ოლფაქტორული მოგზაურობა: აღმოაჩინე შვედეთის საოცარი ბუნება

არომატს შეუძლია მყისიერად გადაგვიყვანოს სხვა ადგილას და, თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ ყურადღება გადაგვატანინოს ყოველდღიური საზრუნავისგან. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ SE Swedish Experience-ის ახალი პარფიუმერული კომპოზიციები გამოაღვიძებს ახალ გრძნობებს და მოგზაურობით გატაცებას, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობ.

კანფეტის სურნელის მსგავსად, რომელიც ბავშვობის ნოსტალგიას აღვიძებს,.SE Swedish Experience კომპოზიციები შენში მოგზაურს აღმოაჩენს. დიახ, დღეს შენ ვერ ტკბები ცოცხლად შვედეთის ტბების, უღრანი ტყეების ან ქვიშიანი სანაპიროების საოცარი სილამაზით, მაგრამ მარტივად შეგიძლია ვირტუალურად იმოგზაურო ამ ქვეყნის შთამაგონებელ კუთხეებში ახალი პარფიუმერული წყლების - .SE Swedish Experience Wild Hearts და .SE Swedish Experience Blazing Warmth-ის  წყალობით.

ჩაძირვა სქელ ნისლში გახვეულ გრილ ტბაში, რომელიც მთვარის შუქზე ლივლივებს

დახუჭე თვალები და შეისუნთქე ველური როზმარინის მოულოდნელი სურნელი, რომელიც გადაგიყვანს მთვარის შუქზე მოლივლივე გრილი და იდუმალი ტბის პირას. ველური როზმარინი - პარფიუმერული კომპოზიციის ცენტრალური კომპონენტი - იზრდება შვედეთის ჭარბტენიან, წყალ-ჭაობიან ტერიტორიებზე, სწორედ იქ, სადაც გამგზავრებას ვაპირებთ.

განა შენთვის ნაცნობი არ არის შეგრძნება, როდესაც წყალში ჩადიხარ და თმებში გრილი სიო უბერავს? სწორედ .SE Swedish Experience Wild Hearts-ის არომატი ველური როზმარინით პატარა ქალაქ სტიგსბოდან დაგეხმარება ამ შეგრძნებების ხელმეორედ განცდაში.

გაისეირნე ტყეში და იგრძენი მოგიზგიზე კოცონის სითბო

დატოვე ქალაქი და გაემგზავრე ტყეში - იქ, სადაც მზის სხივები კანზე, ფოთლების ნაზი შრიალი, ყვავილოვანი ასფურცელას გრილი სურნელი და ფორთოხლის ქერქის ციტრუსოვანი ნოტები ერწყმის ტყის კოცონის კვამლს. სწორედ ეს არის არომატი .SE Swedish Experience Blazing Warmth, რომელიც გავსებს ოპტიმიზმით და სიხარულით.

შვედეთის ტყეში სეირნობისას, გარს გეხვევიან არყის ხეები - მათი ღრმა, თბილი ხის სურნელი შთამაგონებელია. და აი, შენ, თითქოს უღრან ტყეში შემთხვევით დაკარგული, ჯდები კოცონთან და მღერი ჩრდილოელი ხალხების სიმღერებს. მოემზადე შეიგრძნო, თუ როგორ გფარავს სიმშვიდის ტალღა, და შენ უერთდები ბუნებას და სტიქიებს.

ამბობენ, რომ ტყეში გასეირნება კურნავს და აჯანსაღებს გონებასა და სხეულს, თუმცა, ანალოგიურ ეფექტს ახდენს .SE Swedish Experience Blazing Warmth პარფიუმერული წყლის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტებიც, რომლებიც პირველივე ნოტებიდან აღვიძებენ ცნობიერებას.

 

ისიამოვნე ოქროს საათით და შეაგროვე მინდვრის ყვავილები

ტყუილად არ მოსწონთ შვედებს ზაფხულის გრძელი დღეები, როდესაც ოქროსფერი მზის სინათლის სითბო მყისიერად ერწყმის დაისის ლურჯ ცას.

ჩაეფლე ჰამარბიუს მამულის წარმოუდგენელი ბაღის ჯადოსნურ ატმოსფეროში, ქალაქ უფსალას მახლობლად, პარფიუმერული კომპოზიციებით .SE - მინდვრის ყვავილების, სურნელოვანი მირონიას და ასფურცელას ლიქიორის არომატი პირდაპირ გულში გწვდება.

პარფიუმერული წყლები .SE Swedish Experience  - მყისიერი ჩაძირვა შვედეთის სულისშემკვრელ ბუნებაში. Oriflame არა მარტო ბუნებიდან იღებს შთაგონებას, არამედ აკეთებს საპასუხისმგებლო არჩევანს. SE Swedish Experience-ის ახალი არომატების შეფუთვის თითოეული ელემენტი გადამუშავებადია, ხოლო ბოთლები 100%-იანი გადამუშავებული მინისგან მზადდება.