე რეტინოლის და მჟავების შემცველი პროდუქტების მოხმარებას.
უპირატესობები:
- თრგუნავს მელანინის ჭარბ გამომუშავებას
- ამცირებს ჰიპერპიგმენტაციას და არათანაბარი ტონის სხვა ნიშნებს
- თანაბრებს კანის ტონს და ანიჭებს ბზინვარებას.
განმაახლებელი სახის ნიღაბი ნიაცინამიდით და ცენტელას ექსტრაქტით
თუ შენ:
უფერული კანი და შესუსტებული დამცავი ბარიერი გაქვს,
ჩვენი გადაწყვეტილებაა:
დამამშვიდებელი და ინტენსიურად დამატენიანებელი ნიღაბი ბიოცელულოზისგან ნიაცინამიდით (2%) და ბუნებრივი აზიური ცენტელას ექსტრაქტით. აზიური ცენტელა, რომელიც ცნობილია თავისი სამკურნალო შემხორცებელი თვისებებით, ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს და ზრდის უჯრედულ აქტივობას კანის დასამშვიდებლად და აღსადგენად. ნიაცინამიდი აუმჯობესებს დამცავ ფუნქციებს და კანს ჯანმრთელ ბზინვარებას ანიჭებს.
როგორ გამოვიყენოთ?
დაიტანე გაწმენდის შემდეგ 15-20 წუთით ნებისმიერ დროს, როდესაც კანს დამატებითი აღდგენა ესაჭიროება.
უპირატესობები:
- დაუყოვნებლივ უბრუნებს ბზინვარებას მშრალ და გაუწყლოებულ კანს
- მყისიერად აღადგენს კანს
- ამშვიდებს და არბილებს
ანტიასაკობრივი მოქმედების შრატი-კონცენტრატი რეტინოლით
თუ შენ:
მიმიკური და ღრმა ნაოჭები გაქვს,
ჩვენი გადაწყვეტილებაა:
ასაკის საწინააღმდეგო მოვლა რეტინოლით (1,1%), რომელსაც შეუძლია მრავალი პრობლემის გადაჭრა, მათ შორის ნაოჭებთან ბრძოლა და კანის ტექსტურის გასწორება. ის ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს და კანის განახლებას, რითაც ასწორებს მიმიკურ და ღრმა ნაოჭებს. რეტინოლი ჩვენს შრატში ინკაფსულირებულია: იგი კანში აღწევს დამცავი პოლიმერული გარსით, რათა უზრუნველყოს მაქსიმალური ეფექტურობა.
როგორ გამოვიყენოთ?
წაისვი საშუალება დღეში ერთხელ საღამოს, გაწმენდის შემდეგ. საუკეთესო შედეგის მისაღებად გამოიყენე კურსით 4-8 კვირის განმავლობაში. მოხმარების პერიოდში გამოიყენე SPF-შემცველი პროდუქტები დღის საათებში, შეამცირე მზეზე ყოფნის დრო და უარი თქვი მჟავების და C ვიტამინის შემცველ პროდუქტებზე.
უპირატესობები:
- მოქმედებს უჯრედულ დონეზე, ამცირებს ნაოჭებს
- ზრდის დატენიანების დონეს დერმაში, რაც კანს უფრო ელასტიურს ხდის
- ასტიმულირებს კანის განახლებას - იგი უფრო ჯანმრთელად გამოიყურება
შრატი-პილინგი კანის განახლებისთვის AHA-მჟავებით
თუ შენ:
კანის არათანაბარი ტექსტურა და შესამჩნევი ფორები გაქვს,
ჩვენი გადაწყვეტილებაა:
ექსოფოლიანტი ალფა ჰიდროქსიმჟავების (AHA) - რძემჟავას (3%) და გლიკოლის მჟავას (3%) საფუძველზე, რომელიც კანზე მოქმედებს, როგორც ზედაპირული ქიმიური პილინგი. AHA-მჟავები არის ბუნებრივი ნივთიერებები, რომლებიც აცილებენ კანს მკვდარ უჯრედებს და ასტიმულირებენ ბუნებრივ განახლებას. ეს პროცესი აღადგენს კანის ბზინვარებას და ამცირებს ნაოჭების, გაფართოებული ფორების რაოდენობას და გამოხატულობას, პიგმენტაციას და სხვა ნაკლოვანებებს.
როგორ გამოვიყენოთ?
წაისვი პროდუქტი კვირაში 1-2-ჯერ, გაწმენდის შემდეგ საღამოს. საუკეთესო შედეგის მისაღწევად გამოიყენე კურსით 4-6 კვირის განმავლობაში. გამოყენების პერიოდში გამოიყენე SPF-შემცველი საშუალებები დღის საათებში და შეამცირე მზეზე ყოფნის დრო.
უპირატესობები:
- ვიზუალურად ამცირებს ფორებს და აშორებს კანის სიმკრთალეს, უფერულებას
- აუმჯობესებს კანის ტექსტურას, ასწორებს მის ზედაპირს
- ანახლებს კანს უჯრედულ დონეზე, ანიჭებს სახეს ჯანსაღ ელფერს და ბზინვარებას.
კანის სიმკვრივის მოსამატებელი შრატი-კონცენტრატი პეპტიდებით
თუ შენ:
გაწუხებს ტონუსის დაკარგვა და კანის მოშვებულობა
ჩვენი გადაწყვეტილებაა:
ინტენსიური 7-დღიანი კურსი მცენარეული პეპტიდებით (0,5%) და Tensor Mesh Active კომპლექსით (4%) კანის მოჭიმვისთვის და გამკვრივებისთვის. მცენარეული პეპტიდები ებრძვიან დაბერების ნიშნებს, როგორიცაა კანის მოშვებულობა და ნაოჭები, და ხელს უწყობენ კოლაგენის წარმოებას, ხოლო ტენზორების კომპლექსი უზრუნველყოფს მყისიერ ლიფტინგ-ეფექტს.
როგორ გამოვიყენოთ?
წაისვი დღეში 2-ჯერ გაწმენდის შემდეგ: ამპულის შიგთავსის ნახევარი დილით, ნახევარი საღამოს. ერთი შეფუთვა შეიცავს შრატის 7 ამპულას და გათვლილია 1 კვირიანი გამოყენებისათვის. გამოყენების პერიოდში უარი თქვი რეტინოლის და მჟავების შემცველი საშუალებების მოხმარებაზე.
უპირატესობები:
- ამკვრივებს და მაღლა წევს კანს –მყისიერად და 7 დღის განმავლობაში
- ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას
- ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი ხდება